დიფერენციული დიაგნოზები

დენგეს ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დენგეს ცხელების ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

ნაკლებად ვლინდება ორფაზიანი დაავადების სახით და უფრო ხშირად ხასიათდება გამონაყარითა და ადენოპათიით.

კვლევები

სეროლოგიური ანალიზები ადასტურებს დიაგნოზს, თუმცა მკურნალობა ორივე დაავადების შემთხვევაში ერთნაირია (მაგ:.დამხმარე თერაპია).

მალარია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მალარიის ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

სიყვითლე არ არის იშვიათი, ჰემორაგიული გართულებები კი იშვიათად ვითარდება. ხანდახან პერიოდული ცხელება ვითარდება, თუმცა აშკარა ორფაზიანი დაავადება არ არის გამოხატული.

კვლევები

თხელ ან სქელ ნაცხში პლაზმოდიუმის პარაზიტების აღმოჩენა.

ზიკა ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ზიკას ენდემურ რეგიონებში ცხოვრება/სტუმრობა ან დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულ ინდივიდთან.

დამახასიათებელია მაკულოპაპულური, მოქავებადი გამონაყარი.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია დადებითია ზიკა ვირუსზე.

სეროლოგია დადებითია ზიკას ვირუსზე.

ჩიკუნგუნიას ვირუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩიკუნგუნიას ვირუსის ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

გამოხატულია სახსრების სიმპტომები (მაგ:. პოლიართრიტი და მაჯის გვირაბის სინდრომი ხშირია).

კანსა და სხეულის ნაკეცების რეგიონებში ჰიპერპიგმენტაციური ცვლილებები ხშირია.

კვლევები

ELISA/არაპირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების ტესტი დადებითია ჩიკუნგუნიას საწინააღდეგო ანტისხეულებზე.

RT-PCR დადებითია ჩიკუნგუნიას რნმ-ზე.

ლეპტოსპიროზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უფრო ხანგრძლივი, თუმცა ნაკლებად ტოქსიკური დაავადება. თირკმლის უკმარისობა შეიძლება ტრანსამინიტის იოლი ფორმის ფონზე განვითარდეს.

მძიმე იქტეროჰემორაგიული ლეპტოსპიროზი (ვეილის დაავადება) რთული გასარჩევია ყვითელი ცხელებისგან.

კვლევები

ტრანსამინაზების რაოდენობა მხოლოდ ოდნავ არის მომატებული.

სისხლში და შარდში ლეპტოსპირას აღმოჩენა.

რეაქცია ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე.

მწვავე ჰეპატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჰემორაგია იშვიათია და უფრო გვიან ვითარდება, ღვიძლის უკმარისობის ფონზე.

კვლევები

იქტერულ პაციენტებში დიაგნოზი ჰეპატიტის სეროლოგიური ტესტებით დგინდება.

ტკიპისმიერი შექცევითი ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შექცევითი დაავადება (ყვითელი ცხელების ორფაზიანი დაავადებისგან განსხვავებით), რომელიც ტოქსიკური ფაზის შემდეგ აღარ ვითარდება ხელმეორედ.

ყვითელი ცხელებისგან განსხვავებით ექსპოზიციის ანამნეზი და ინფექციის გავრცელება ძირითადად ცუდ საცხოვრებელ პირობებთან არის დაკავშირებული. ინფექციის გეოგრაფიული დისტიბუცია ნაწილობრივ ყვითელი ცხელების გავრცელების თანმხვედრია, თუმცა უფრო შეზღუდულია და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილსაც მოიცავს, მათ შორის საჰარას უდაბნოს ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს.

თუ გამოხატულია თირკმლის დაავადება, ძირითადად უფრო გვიან ვითარდება, გამონაყარი კი უფრო ხშირია.

კვლევები

ანტიბიოტიკებზე რეაქცია 24 საათში ვლინდება.

დიაგნოზის დადასტურება სისხლის ნაცხისა ან სეროლოგიური ტესტების საშუალებით ხდება.

ლასას ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ლასას ცხელების ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

დაინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი ან ინფიცირებული მღრღნელის ხორცის დამუშავება/მიღება.

სიმპტომები, როგორებიცაა სმენის დაკარგვა/დაქვეითება, ყელის ტკივილი და მშრალი, არაპროდუქტიული ხველა აადვილებს დიფერენცირებას.

როგორც წესი, არ არის დაკავშირებული სიყვითლესთან.

კვლევები

RT-PCR დადებითია ლასას ცხელების ვირუსის რნმ-ზე.

სეროლოგია დადებითია ლასას ცხელების ვირუსის საწინააღდეგო ანტისხეულებზე.

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

SAHF-ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

ვირთხის დაინფიცირებულ ექსკრეტთან ექსპოზიცია ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი.

ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ:.გულყრები).

როგორც წესი, არ არის დაკავშირებული სიყვითლესთან.

სხვა ჰემორაგიული ცხელებისგან რთული გასარჩევია.

კვლევები

RT-PCR დადებითია ჯუნინ, გუანარიტო, მაჩუპო, ჩაპარე ან საბია ვირუსის რნმ-ზე.

სეროლოგია დადებითია ჯუნინ, გუანარიტო ან მაჩუპო ვირუსის ანტისხეულებზე.

ებოლა ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ებოლას ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

დაინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი ან ინფიცირებული ცხოველების ხორცის დამუშავება/მიღება.

როგორც წესი, არ არის დაკავშირებული სიყვითლესთან.

სხვა ჰემორაგიული ცხელებისგან რთული გასარჩევია.

კვლევები

RT-PCR დადებითია ებოლას ვირუსის რნმ-ზე.

სეროლოგია დადებითია ებოლას ვირუსის ანტისხეულებზე.

მარბურგის ვირუსით ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მარბურგის ვურისუს ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

ღამურებთან, გამოქვაბულებთან ექსპოზიცია ან ენდემურ რეგიონებში სამთო საქმიანობა ან ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი.

როგორც წესი, არ არის დაკავშირებული სიყვითლესთან.

სხვა ჰემორაგიული ცხელებისგან რთული გასარჩევია.

კვლევები

RT-PCR დადებითია მარბურგის ვირუსის რნმ-ზე.

სეროლოგია დადებითია მარბურგის ვირუსის ანტისხეულებზე.

რიფტის ველის ცხელება (RVF)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რიფტის ველის ცხელების ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

შინაურ ცხოველებთან პროფესიული ექსპოზიციის ანამნეზი ან ენდემურ რეგიონებში ცხოველების უმი ხორცის მიღება.

შეიძლება აგრეთვე დაკავშირებული იყოს ღვიძლის მძიმე დაზიანებასთან.

კვლევები

RT-PCR დადებითია RVF ვირუსის რნმ-ზე.

სეროლოგია დადებითია RFV ვირუსის ანტისხეულებზე.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

CCHF ენდემურ რეგიონში ბინადრობა ან სტუმრობა.

ტკიპასთან ექსპოზიციის, შინაურ ცხოველებთან ან ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის ანამნეზი.

ხშირია მაკულური ან პეტექიური გამონაყარი.

შეიძლება აგრეთვე დაკავშირებული იყოს ღვიძლის მძიმე დაზიანებასთან.

სხვა ჰემორაგიული ცხელებისგან რთული გასარჩევია.

კვლევები

RT-PCR დადებითია CCHF ვირუსის რნმ-ზე.

ELISA დადებითია CCHF ვირუსის რნმ-ზე.

სეროლოგია დადებითია CCHF ვირუსისა ანტისხეულებზე.

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რაიონში ან ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა შიდა გავრცელება ან ახლო კონტაქტი ქონდა COVID-19-ის დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევასთან.

მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.

კვლევები

რეალური დროის უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის კორონავირუსი 2-ის (SARS-CoV-2) რნმ-ზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას