დიფერენციული დიაგნოზები
აღმავალი ქოლანგიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმასხვავებელი ნიშნებისა და სიმპტომების გარეშე.
კვლევები
ულტრასონოგრაფია აჩვენებს სანაღვლე გზების დილატაციასა და/ან კენჭებს.
ენდოსკოპიურმა რეტროგრადულმა ქოლანგიოპანკრეატოგრაფიამ (ERCP) ან მაგნიტურ რეზონანსულმა ქოლანგიოპანკრეატოგრაფიამ (MRCP) შესაძლოა გამოავლინოს ბილიარული ობსტრუქციული კენჭები ან სანაღვლე გზების დილატაცია.
ცისტადენომა ან ცისტადენოკარცინომა
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური გამოვლინება შესაძლოა არარსებობდეს, ან პაციენტებს ჰქონდეთ მუცსლის ტკივილი, სისავსის შეგრძნებისა და ანორექსიის შემპარავი გამოვლინება.
არ ვლინდება ცხელება და ჟრჟოლა.
კვლევები
ულტრასონოგრაფია ან მუცლის ღრუს CT დაავადებაზე მიმანიშნებელია. ძირითადად ვლინდება, როგორც ცისტური დაზიანების გართულება, არარეგულარული გასქელებული კედლითა და იშვიათად ცისტაში სეპტებით.
დიაგნოზს ადასტურებს ჰისტოპათოლოგია.
ღვიძლის ანთებილი ფსევდოტუმორები
ნიშნები / სიმპტომები
ღვიძლის იშვიათი კეთილთვისებიანი დაზიანება, ძირითადად ვლინდება ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთაც აქვთ უახლოეს წარსულში ინფექციის ანამნეზი.
სხვა დაკავშირებული მდგომარეობებია ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები.
სიმპტომები ღვიძლის აბსცესის მსგავსია, თუმცა სიყვითლე უფრო ხშირია.[20]
კვლევები
ჰისტოპათოლოგიაზე ჩანს ანთებითი უჯრედებით პროლიფერაციული ფიბროზული ქსოვილის ინფილტრატები.
ჰეპატოცელულური კიბო
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, როგორც წესი, არ ვლინდება.
კვლევები
დიაგნოზს ადასტურებს ჰისტოპათოლოგია.
ღვიძლის მეორეული მეტასტაზები
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, როგორც წესი, არ ვლინდება.
შესაძლოა იყოს პირველად სიმსივნესთან დაკავშირებული ნიშნები და სიმპტომები.
კვლევები
დიაგნოზს ადასტურებს ჰისტოპათოლოგია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას