გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

სულფონამიდით მკურნალობა საჭიროებს მაღალ დოზებსა და ხანგრძლივ მკურნალობას. გასტროინტესტინალურმა აუტანლობამ შესაძ₾ოა გავლენა მოახდინოს პაციენტების 30%-ზე და უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში. [63]

მოკლევადიანი
მაღალი

სულფონამიდით მკურნალობა საჭიროებს მაღალ დოზებსა და ხანგრძლივ მკურნალობას. კანის ჰიპერმგრძნობელობა შესაძლოა იმდენად მძიმე ფორმის იყოს, რომ საჭირო გახდეს სულფონამიდების სხვა წამლით ჩანაცვლება.[63]

მოკლევადიანი
მაღალი

სულფონამიდით მკურნალობა საჭიროებს მაღალ დოზებსა და ხანგრძლივ მკურნალობას, შესაბამისად პაციენტებს ამ წამლის ნეფროტოქსიკური ეფექტის მაღალი რისკი აქვთ. თუ ამიკაცინის შეყვანა მოხდა სულფონამიდთან კომბინირებით, თირკმლის დისფუნქციის განვითარების რისკი კიდევ უფრო მაღალია.

გრძელვადიანი
მაღალი

ნოკარდიოზისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა როგორც წესი დიდხანს გრძელდება. უახლოეს კვლევაში, ნოკარდიოზის გამო ლინეზოლიდით მკურნალობისას პაციენტთა 45%-ს განუვითარდა მიელოსუპრესია (განსაკუთრებით თრომბოციტოპენია) და 18%-ს განუვითარდა ნეიროპათია.[68] თუ ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლის შეყვანა მოხდა ლინეზოლიდთან კომბინირებით, მიელოსუპრესიის რისკი კიდევ უფრო მაღალია.

ცვლადი
მაღალი

პულმონური ნოკარდიოზის მქონე პაციენტებს დისემინირების რისკი აქვთ. ცნს ყველაზე ხშირი ადგილია და სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახაისიათებს. პულმონური ან დისემინირებული ნოკარდიოზის მქონე ყველა პაციენტში, ცნს ჩართულობა შესაძლოა გამოირიცხოს ნეირორადიოლოგიური ტექტნიკებით, სიმპტომების არარსებობის დროსაც კი.[43] ზოგიერთ შემთხვევაში, დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს ინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევა,განსაკუთრებით ტვინის ბიოფსია.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას