მონიტორინგი
საჭიროა მკურნალობის შედეგების მონიტორინგი. წარუმატებელი მკურნალობის ხშირი მიზეზია დამატებითი, უფრო ვრცელი ქირურგიული გაწმენდის საჭიროება. უფრო იშვიათად, წარუმატებელი შედეგი შეიძლება აიხსნას ანტიმიკრობული რეზისტენტობით ან არასწორი ანტიბიოტიკის შერჩევით.
A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე პაციენტებში ტოქსიკური შოკის შესაძლებლობის გათვალისწინებით გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს რესპირატორული/ჰემოდინამიკური ფუნქციების მონიტორინგი.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია, თავდაპირვლად ემპირიული სახით. შემდგომ უნდა გაგრძელდეს მიკრობიოლოგიური გამოკვლევის შედეგების (კანქვეშა ქსოვილის ან სისხლის კულტურის), პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილების შესაბამისად. მკურნალობის მიმართ უეფექტობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ხელახალი ნეკრექტომიის ან ანტიბიოტიკოთერაპიაში ცვლილების შეტანის საჭიროება (კანქვეშა ქსოვილიდან ან სისხლიდან მიღებული კულტურის შედეგების მიხედვით).[43]
თავდაპირველი დებრიდინგის შემდეგ. ხელახალი ქირურგიული რევიზია შემდგომი ნეკრექტომიის საჭიროების შესაფასებლად უნდა ჩატარდეს მინიმუმ ყოველ 12-24 საათში .[2]
ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა საჭირო გახდეს ხელახალი გამოკვლევა; სასწრაფოდ აცნობეთ ქირურგიულ ჯგუფს, თუ პაციენტს აქვს ინფექციის გაუარესების კლინიკური ნიშნები (ლოკალური ან სისტემური), ან გაუარესებული ლაბორატორიული მარკერები (განსაკუთრებით სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა).[2]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას