მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

დაუდგენელი ვირუსული ჰემორაგიული ცხელება

Back
1-ლი რიგის – 

რიბავირინი

რიბავირინის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ჰემორაგიული ცხელება არის საეჭვო მანამ, სანამ ყვითელი ცხელების დიაგნოზი დადასტურდება კლინიკურად ან ლაბორატორულად, რადგან სხვა ვირუსული ჰემორაგიული ცხელების დროს გარკვეული ეფექტურობით ხასიათდება.[13]

თუმცა, ვინაიდან მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ რიბავირინი არაეფექტურია ყვითელი ცხელებისთვის, მისი მიღება წყდება მას შემდეგ, რაც დადასტურდება ყვითელი ცხელება.[40]

პირველადი პარამეტრები

რიბავირინი: 33 მგ/კგ ინტრავენურად დატვირთული დოზის სახით, და შემდეგ 16 მგ/კგ 6 საათში ერთხელ 4 დღის განმავლობაში; შემდეგ 8 მგ/კგ 8 საათში ერთხელ, 6 დღის განმავლობაში

Back
პლიუს – 

დამხმარე თერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დამხმარე თერაპიისა და დაკვირვებისთვის.

აღნიშული მოიცავს დასვენებას, კვებას და ჰიპოგლიკემიის პრევენციას; ნაზოგასტრული მილი კუჭის გადაბერვისა და ასპირაციის პრევენციისთვის; H2 ანტაგონისტები (კუჭიდან სისხლდების პრევენციისთვის); ჰიპოტენზიის მკურნალობა სითხის გადასხმითა და ვაზოაქტიური მედიკამენტებით; აციდოზის მკურნალობა; სისხლმდენი გართულებების გაყინული პლაზმის გადასხმით კორექტირება; თირკმლის უკმარისობის დროს ჰემოდიალიზი და მეორადი ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობა.[2] ტკივილგამაყუჩებლები/სიცხის დამწევი მედიკამენტები რეკომენდებულია ტკივილისა და ცხელების დროს; თუმცა არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო წამლები (NSAIDS), მათ შორის ასპირინი, უკუნაჩვენებია სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები (მაგ: მულტიორგანული უკმარისობის, მძიმე ფორმის ჰემორაგიული გართულებების და/ან რეფრაქტორული ჰიპოტენზიის მქონე პირები) საჭიროებენ ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგს.

ზემოთ მოცემული რეკომენდაციები კლინიკურ გამოცდილებას ეფუძნება, თუმცა კვლევების საშუალებით არ ყოფილა შესწავლილი.[2]

აუცილებელია პაციენტის იზოლირება/დაცვა კოღოს დამატებითი კბენისაგან (მაგ:. შენობის შიგნით დარჩენა) ცხელების განვითარებიდან დაახლოებით 5 დღემდე, რათა ტრანსმისიის ციკლი დაიღვეს.

მწვავე

დადასტურებული ყვითელი ცხელება

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას