კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
შედეგი მიუთითებს ინფექციურ პროცესზე, მაგრამ არასპეციფიკურია.
შედეგი
ლეიკოციტოზი, ნეიტროფილების რაოდენობის მომატება, ანემია
ღვიძლის ფუნქციური ტესტები შრატში
ტესტი
ღვიძლის აბსცესის დროს ყველაზე მეტად გავრცელებული ნიშანია შრატში მომატებული ტუტე ფოსფატაზა და წარმოდგენილია პაციენტთა დაახლოებით ორ მესამედში.[4] როგორც წესი, ამინოტრანსფერაზებისა და ბილირუბინის დონე მხოლოდ მსუბუქად არის მომატებული, გარდა დაავადების მძიმე შემთხვევებისა ან თანმხლები ბილიარული ობსტრუქციისა. [3][4][8][18]
გავრცელებულია შრატის ალბუმინის შემცირებული დონე.
შედეგი
მომატებული ტუტე ფოსფატაზა, ზომიერად მომატებული ამინოტრანსფერაზები და ბილირუბინი, ჰიპოალბუმინემია
სისხლის კულტურები
ტესტი
დადებითია ღვიძლის აბსცესის მქონე პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში.[35] სენსიტიურობა მცირდება წინა ანტიბიოტიკებით.
შედეგი
პიოგენური: შესაძლოა დადებითი იყოს გამომწვევი ბაქტერიული ორგანიზმისთვის; სოკოვანი: შეიძლება დადებითი იყოს გამომწვევი სოკოების სახეობებისთვის
პროთრომბინის დრო/აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო
ტესტი
კეთდება ასპირაციის შესრულებამდე, რათა შეამოწმოს სისხლის შედედება არის თუ არა ნორმის ფარგლებში. ასპირაცია უკუჩვენებაა პათოლოგიური შედედების არსებობისას.
თუ დადგინდება პათოლოგია, ასპირაციის შესრულებამდე საჭიროა გამომწვევი მიზეზის გამოკვლევა და შედედების დეფექტის კორექტირება.
შედეგი
როგორც წესი ნორმალურია
ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით
ტესტი
მხოლოდ რამდენიმე დაზიანება ჩანს rim enhancement.[38] დაზიანებაში აირის არსებობა პიოგენურ აბსცესზე მიუთითებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის ღრუს არაკონტრასტული კტ გამოსახულება, სადაც ჩანს აირის შემცველი ღვიძლის ავსცესი (ისარი)Adapted from BMJ Case Reports 2009 (doi:10.1136/bcr.08.2008.0638). Copyright 2009 by the BMJ Publishing Group Ltd [Citation ends].
CT სკანირება გარშემო სტრუქტურების გამოკვლევის საშუალებას იძლევა და მისი გამოყენება შესაძლებელია აბსცესის ასპირაციის ვიზუალიზაციისთვის.
სენსიტიურობა >95%.[37][Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ გამოსახულება, სადაც ჩანს ღვიძლის აბსცესი (7 სმ x 5 სმ) 46 წლის მამაკაცში, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება, დაღლილობა და ხველამასაჩუსეტსის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს რადიოლოგიური სურათების კოლექციიდან: [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ გამოსახულება (ფრონტალური პროექცია), სადაც ჩანს ღვიძლის აბსცესი 46 წლის მამაკაცში, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება, დაღლილობა და ხველამასაჩუსეტსის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს რადიოლოგიური სურათების კოლექციიდან: [Citation ends].
შედეგი
ადგენს ღვიძლის დაბალი სიმკვრივის დაზიანებას
აბსცესის სითხის შეღებვა გრამით და კულტურის დათესვა
ტესტი
ნიმუშის აღება თავიდან უნდა იქნას არიდებული თუ არსებობს პათოლოგიური კოაგულაციის მტკიცებულება ან თუ მოსალოდნელია ექინოკოკი.
აბსცესის მასალის კულტურა დადებითია ღვიძლის აბსცესის მქონე პაციენტების დაახლოებით ორ მესამედში.[3][4][15][18] ასპირირებული მასალის პირდაპირი კულტურა უპირატესია ვიდრე სადრენაჟო კათეტერის მეშვეობით მიღებულ კულტურა.[34]
შედეგი
პიოგენური: შესაძლოა დადებითი იყოს გამომწვევი ბაქტერიული ორგანიზმისთვის; სოკოვანი: შეიძლება დადებითი იყოს გამომწვევი სოკოების სახეობებისთვისსოკოვანი
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის რენტგენზე
ტესტი
ჩვენებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გასინჯვისას არის გულმკერდის სიმპტომები ან ნიშნები (მაგ. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს დიაფრაგმულ გაღიზიანებას ან პლევრული გამონაჟონის ნიშნები).
შედეგი
პლევრული გამონაჟონის არსებობისას: ნეკნ-დიაფრაგმული კუთხეების დაბლაგვება
შრატში ანტისხეულების ტესტი Entamoeba histolytica-ზე
ტესტი
სრულდება თუ მოსალოდნელია ამებიაზი.
ტესტი დადებითია ინფექციიდან რამდენიმე წლის განმავლობაში.
შედეგი
დადებითია ამებიაზის დროს
განავალში Entamoeba histolytica-ს ანტიგენის ტესტი
ტესტი
ELISA სრულდება პაციენტებში, რომლებზეც ეჭვი გვაქვს, რომ აქვს ამებიაზი დიარეასთან ერთად.
შედეგი
დადებითია ამებიაზის დროს
აპსირირებული აბსცესის სითხის ანტიგენის ტესტი ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
ტესტი
დაზიანების ასპირაცია ადასტურებს ამებური აბსცესის დიაგნოზს, მაგრამ ეს შეიძლება არ გახდეს საჭირო. ასპირატი როგორც წესი მოწითალო-მოყავისფრო ვისკოზური სითხეა (('anchovy paste' ან 'chocolate sauce').[20]
ანტიგენის დადგენა ან დადებითი PCR ღვიძლის აბსცესის ჩირქზე არის ამებური ღვიძლის აბსცესის დასკვნითი დიაგნოზი.
მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტები როგორც წესი სრულდება რეფერალურ ლაბორატორიაში.
შედეგი
დადებითია ანტიგენისთვის ან ამებური დნმ-ის ამპლიფიკაციისთვის
ღვიძლის MRI
ტესტი
პატარა აბსცესების დასადგენად უფრო სენსიტიურია მუცლის ღრუს CT კვლევასთან შედარებით>[20]
ძვირი ტესტია, საჭიროებს ინტრავენურად გადოლინიუმის შეყვანას და შესაძლოა ხელმისაწვდომად შეზღუდული იყოს.
შედეგი
სიგნალის დაბალი ინტენსივობა T1-weighted გამოსახულებაზე; სიგნალის მაღალი ინტენსივობა T2-weighted გამოსახულებაზე
CRP
ტესტი
მომატებული C-რეაქტიული ცილა მიუთითებს ანთებით პროცესზე, მაგრამ არასპეციფიკურია.[28]
შედეგი
გამოყენება შესაძლოა მკურნალობაზე ადეკვატური პასუხის მონიტორინგისთვის
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას