პროგნოზი
ინფექცია ხანგრძლივი იმუნიტეტის ფორმირებას განაპირობებს, ამიტომ ხელმეორე ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
თეორიაში CCR5 რეცეპტორის გენეტიკური ან თერაპიით პროვოცირებული დეფექტის (მაგ:.CCR5 ინჰიბიტორული თერაპია, როგორიცაა მარავიროკი) მქონე პაციენტებს უფრო მძიმე დაავადების განვითარების რისკი აქვთ.
უსიმპტომო ინფექცია
ინფექციის მქონე პაციენტთა უმრავლესობას საერთოდ არ უვითარდებათ ან მხოლოდ მინიმალური სიმპტომები აქვთ გამოხატული, რომლებიც არასპეციფიკურ ვირუსულ დაავადებას შეესაბამება და სამუდამო იმუნიტეტს იწვევს. ფლავივირუსების სხვა წარმომადგენლებით ინფექციის ანამნეზი (მაგ:. დენგეს ცხელება) ჯაჭვური რეაქციის საშუალებით გარკვეულ დაცვას განაპირობებს და უფრო იოლი ფორმის დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის.
ინფექციის პერიოდი
3-დან 6 დღემდე ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, ინფიცირებულ პაციენტებს უეცრად უვითარდებათ ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულისრევა და თავბრუსხვევა. ოდნავი სიყვითლეც შეიძლება განვითარდეს. დაავადების კლინიკური გამოვლინების შემდეგ, რომელიც 2-დან 6 დღემდე გასტანს (საშუალოდ 3.5 დღე), პაციენტთა 75-80% განიკურნება ყოველგვარი ნიშნებისა და სიმპტომების გარეშე.[2]
ინტოქსიკაციის პერიოდი
ინფიცირებული პაციენტების 15-25%-ში დაავადება ხელმეორედ ვითარდება 24 საათიანი უსიმპტომო პერიოდის შემდეგ, როგორც წესი, უფრო რთული ფორმით, თანდართული ცხელებით, სიყვითლით, მუცლის ტკივილით, თირკმლის უკმარისობით და სისხლდენით. საშუალოდ 7-10 დღის შემდეგ, ენდემურ რეგიონებში მცხოვრებთა 50% და მოგზაურთა 89%, რომლებსაც ინტოქსიკაციის ფაზა უვითარდებათ, იღუპება.[1][2]
პაციენტთა უმრავლესობას, რომლებიც გამოდიან მდგომარეობიდან (როგორც წესი, დაავადების 2-3 კვირის შემდეგ), სისუსტე და დაღლილობა უვითარდებათ დამატებით რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ თიკმლის ტუბულარული ნეკროზი არ განვითარდა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია მთლიანად აღდგება. ხელმეორე ინფექცია არ ვითარდება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას