დიფერენციული დიაგნოზები
ცელულიტი
იმპეტიგო
ნიშნები / სიმპტომები
ზედაპირული ბლისტერების (ბუშტუკების) კეროვანი გავრცელება, ბულების წარმოქმნით, ან მათ გარეშე, რასაც სდევს ქერქების წარმოქმნა და ერითემის განვითრება. შესაძლოა იყოს ასიმპტომური, ან ახლდეს ქავილი.
კვლევები
ინფიცირებული ქსოვილის კულტურაზე ვლინდება Staphylococcus aureus ან Streptococcus pyogenes.[5]
"წითელი ქარის" ანთება
მიოზიტი
ნიშნები / სიმპტომები
არ ვრცელდება კანზე ან რბილ ქსოვილებზე. დაზიანებულ არეზე ვრცელდება შეშუპება, რომელიც შესაძლოა უმტკივნეულო იყოს. ტოქსიურობის სისტემური ნიშნების /სიმპტომების განვითარება უჩვეულოა.
მანეკროზებელი ფასციიტის ზოგიერთ შემთხვევას შესაძლოა ახლდეს მასთან ასოცირებული მიოზიტი, რომელიც უკავშირდება მომიჯნავე გავრცელებას. ეს უფრო დამახასიათებელია A ჯგუფის სტრეპტოკოკული, და არა პოლიმიკრობული ინფექციებისთვის.
კვლევები
შეშუპებული კუნთის ფოკალური ჩართულობის გამოსავლენად მიზანშეწონილია ულტრაბგერითი გამოკვლევის ან CT/MRI-ის ჩატარება.
MRI-ს აგრეთვე შეუძლია შეშუპების იდენტიფიცირება.
კანის ჯილეხი
ნიშნები / სიმპტომები
ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების ანამნეზი, ან ცხოველებთან და მეცხოველეობის პროდუქტებთან (მაგ. ტყავი, ბეწვი) კონტაქტი. ექსპოზიციიდან 2-დან 5-მდე დღეში ფორმირდება უმტკივნეულო პაპულა, რომელიც ქავილს იწვევს. დაზიანების კერა ტრანსფორმირდება ვეზიკულაში, რომელიც მომდევნო 24-დან 36 საათის შემდეგ იფარება მასიური შეშუპებით გარშემორტყმული შავი ფერის ნეკროტული ფუფხით. ხშირია რეგიონული ლიმფადენოპათია.
კვლევები
ვეზიკულური სითხის/სისხლის გრამის წესით შეღებვა და კულტივირება: გრამდადებითი ბაცილები მოკლე ჯაჭვებში (Bacillus anthracis); ბრტყელი, არაჰემოლიზული მუკოიდური კოლონიები ცხვრის სისხლის 5%-იან აგარზე.
დამიზნებითი ბიოფსია კანის დაზიანებაზე: დერმის და ეპიდერმისის ნეკროზი, შეშუპება და მსუბუქი ანთებითი ინფილტრაცია; ბაცილარული ფრაგმენტების სიუხვე (ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარებამდე); Bacillus anthracis (ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას