კლინიკური და რადიოგრაფიული ნიშნები პულმონურ, დისემინირებულ და კანის ნოკარდიოზისას არასპეციფიკურია. ეს შესაძლოა შეეშალოთ სხვა ბაქტერიულ ინფექციებში, მათ შორისაა აქტინომიკოზი და ტუბერკულოზი, ისევე როგორც სოკოვანი ინფექციები და ავთვისებიანი მდგომარეობები, რომელიც აზიანებს ფილტვებს, კანსა და ტვინს.[7]Yildiz O, Doganay M. Actinomycoses and Nocardia pulmonary infections. Curr Opin Pulm Med. 2006 May;12(3):228-34.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16582679?tool=bestpractice.com
ანამნეზი და ფიზიკური ნიშნები
ნოკარდიოზზე უნდა ვიფიქროთ იმუნოკომპრომისულ ქვემწვავე ან ქრონიკული პნევმონიის მქონე პაციენტებში, ან ცნს-ის ან კანისა და რბილი ქსოვილის დაზიანების მქონე პაციენტებში. ნოკარდიოზის სწრაფმა მიმდინარეობამ შესაძლოა დააჩქაროს დიაგნოსტიკური გამოკვლევა, განსაკუთრებით მაპროვოცირებელი ფაქტორების მქონე პაციენტებში. პულმონური დაავადების სიმპტომები ძირითადად არასპეციფიკურია და შესაძლოა მოიცავდეს ცხელებასა და ხველას, ნახველის წარმოქმნით. ცნს-ის დაავადების მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ აღენიშნებათ ტვინის ერთი ან მეტი აბსცესი და შეიძლება გამოვლინდეს მომატებული ინტრაკრანიალური წნევა ფოკალური ნევროლოგიური ნიშნებით (მაგ., გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დაბნეულობა და ცნობიერების დაქვეითება) კანის დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ კანის წყლულები ან აბსცესები.[43]Margalit I, Lebeaux D, Tishler O, et al. How do I manage nocardiosis? Clin Microbiol Infect. 2021 Apr;27(4):550-8.
https://www.clinicalmicrobiologyandinfection.com/article/S1198-743X(20)30779-5/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33418019?tool=bestpractice.com
ლაბორატორიული კვლევები
ნოკარდიოზის დიაგნოზი საჭიროებს კლინიკური ნიმუშიდან ორგანიზმების იზოლირებასა და დადგენას. ნოკარდიას კოლონიებს შესაძლოა დასჭირდეს 2 კვირა ამოსათესად, მნიშვნელოვანია, რომ შეატყობინოთ ლაბორატორიას ინფექციის ეჭვის შემთხვევაში. ზომების მიღება საჭიროა, რათა მოხდეს ორგანიზმის დადგენისა და აღდგენის ოპტიმიზაცია.ნოკარდია შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერ ორგანოში, შესაბამისად კლინიკური ნიმუშები შეიძლება განსხვავდებოდეს. იმის გამო, რომ შემთხვევების უმრავლესობა პულმონურია, ყველაზე ხშირი ნიმუშები არის ნახველიდან, ბრონქოალვეოლური ლავაჟისა ან რესპირატორული ნიმუშიდან. სხვა ნიმუშები შესაძლოა იყოს კანის ბიოფსიიდან, ღრმა კანქვეშა სითხის გროვის ასპირაციიდან, ცერებროსპინური სითხიდან და ბიოფსიის ნაცხიდან.[20]Corti ME, Villafane-Fioti MF. Nocardiosis: a review. Int J Infect Dis. 2003 Dec;7(4):243-50.
https://www.ijidonline.com/article/S1201-9712(03)90102-0/pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14656414?tool=bestpractice.com
ნოკარდია იშვიათად ვლინდება ლაბორატორიაში დამაბინძურებლის სახით და თითოეული იზოლატის ფრთხილი შეფასებაა საჭირო.[44]Saubolle MA, Sussland D. Nocardiosis: review of clinical and laboratory experience. J Clin Microbiol. 2003 Oct;41(10):4497-501.
https://journals.asm.org/doi/10.1128/jcm.41.10.4497-4501.2003
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14532173?tool=bestpractice.com
სეროლოგია,როგორც წესი არ გამოიყენება,რადგან არ არსებობს სეროლოგიური ტექნიკა,რომელსაც კლინიკურად ყველა რელევანტური სახეობის დადგენა შეუძლია. უფრო მეტიც, როგორც წესი ანტისხეულის პასუხი დაგვიანებულია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[8]Brown-Elliott BA, Brown JM, Conville PS, et al. Clinical and laboratory features of the Nocardia spp. based on current molecular taxonomy. Clin Microbiol Rev. 2006 Apr;19(2):259-82.
https://journals.asm.org/doi/10.1128/cmr.19.2.259-282.2006
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16614249?tool=bestpractice.com
გრამის და მჟავაგამძლე საღებავები
დიაგნოზის დაზუსტების პირველი საფეხურია კულტურისთვის განკუთვნილი ნიმუშების მიკროსკოპული და მაკროსკოპული გამოკვლევა.[8]Brown-Elliott BA, Brown JM, Conville PS, et al. Clinical and laboratory features of the Nocardia spp. based on current molecular taxonomy. Clin Microbiol Rev. 2006 Apr;19(2):259-82.
https://journals.asm.org/doi/10.1128/cmr.19.2.259-282.2006
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16614249?tool=bestpractice.com
მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავით შეღებვა, განსაკუთრებით გრამის წესით შეღებვა მნიშვნელოვანია რათა უზრუნველყოს სწრაფი წინასწარი დიაგნოზი იმ დროს, როდესაც ხდება კულტურის შედეგის ლოდინი.[21]Martínez R, Reyes S, Menendez R. Pulmonary nocardiosis: risk factors, clinical features, diagnosis and prognosis. Curr Opin Pulm Med. 2008 May;14(3):219-27.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18427245?tool=bestpractice.com
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ამოხველებული ნახველის ნიმუში: მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავით შეღებვა, რაც გვიჩვენებს ნოკარდიას სახეობებსFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].
ნოკარდიების შტამების უმეტესობა არის მჟავაგამძლე პირდაპირ ნაცხში, თუ სუსტი მჟავა გამოიყენება გასაუფერულებლად. გრამის წესით შეღებვა და მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავი უნდა განიხილოს ნოკარდიოზის შესაძლო შემთხვევის საწყისი შეფასებისას.
ნიმუშების შეგროვება კვლავ არის შესაძლებელი თუ საწყისი ნიმუშები უარყოფითია, მაგრამ არსებობს ინფექციის მაღალი ეჭვი.
შესაძლოა ტუბერკულოზის განსხვავება, იმიტომ რომ მიკობაქტერია არ იღებება კარგად როგორც გრამის წესით, ისევე მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავებით და განსხვავდება მიკროსკოპულად.აქტინომიცეტები შესაძლოა განვასხვავოთ ნოკარდიასგან, რადგანაც აქტინომიცეტები არ იღებება მოდიფიცირებული მჟავაგამძლე საღებავით.[7]Yildiz O, Doganay M. Actinomycoses and Nocardia pulmonary infections. Curr Opin Pulm Med. 2006 May;12(3):228-34.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16582679?tool=bestpractice.com
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ამოხველებული ნახველის ნიმუში: ცილ-ნილსონის საღებავით შეღებვა მიკობაქტერიის და ნოკარდიას სხვადასხვა მორფოლოგიის შესადარებლადFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].
Cryptococcus neoformans
სახეობებს შეუძლიათ გაიზარდონ ნებისმიერ ნიადაგზე, რომელიც რუტინულად გამოიყენება ბაქტერიული, სოკოვანი და მიკობაქტერიული კულტურისთვის. ზოგადად, კოლონიებს აქვთ ცარცისებრი თეთრი ან ბამბის ბურთულის მსგავსი შეხედულება დიდი რაოდენობით აერული ფილამენტების არსებობის გამო.[20]Corti ME, Villafane-Fioti MF. Nocardiosis: a review. Int J Infect Dis. 2003 Dec;7(4):243-50.
https://www.ijidonline.com/article/S1201-9712(03)90102-0/pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14656414?tool=bestpractice.com
ნიმუშებში, როგორიცაა ნახველი, რომელიც მოიცავს შერეულ ფლორას, ნოკარდიას კოლონიები შესაძლოა ადვილად დაიფაროს სხვა ბაქტერიებით, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდება. კოლონიის მწარმოებლობა შესაძლოა გაიზარდოს სელექციური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა ტეიერ-მარტინის აგარი ანტიბიოტიკებით, მაგრამ ნოკარდიოზის ეჭვისას უნდა დაუკავშირდეს ლაბორატორიას, რათა მოხდეს ორგანიზმის დადგენა და აღდგენა. შესაძლოა დასჭირდეს 48 საათიდან რამდენიმე კვირამდე, მაგრამ როგორც წესი კოლონიების ნახვა შესაძლებელია 3-დან-5 დღეში.[45]Ashdown LR. An improved screening technique for isolation of Nocardia species from sputum specimens. Pathology. 1990 Jul;22(3):157-61.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2243728?tool=bestpractice.com
სახეობის დადგენა
მიკროორგანიზმების იზოლირების შემდეგ, რამდენიმე ლაბორატორიული ტესტის გამოყენებაა შესაძლებელი სახეობის დიფერენცირებისთვის. სახეობების თავდაპირველად იდენტიფიცირება შესაძლებელია სახეობების ბიოქიმიური ტიპების, მოლეკულური ტექნიკის ან მატრიცის დახმარებით ლაზერული დეზორბციის იონიზაციის ფრენის დროის მასის სპექტრომეტრიით.(MALDI-TOF MS).
სახეობების ტიპირება აუცილებელია, რადგან სხვადასხვა სახეობას აქვს სხვადასხვა რეზისტენტობის პროფილი და ეს ინფორმაცია გადამწყვეტია ანტიბიოტიკოთერაპიის კორექტირებისთვის.[8]Brown-Elliott BA, Brown JM, Conville PS, et al. Clinical and laboratory features of the Nocardia spp. based on current molecular taxonomy. Clin Microbiol Rev. 2006 Apr;19(2):259-82.
https://journals.asm.org/doi/10.1128/cmr.19.2.259-282.2006
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16614249?tool=bestpractice.com
[46]Hagerman A, Rodríguez-Nava V, Boiron P, et al. Imipenem-resistant Nocardia cyriacigeorgica infection in a child with chronic granulomatous disease. J Clin Microbiol. 2011 Mar;49(3):1185-7.
https://journals.asm.org/doi/10.1128/jcm.02073-10
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21177900?tool=bestpractice.com
[47]Lai CC, Liu WL, Ko WC, et al. Multicenter study in Taiwan of the in vitro activities of nemonoxacin, tigecycline, doripenem, and other antimicrobial agents against clinical isolates of various Nocardia species. Antimicrob Agents Chemother. 2011 May;55(5):2084-91.
https://journals.asm.org/doi/10.1128/aac.01808-10
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21343461?tool=bestpractice.com
სხვა მოლეკულური დიაგნოსტიკა
PCR-ზე დაფუძნებული ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრონქოალვეოლური ლავაჟის სითხის ნიმუშებზე ნოკარდიას სახეობების დასადგენად.[48]Couble A, Rodríguez-Nava V, de Montclos MP, et al. Direct detection of Nocardia spp. in clinical samples by a rapid molecular method. J Clin Microbiol. 2005 Apr;43(4):1921-4.
https://journals.asm.org/doi/full/10.1128/jcm.43.4.1921-1924.2005
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15815019?tool=bestpractice.com
[49]Rouzaud C, Rodriguez-Nava V, Catherinot E, et al. Clinical assessment of a Nocardia PCR-based assay for diagnosis of nocardiosis. J Clin Microbiol. 2018 May 25;56(6):e00002-18.
https://journals.asm.org/doi/10.1128/jcm.00002-18
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29563199?tool=bestpractice.com
კლინიკური ნიმუშების სეკვენსირება, მათ შორის ქსოვილი, BAL სითხე და სისხლი, არის ნოკარდიოზის სწრაფი დიაგნოსტიკის ახალი მიდგომა, სახეობების იდენტიფიკაციის ჩათვლით.[50]Vasishta S, Sullivan T. Pulmonary nocardiosis in a heart transplant recipient diagnosed with plasma next-generation sequencing. Transpl Infect Dis. 2022 Jun;24(3):e13841.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35466489?tool=bestpractice.com
[51]Weng SS, Zhang HY, Ai JW, et al. Rapid detection of Nocardia by next-generation sequencing. Front Cell Infect Microbiol. 2020 Feb 18:10:13.
https://www.frontiersin.org/articles/10.3389/fcimb.2020.00013/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32133300?tool=bestpractice.com
გამოსახულების მიღება
ფილტვის და დისემინირებულ ნოკარდიოზს არ ახასიათებს სპეციფიკური რადიოლოგიური სურათი. თუმცა ზოგიერთი რადიოგრაფიული ნიშანი უფრო ხშირადაა აღრიცხული ამ დროს და შეიძლება დიაგნოზზე მიგვითითებდეს.
გულმკერდის რენტგენოგრამა და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) მრავალფუნქციური კონსოლიდაცია, პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში კავიტაციასთან ერთად; ფილტვის კვანძები და პლევრული ეფუზია.[21]Martínez R, Reyes S, Menendez R. Pulmonary nocardiosis: risk factors, clinical features, diagnosis and prognosis. Curr Opin Pulm Med. 2008 May;14(3):219-27.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18427245?tool=bestpractice.com
[52]Smilack JD. Images in clinical medicine. Pulmonary and disseminated nocardiosis. N Engl J Med. 1999 Sep 16;341(12):885.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10486420?tool=bestpractice.com
[53]Liu B, Zhang Y, Gong J, et al. CT findings of pulmonary nocardiosis: a report of 9 cases. J Thorac Dis. 2017 Nov;9(11):4785-90.
https://jtd.amegroups.org/article/view/16507/13847
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29268550?tool=bestpractice.com
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პულმონური ნოკარდიოზი: კტ სკანირება კვანძოვანი დაზიანებებით იმუნოსუპრესირებულ პაციენტშიFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].
თავის ტვინის CT, ან სასურველია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ყოველთვის უნდა ჩატარდეს ნევროლოგიური ჩართულობის გამორიცხვის მიზნით იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ნოკარდიოზით, ან იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში ფილტვების ან დისემინირებული დაავადებით.[43]Margalit I, Lebeaux D, Tishler O, et al. How do I manage nocardiosis? Clin Microbiol Infect. 2021 Apr;27(4):550-8.
https://www.clinicalmicrobiologyandinfection.com/article/S1198-743X(20)30779-5/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33418019?tool=bestpractice.com
[54]Cecchini D, Ambrosioni JC, Gomez A, et al. Disseminated nocardiosis caused by Nocardia abscessus in an HIV-infected patient: first reported case. AIDS. 2005 Aug 12;19(12):1330-1.
https://journals.lww.com/aidsonline/fulltext/2005/08120/disseminated_nocardiosis_caused_by_nocardia.15.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16052092?tool=bestpractice.com
თავის ტვინის აბსცესი შესაძლოა დაემსგავსოს სხვა მდგომარეობებს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე,ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.[55]Kennedy KJ, Chung KH, Bowden FJ, et al. A cluster of nocardial brain abscesses. Surg Neurol. 2007 Jul;68(1):43-9; discussion 49.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17586220?tool=bestpractice.com
[Figure caption and citation for the preceding image starts]: დისემინირებული ნოკარდიოზი: კტ სკანირება ტვინის აბსცესის მქონე იმუნოსუპრესირებულ პაციენტშიFrom the collection of Dr Jorge Garbino [Citation ends].
ქირურგიული ბიოფსია
მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზის დადასტურება არაინვაზიური ნიმუშებით არის შესაძლებელი, მაგალითად როგორიცაა ნახველი, ქირურგიული პროცედურა იშვიათადაა საჭირო ნიმუშების მისაღებად და ნოკარდიული ეტიოლოგიის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნევროლოგიური ჩართულობისთვის იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, რომლებშიც მიკროორგანიზმების სპექტრი შეიძლება იყოს უფრო ფართო, ვიდრე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში.[38]Ono M, Kobayashi Y, Shibata T, et al. Nocardia exalbida brain abscess in a patient with follicular lymphoma. Int J Hematol. 2008 Jul;88(1):95-100.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18498026?tool=bestpractice.com
[54]Cecchini D, Ambrosioni JC, Gomez A, et al. Disseminated nocardiosis caused by Nocardia abscessus in an HIV-infected patient: first reported case. AIDS. 2005 Aug 12;19(12):1330-1.
https://journals.lww.com/aidsonline/fulltext/2005/08120/disseminated_nocardiosis_caused_by_nocardia.15.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16052092?tool=bestpractice.com
[55]Kennedy KJ, Chung KH, Bowden FJ, et al. A cluster of nocardial brain abscesses. Surg Neurol. 2007 Jul;68(1):43-9; discussion 49.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17586220?tool=bestpractice.com
თუ დიაგნოზი გაურკვეველია, ტვინის ბიოფსია შეიძლება განიხილებოდეს ცერებრალური აბსცესის მქონე პაციენტებისთვის[54]Cecchini D, Ambrosioni JC, Gomez A, et al. Disseminated nocardiosis caused by Nocardia abscessus in an HIV-infected patient: first reported case. AIDS. 2005 Aug 12;19(12):1330-1.
https://journals.lww.com/aidsonline/fulltext/2005/08120/disseminated_nocardiosis_caused_by_nocardia.15.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16052092?tool=bestpractice.com
[56]Chakrabarti P, Nandi SS, Todi SK. Nocardia brain abscess in a diabetic patient. Indian J Pathol Microbiol. 2008 Jan-Mar;51(1):151-3.
https://www.ijpmonline.org/article.asp?issn=0377-4929;year=2008;volume=51;issue=1;spage=151;epage=153;aulast=Chakrabarti
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18417891?tool=bestpractice.com
[57]Vialle R, Aghakhani N, Otayza F, et al. Nocardia farcinica brain abscess: clinical and specific radiological findings and management. Report of two cases in immunononcompromised patients [in French]. Neurochirurgie. 2002 Dec;48(6):516-21.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12595808?tool=bestpractice.com