სკრინინგი

ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას უწევს თითოეული ბავშვის სკრინინგს განვითარების შეფერხებაზე რეგულარული ვიზიტების ფარგლებში მე-9, მე-18 და 30-ე თვეებზე.[20][104] მოძრაობის შეფერხების შემთხვევათა უმრავლესობა აშკარა ხდება მანამ, სანამ ბავშვი 30 თვის გახდება.[105]

ნებისმიერ ვიზიტზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევა საჭიროებს შემდგომ განვითარების გამოკვლევებს სტანდარტიზებული სკრინინგ ტესტებით ან პირდაპირ რეფერალს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.[20][104]

ცერებრული დამბლის განვითარების რისკფაქტორები

რეკომენდებულია ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ ყველა ახალშობილზე სერიული დაკვირვება დაწყებული 3 თვის კორექტირებული ასაკიდან მანამ, სანამ ცხადი არ გახდება, რომ განვითარების ეტაპების დარღვევა არ არის ან არ განვითარებულა სპასტიკურობა.[20]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას