ეტიოლოგია

I ტიპის მანეკროზებელი ფასციიტი კანქვეშა ქსოვილების პოლიმიკრობული ინფექციაა, რომელსაც იწვევს ანაერობები (მაგ. Bacteroides , Clostridium, ან Peptostreptococcus ) და ფაკულტატიური ანაერობები, როგორიცაა ზოგიერთი Enterobacterales (Escherichia coli, Enterobacter, Klebsiella, Proteus) ან არა-A ჯგუფის სტრეპტოკოკი Staphylococcus aureus-თან ერთად ან მის გარეშე.[1]

II ტიპის ნეკროზული ფასციიტი არის კანქვეშა ქსოვილის მონომიკრობული ინფექციურ დაავადება , რომლის ყველაზე ხშირაი გამომწვევია Streptococcus pyogenes (A ჯგუფის სტრეპტოკოკი). და ზოგჯერ Staphylococcus aureus.Vibrio vulnificus, Aeromonas hydrophila, Panton-Valentine leukocidin (PVL)-დადებითი Staphylococcus aureus, და MRSA ასევე პოტენციური გამომწვევი პათოგენებია.[1]​​[2]​​

იშვიათად შეიძლება ნეკროზული ფასციიტი გამოიწვიოს სხვა მონომიკრობულმა აგენტმა, რა დროსაც მნიშვნელოვანია რისკ-ფაქტორები ან სპეციფიკური ექსპოზიცია.

  • Aeromonas hydrophila ასოცირებულია მტკნარი წყლის ექსპოზიციასთან.[3][9][10]

  • Vibrio vulnificus ასოცირებულია ზღვის წყლის ექსპოზიციასთან ან დაბინძურებული ნედლი ხამანწკების მოხმარებასთან[3][9][10]

  • Klebsiella pneumoniae ასოცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მოგზაურობასთან , კერძოდ ტაივანში.[11]

  • კლოსტრიდიუმმა შეიძლება გამოიწვიოს განგრენოზული ნეკროზული ფაშიტიტი (იხ განგრენა).

  • Pseudomonas aeruginosa, Enterobacterales ან Clostridium septicum ნეიტროპენიულ ბავშვებში.[21]

ძალიან იშვიათად შეიძლება ნეკროზული ფასციიტი გამოიწვიოს სოკოვანმა პათოგენებმა(მონომიკრობული ინფექცია). როგორიცაა მუკომიკოზი.[4]მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია, გამომწვევ მიზეზად ფიქსირდება მუკომიკოზი როგორც იმუნოკომპრომისულ, ისე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში.[12][13][14]აღწერილია კანდიდოზით გამოწვეული ნეკროზული ფასციიტის , ოპერაციის შემდგომ. განვითარებული , რამდენიმე შემთხვევა.[24]

რისკფაქტორები შეიძლება იყოს: შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება, იმუნომაკომპრომისებელი დაავადებები, თირკმლის ან ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ჩუტყვავილა ან ჰერპეს-ზოსტერი, ნარკოტინების ინტრავენური მოხმარება ან ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ. კორტიკოსტეროიდები).[1][16]​​[25][26]

პათოფიზიოლოგია

ბაქტერიების შეღწევა კანსა და რბილ ქსოვილებში ხდება მცირე ტრავმების, ნაჩხვლეტი ჭრილობების, ან ქირურგიული მანიპულაციების შედეგად. მიუხედავად ამისა, შემთხვევათა 20%-მდე ინფექციის პირველადი კერის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ინფექციის გავრცელება ხდება ფასციალურად, და არა ქვემდებარე კუნთში, ფასციალური ფურცლების გაყოლებით ზემდებარე ცელულიტის უბნის მიღმა. მანეკროზებელი ფასციტის სისტემური ნიშნები, როგორიცაა ცხელება, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია, პირველადად უკავშირდება ბაქტერიული ტოქსინების ზემოქმედებას.[27][28]

კლასიფიკაცია

კლინიკური გამოვლინება

ნეკროზული ფასციიტის დიაგნოზი შეიძლება დაისვას კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ,მათი განვითარების დროისა დ დინამიკის საფუძველზე,

ფულმინანტური (ელვისებური) ნეკროზული ფასციიტი

ეს არის ცუდი პროგნოზის მქონე , ყველაზე მძიმე სახის ნეკროზული ფასციიტი.[7]რომლისთვისაც დამახასიათებელია რბილი ქსოვილის ფართო არეალის საათების განმავლობაში პრორესირებადი დანეკროზება და სისტემური გამოვლინებები (სეფსისი),.[7]

მწვავე

სიმპტომები და ნიშნები ვითარდება დღეების განმავლობაში. როგორც წესი, დაკავშირებულია კანის ინფიცირებასთან ან ტრავმასთან. კლინიკური ნიშნების შესაბამისი ტკივილით.[7] თავდაპირველად პაციენტი შეიძლება ზოგადად თავს კარგად გრძნობდეს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდეს.[7]

ლატენტური ფორმა

დამახასიათებელია ლატენტური დასაწყისი არასპეციფიკური ან გარდამავალი სიმპტომებით.[7]კანის დაზიანების არეში ლოკალური ტკივილი შეიძლება საერთოდ არ იყოს ან გამოვლინდეს მსუბუი ტკივილის სახით.[7]

გამომწვევი მიკროორგანიზმები

გამომწვევის იდენტიფიცირების მიზნით საჭიროა სისხლის ან ქსოვილოვანი კულტურიდან გამოვლინდეს უშუალო გამომწვევი მიკროორგანიზმი. ამის შემდეგ შესაძლებელია დაავადება კლასიფიცირდეს გამომწვევი ორგანიზმის შესაბამისად.

I ტიპი

პოლიმიკრობული ინფექცია გამოწვეულია ისეთი ანაერობებით, როგორიცაა Bacteroides ან Peptostreptococcus პლუს ფაკულტატური ანაერობი, როგორიცაა ზოგიერთი Enterobacterales (Escherichia coli, Enterobacter, Klebsiella, Proteus) ან არა A ჯგუფის სტრეპტოკოკები.[1]​​[2][3][4]ის უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულ ან თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში.[8]

II ტიპი

მონომიკრობული ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია Streptococcus pyogenes (A ჯგუფის სტრეპტოკოკი) , ანაერობული სტრეპტოკოკები ან იშვიათად სხვა პათოგენები, როგორიცაა Panton-Valentine leukocidin (PVL)- დადებითი Staphylococcus aureus და MRSA , Vibrio vulnificus, Aeromonas hydrophila, ან სოკოები.[1]​​[2][3][4] იშვიათად შეიძლება ნეკროზული ფასციიტი გამოიწვიოს სხვა მონომიკრობულმა აგენტმა, რა დროსაც მნიშვნელოვანია რისკ-ფაქტორები ან სპეციფიკური ექსპოზიცია.

  • Aeromonas hydrophila ასოცირებულია მტკნარი წყლის ექსპოზიციასთან.[3][9][10]

  • Vibrio vulnificus ასოცირებულია ზღვის წყლის ექსპოზიციასთან ან დაბინძურებული ნედლი ხამანწკების მოხმარებასთან.[3][9][10]

  • Klebsiella pneumoniae ასოცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მოგზაურობასთან , კერძოდ ტაივანში.[11]

  • კლოსტრიდიუმმა შეიძლება გამოიწვიოს განგრენოზული ნეკროზული ფასციიტი. ჩვეულებრივ , ვითარდება სისხლმომარაგების შეწყვეტის პირობებში , მძიმე შემავალი ტრავმის ან ქსოვილების გაგლეჯვითი დაზიანების (ქრაშ-ტრავმის) შემდეგ. კლინიკურად დიფერენცირება რთულია.[5] იხ განგრენა.

ძალიან იშვიათად შეიძლება ნეკროზული ფასციიტი გამოიწვიოს სოკოვანმა პათოგენებმა(მონომიკრობული ინფექცია). როგორიცაა მუკომიკოზი.[4]მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია, გამომწვევ მიზეზად ფიქსირდება მუკომიკოზი როგორც იმუნოკომპრომისულ, ისე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში.[12][13][14]

ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაცია ეფუძნება კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების მქონე პაციენტების კლინიკური მართვის შესახებ გადაუდებელი ქირურგიის მსოფლიო საზოგადოების (WSES) ~ მონაცემებს და ექსპერტთა მოსაზრებებს, [3]ზოგიერთი წყაროს ,.მათ შორის WSES- ის პუბლიკაციების ,მიხედვით მოწოდებულია ქვეკლასიფიცირება. კერძოდ: მონომიკრობული გრამუარყოფითი ინფექციები, მათ შორის Aeromonas და Vibrio ინფექციები , გამიხილება როგორც III ტიპი და სოკოვაი ინფექციები, როგორც IV ტიპი.[2][15]​​

ანატომიური გავრცელება

მამაკაცის სათესლე პარკის ან შორისის I ტიპის ნეკროზული ფასციიტი[1]​​[2][3][4][5][16]

მელენის სინერგიული განგრენა არის მუცლის კედლის ქსოვილების განგრენა, რო,ელიც გამოწვეულია სინერგიული ინფექციით Enterobacteria და Streptococcus-ით.[17]

კისრისა და სახის ნეკროზული ფასციიტი არის კანის , კანქვეშა ქსოვილისა და ფასციების სწრაფად პროგრესირებადი განგრენული ინფექცია.[18]

არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც, რომლებიც გამოიყენება მანეკროზებელი ფასციიტის განხილვისას, ქირურგიული ჩარევების შემდგომ ადგილობრივი ინფექციების ან იშვიათი მიკროორგანიზმების შემთხვევაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას