გართულებები
მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ცხელებით ინფიცირებულ პაციენტთა უმრავლესობას დაავადების მხოლოდ იოლი ფორმა უვითარდება, ინტოქსიკაციის ფაზის გარეშე, ენდემურ რეგიონში მცხოვრებ პირთა 50%, რომელთაც ჰემორაგიული გართულებები და ჰეპატორენული დაავადება უვლინდებათ, იღუპებიან მულტიორგანული უკმარისობის გამო, დაახლოებით 7-10 დღეში, მიუხედავად ინტენსიური თერაპიისა.[1][2]
ენდემურ რეგიონებში მოგზაურ არაიმუნიზირებულ პაციენტებს სიკვდილის უფრო მაღალი რისკი აქვთ და ლეტალობის მაჩვენებელი ისეთი მაღალი შეიძლება იყოს, როგორც 89% ინტოქსიკაციის პერიოდის მქონე პირებში.[1]
პაციენტთა 15-25% გარკვეული ხარისხის ჰეპატორენული დისფუნქცია უვითარდება, როგორც წესი, ციტოკინური დისრეგულაციის შედეგად, რომელსაც ვირუსის ციტოტოქსიკური ეფექტი იწვევს. შედეგად კი დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, ქსოვილების ანოქსია, ოლიგურია და შოკი ვითარდება.[2]
ტრანსამინიტის ხარისხი პროგნოზს შეესაბამება.
ხშირად გვხვდება დაავადების ტოქსიკური ფაზის დროს და ხასიათდება პეტექიებით, ექიმოზებით ან ღია სისხლდენით ღრძილებიდან, ცხვირიდან, ლორწოვანიდან ან ფლებოტომიის ადგილებიდან.
ხშირად ვითარდება ტოქსიკური ფაზის დროს და არ რეაგირებს სითხით და ვაზოპრესორებით თერაპიაზე.
ტოქსიკური ფაზის დროს, კომა, სტუპორი და აგიტაციური ბოდვა ვითარდება. აღნიშნული, როგორც ჩანს, ციტოკინური შტორმის ნაწილია და არა ნამდვილი ვირუსული ენცეფალიტის მანიშნებელი.
მიუთითებს უჯრედულ დაზიანებაზე ტოქსიკური ფაზის დროს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მონიტორინგი და დამხმარე თერაპია მკურნალობის ძირითად ფორმებს წარმოადგენს.
ცირკულატორულ კოლაფსსა და აუტონომიურ დარღვევებზე მიუთითებს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მონიტორინგი და დამხმარე თერაპია მკურნალობის ძირითად ფორმებს წარმოადგენს.
ტოქსიკური ფაზის იშვიათი გართულება. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მონიტორინგი და დამხმარე თერაპია მკურნალობის ძირითად ფორმებს წარმოადგენს.
წააგავს დაავადების ტოქსიკურ ფაზას. ძალიან იშვიათი (<1:1 000 000) გართულებაა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში და ბოლო პერიოდში უფრო ხშირად აღირიცხება. დაკავშირებულია ხანდაზმულ ასაკსა და იმუნოდეფიციტთან.[43][44]
თეორიაში CCR5 რეცეპტორის გენეტიკური ან თერაპიით პროვოცირებული დეფექტის (მაგ:.CCR5 ინჰიბიტორული თერაპია, როგორიცაა მარავიროკი) მქონე პაციენტებს ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.
იშვიათი (1:58 000) გართულება, სავარაუდოდ ვაქცინაში არსებული ჯელატინის აუტანლობის გამო.[43]
მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატორენული სინდრომი ზოგადად შექცევადია გადარჩენილ პაციენტებში, არის შემთხვევები, როდესაც ჰიპოტენზიით გამოწვეული ტუბულარული აციდოზი თირკმლის ჰემოდიალიზ-დამოკიდებულ უკმარისობას იწვევს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას