ახალი ტიპის მკურნალობა

ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა

კოქრეინის მიმოხილვის თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული ჩარევის ეფექტურობის შესახებ ავადობისა და სიკვდილობის პრევენციის მიზნით ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში ან ახალშობილებში ჰიპოქსიური იშემიური ენცეფალოპათიის შემდეგ.[209][210] კლინიკური კვლევები ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შესაფასებლად ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებში ამჟამად მიმდინარეობს.[211][212][213][214] განვითარებულ ქვეყნებში ამჟამად ცერებრული დამბლის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის სახელმწიფოს მიერ გამართლებული მეთოდები არ არის ხელმისაწვდომი. ღეროვანი უჯრედების ტურიზმი (პაციენტების და მათი ოჯახების მოგზაურობა მკურნალობის მისაღებად) ეთიკურად გაუმართლებელია.

ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაცია და ტრანსკრანიული სტიმულაცია პირდაპირი დენით

ეს არაინვაზიური მეთოდებია მოტორული კორტექსის ნერვული წრედების სტიმულირებისა და მოდულირებისათვის. გამოიყენება ინდუქციური სპირალები ან ელექტროდები, რომლებიც თავზე კეთდება. ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაცია მეტწილად გამიოყენება თავის ტვინის წრედების რუკის შესადგენად, მაგრამ ასევე გამოყენებულია ცერებრული დამბლის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.[215] მტკიცებულებები მიუთითებს, რომ განმეორებითი ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაცია, შეზღუდვით პროვოცირებული მოძრაობის თერაპიასთან ერთან ან მის გარეშე, ზრდის თერაპიით გამოწვეულ მოტორული ფუნქციის გაუმჯობესების ხარისხს ჰემიპარეზული დამბლის მქონე ბავშვებში.[216] ტრანსკრანიული სტიმულაცია პირდაპირი დენით გამოცადეს ცერებრული დამბლის პაციენტებში, შედეგები იმედისმომცემია.[217][218] ორივე მეთოდი ამჟამად კვლევით მეთოდებად ითვლება პედიატრიულ პაციენტებში.[215] ასევე შესაძლებელია პერიფერული ნერვების მაგნიტური სტიმულაციის გამოყენება, რომელსაც მოტორულ ქერქზეც აქვს ეფექტი. ეფექტი, როგორც წესი, უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მკურნალობის კურსი.[219][220]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას