ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
კანის ტრავმული ან არატრავმული დაზიანების ისტორია
ანესთეზია ან ინტენსიური ტკივილი ცელულიტის უბანზე გავრცელებით
ცხელება
პალპიტაცია (გულის ფრიალი), ტაქიკარდია, ტაქიპნოე, ჰიპოტენზია და პრესინკოპალური მდგომარეობა
იშვიათი
ვეზიკულები ან ბულები
ცელულიტის არეში კანის შემოწმებისას ზოგ შემთხვევაში ვლინდება ვეზიკულები და ბულები.[3][16]უნდა აღინიშნოს, რომ A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციით გამოწვეული ნეკროზული ფასციიტის დროს კანის ცვლილება გვიანი ნიშანია და შესაძლებელია ,ინფექციური პროცესის მიუხედავად , ზემდებარე კანი იყოს ნორმალური და ცვლილების გარეშე. [16]კანის შეუმჩნეველი ცვლილებები, სითხის გამოჟონვა და შეშუპება, წინ უძღვის კანის ხილული ცვლილებების, ბუშტუკებისა და სიწითლის, განვითარებას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის ნეკროზის მცირე უბნები მუცლის ქვედა მესამედის არეში ცელულიტის და მანეკროზებელი ფასციტის მქონე ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, საკეისრო კვეთის გაკეთებიდან 5 დღის შემდეგFrom: Hasham S, Matteucci P, Stanley PRW, et al. Necrotising fasciitis. BMJ. 2005 Apr 9;330(7495):830-3 [Citation ends].
კანის გაუფერულება ბაცი მორუხო ელფერით
ცელულიტის არეში კანის შემოწმებისას ზოგ შემთხვევაში ვლინდება მისი შეფერილობის ცვლილება ბაცი მორუხო ელფერით. აუცილებლობას წარმოადგენს იმის გათვალისწინება, რომ მანეკროზებელი ფასციიტის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოს ზემდებარე კანის ნორმალური საფარველი, და რომ A ჯგუფის სტრეპტოკოკებით გამოწვეული მანეკროზებელი ფასციიტის დროს კანის ცვლილება გვიან ნიშანს წარმოადგენს.
შეშუპება ან გამკვრივება
ცელულიტის არეში კანის შემოწმებისას ზოგ შემთხვევაში ვლინდება შეშუპება.[5]ცელულიტის უბნის ქვეშ შესაძლოა აღინიშნოს გამკვრივება და ინდურაცია.[5]უნდა აღინიშნოს, რომ A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციით გამოწვეული ნეკროზული ფასციიტის დროს კანის ცვლილება გვიანი ნიშანია და შესაძლებელია ,ინფექციური პროცესის მიუხედავად ,ზემდებარე კანი იყოს ნორმალური და ცვლილების გარეშე. კანის შეუმჩნეველი ცვლილებები, ინდურაცია და მცირედი შეშუპება , წინ უძღვის კანის ხილული ცვლილებების , სიწითლისა და ბუშტუკების განვითარებას.. [Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის ნეკროზის მცირე უბნები მუცლის ქვედა მესამედის არეში ცელულიტის და მანეკროზებელი ფასციტის მქონე ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, საკეისრო კვეთის გაკეთებიდან 5 დღის შემდეგFrom: Hasham S, Matteucci P, Stanley PRW, et al. Necrotising fasciitis. BMJ. 2005 Apr 9;330(7495):830-3 [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: მანეკროზებელი ფასციტი მუცლის მარჯვენა ნახევარში, რომელიც განუვითარდა 2 წლის გოგონას Varicella-სეული ინფექციის კვალდაკვალFrom: de Benedictis FM, Osimani P. Necrotising fasciitis complicating varicella. BMJ Case Rep. 2009;2009:bcr2008141994 [Citation ends].
დაზიანების ადგილმდებარეობა
შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში ინფექციის კერა ვითარდება კიდურებზე, ხოლო დანარჩენი შემთხვევები ლოკალიზებულია შორისის, ტორსის, თავის და კისრის არეებში.[1][5][16][19][20] ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია A ჯგუფის სტრეპტოკოკებით გამოწვეული მანეკროზებელი ფასციიტისთვის არის ბარძაყი, შესაბამისად, კიდურზე, განსაკუთრებით ზედა კიდურზე განვითარებული მანეკროზებელი ფასციიტი მეტი ალბათობით უკავშირდება A ჯგუფის სტრეპტოკოკებს და არა პოლიმიკრობულ ინფექციას. მანეკროზებელი ფასციიტის ზოგიერთ შემთხვევას შესაძლოა ახლდეს მასთან ასოცირებული მიოზიტი, რომელიც უკავშირდება მომიჯნავე გავრცელებას. ეს უფრო დამახასიათებელია A ჯგუფის სტრეპტოკოკული, და არა პოლიმიკრობული ინფექციებისთვის.
მანეკროზებელი ფასციიტი, რომელიც უკავშირდება ცოტა ხნის წინ გადატანილ აბდომინალურ ქირურგიას, ან ვითარდება საზარდულის არეში, მეტი ალბათობით იქნება პოლიმიკრობული.
რისკფაქტორები
ძლიერი
ჰოსპიტალიზებული პაციენტების კონტაქტი ინდექს შემთხვევასთან
ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით ინფექცია
კანის დაზიანება, ქირურგიული მანიპულაცია, ტრავმა
კანის არა-ტრავმული დაზიანებები
ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება
ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება წარმოადგენს კანის პორტალს ინფექციური მიკროორგანიზმების შეღწევისთვის.[16]
სუსტი
ქრონიკული დაავადება
ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების (ალკოჰოლიზმის, შაქრიანი დიაბეტის, გულის ან ფილტვების დაავადებების, პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების, თირკმლის უკმარისობის) შედეგად განვითარებული გენერალიზებული იმუნოსუპრესიული მდგომარეობა შესაძლოა წარმოადგენდეს რბილი ქსოვილების ინფექციების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს.[1][3][5][16][29]
იმუნოსუპრესია
რბილი ქსოვილების ინფექციების რისკს შესაძლოა ზრდიდეს იმუნოსუპრესია, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ავთვისებიანი დაავადებით და/ან ქიმიოთერაპია - რადიოთერაპიით, მედიკამენტებით (განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდების ხანგრლძივი გამოყენება) ან ინფექციით (აივ).[3]იმუნოსუპრესირებული სტატუსი შესაძლოა გახდეს დიაგნოზის დასმის ან ქირურგიული ჩარევის დაგვიანების მიზეზი, რაც, თავის მხრივ, ზრდის სიკვდილის რისკს.[16][25][30]
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (NSAID)
ვარაუდობენ, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს ნეკროზული ფაციიტის სიმპტომები, შეაფერხოს დიაგნოზის დასმა. ნეიტროფილების დათრგუნვამ და ციტოკინების წარმოების ცვლილებამ, რომელიც გამოწვეულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, შეიძლება დააქვეითოს რეაქცია ინფექციაზე და ამას მოჰყვეს დაავადების პროგრესირება ცხოველურ მოდელზე დაკვირვებით გამოვლინდა , რომ რბილი ქსოვილების A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის დროს იბუპროფენმა გააუარესა დაავადების მიმდინარეობა და გაზარდა სიკვდილიანობა.[31][32]არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება ადამიანებში ნეკროზული ფასციიტის მიმდინარეობაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედების შესახებ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას