ახალი ტიპის მკურნალობა

პასიური ანტისხეულები და ინტერფერონები

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას დადგინდა, რომ პასიურ ანტისხეულებს, ინტერფერონ-ალფასა და გამას მსგავსად, დამცავი ეფექტი გააჩნიათ ინოკულაციის დროს ან რამდენიმე საათის განმავლობაში. კლინიკური დაავადების განვითარების შემდეგ უკვე ეფექტი აღარ აქვთ.[39][41] აღნიშნულის გათვალისწინებით, პასიურ ანტისხეულებს შეიძლება გარკვეული როლი ჰქონდეთ ადამიანებში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის (მაგალითად, ლაბორატორული ექსპოზიციის შემდეგ), კლინიკურ დაავადებამდე პროგრესირების პრევენციის თვალსაზრისით, თუმცა ამ მიზნით ჯერ არ ყოფილან გამოყენებული.

ანტივირუსული მედიკამენტები

ყვითელი ცხელების რამდენიმე ძირითადი ენზიმი, როგორებიცაა ჰელიკაზა და პროტეაზა, სხვა ფლავივირუსების მსგავსია, მათ შორის ჰეპატიტი C-ს და დენგეს ცხელების. რამდენიმე ნივთიერება, მათ შორის იმუნური საპასუხო რეაქციის მოდულატორები და ვირუსული ანტიგენის მრავალფეროვანი გამანეიტრალებლები, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან; თუმცა არცერთ მათგანს ჯერ კიდევ რამდენიმე წელი არ ექნება პრაქტიკული როლი.[39][42]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას