მიდგომა
ღვიძლის აბსცესი იშვიათი დაავადებაა. მახასიათებლები და ნიშნები ხშირად არასპეციფიკურია. შესაბამისად,წარმოდგენილი ჩივილის შესაძლო მიზეზად ღვიძლის აბსცესის განხილვისთვის მნიშვნელოვანია დაბალი ზღურბლი. დიაგნოსტირებისა და გამომწვევი ორგანიზმ(ებ)ის დასადგენად ღვიძლის ვიზუალიზაციური კვლევა და აბსცესის სითხის კულტურაა მთავარი.
ანამნეზი.
სანაღვლე გზების ძირითადი დარღვევები, ასაკი > 50 წელზე , ავთვისებიანი სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი, ცუდი თანკბილვა და ნაღვლის ან ღვიძლის ინტერვენციული პროცედურები მჭიდროდ დაკავშირებულ რისკფაქტორებს წარმოადგენენ პიოგენური ღვიძლის აბსცესის განვითარებისთვის. ღვიძლის ამებური აბსცესის გაზრდილი რისკი აქვთ პაციენტებს, რომლებიც ენდემური რეგიონებიდან არიან ან სტუმრობდნენ ამ რეგიონებს.[2]
ღვიძლის პიოგენური აბსცესის გამოვლინებისას ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, ჟრჟოლა, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. თუ დიაფრაგმა ანთებითია ახლომდებარე ინფექციის გამო, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ხველა, სუნთქვის უკმარისობა და პლევრიტული ტკივილი. ამ შემთხვევაში ტკივილი შესაძლოა გადაეცეს მარჯვენა მხარს. ღვიძლის სოკოვანი აბსცესის მქონე პაციენტები წარმოდგენილია მსგავსი სიმპტომებით. პაციენტები ძირითადად იმუნოკომპრომისული ან ნეიტროპენიურები არიან.[20]სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება იმუნური სისტემის აღდგენის დროს (როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა იწყებს ზრდას).
ზოგადად, სიმპტომები ხშირად არ ვლინდება, შესაძლოა იყოს არასპეციფიკური და განსხვავებული ხანგრძლივობის. ამებური აბსცესის სიმპტომები პიოგენური აბსცესის სიმპტომების მსგავსია, მაგრამ უფრო მეტად დაკავშირებულია მწვავე გამოვლინებასთან.[20]შეიძლება გამოვლინდეს ამებიაზის სხვა სიმპტომები, როგორიცაა დიარეა. კონკრეტული მძიმე ფორმის ინფექციის (ნებისმიერი ტიპი) მქონე პაციენტებს შესაძლოა სიმპტომები უფრო სწრაფად განუვითარდეთ.
ფიზიკური გამოკვლევა
ფიზიკური გასინჯვისას ჩვეულებრივ ვლინდება ცხელება, ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრანტის არეში, და ჰეპატომეგალია. თუმცა, ამ სიმპტომების არარსებობა არ გამორიცხავს ღვიძლის აბსცესის დიაგნოზს. ღვიძლის აბსცესის მქონე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს სიყვითლე, რომელიც როგორც წესი ვლინდება დაავადების გვიან ფაზაში. იშვიათად, შეიძლება განვითარდეს პლევრული გამონაჟონი, რაც გამოიწვევს გულმკერდის გასინჯვისას პერკუსიის დროს ყრუ ხმას, სუნთქვის ხმების არარსებობას, შემცირებულ tactile fremitus და მარჯვენა ქვედა ზონაში ვოკალური გადაცემის შემცირებას. იშვიათად შეიძლება იყოს წარმოდგენილი ასციტი. მძიმე ავადმყოფობის მქონე პაციენტები, ხშირად ბაქტერემიით ან ქოლანგიტით, შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ შოკის ნიშნებით.
ლაბორატორიული გამოკვლევა
პაციენტებს, მოსალოდნელი ღვიძლის აბსცესით, უნდა ჩაუტარდეთ ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის:
სისხლის საერთო ანალიზი
შრატის ალბუმინი, ამინოტრანსფერაზა, ბილირუბინი, ტუტე ფოსფატაზას დონეები
პროთრომბინის გახანგრძლივებული დრო (PT) და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT)
სისხლის კულტურა
ხშირია ანემია და ლეიკოციტოზი, ნეიტროფილების მომატებული რაოდენობით. ღვიძლის ბიოქიმიური ტესტები, განსაკუთრებით ტუტე ფოსფატაზა პათოლოგიურია პაციენტთა უმრავლესობაში. შრატის ალბუმინი ხშირად დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები მიუთითებს ღვიძლის დაავადებაზე, ისინი არასპეციფიკურია. PT და aPTT კეთდება ასპირაციის შესრულებამდე, რათა შემოწმდეს სისხლის შედედება არის თუ არა ნორმის ფარგლებში. სისხლის კულტურებს შეუძლიათ გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიცირება პაციენტების დაახლოებით ნახევარში და უნდა გაკეთდეს ღვიძლის აბსცესზე ეჭვის შემთხვევაში. სისხლის კულტურების დათესვა უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკების მიღებამდე.
თუ ამებური აბსცესია მოსალოდნელი, სეროლოგია შეიძლება იყოს დიაგნოსტიკური. იქ, სადაც თანამდევიი დიარეა არსებობს, Entamoeba histolytica იმუნოფერმენტულმა ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს Entamoeba histolytica ანტიგენი განავლის ნიმუშში.
C-რეაქტიული ცილა არის არასპეციფიკური ტესტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ანთებითი პასუხის მონიტორინგისთვის და შესაბამისად მკურნალობაზე პასუხის საკონტროლოდ.[28]
როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.
რადიოლოგიური ტესტები
უპირატესი საწყისი ვიზუალიზაციური კვლევაა მუცლის ღრუს კტ სკანირება კონტრასტით და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.[30][31]მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ულტრაბგერითი და CTკვლევები მცირე აბსცესებისთვის, მაგრამ ძვირია და უფრო შეზღუდული ხელმისაწვდომობით. CT-ის მგრძნობელობა ღვიძლის აბსცესისთვის უფრო მაღალია, ვიდრე ულტრაბგერითი კვლევა (97% vs 85%).[32] ჩვეულებრივ, CT სკანირება ტარდება. იშვიათად სრულდება ორივე, ულტრაბგერითი გამოკვლევა და კტ სკანირება: მაგალითად, თუ თავდაპირველად ულტრაბგერითი გამოკვლევა არაადეკვატური ან უარყოფითი იყო ღვიძლის აბსცესის დიაგნოზზე ძლიერი ეჭვის მიუხედავად. ულტრაბგერითი კვლევის ან CT-ის გამოყენება შესაძლებელია საეჭვო გროვის ასპირაციისათვის. ულტრაბგერითი გამოკვლევის უპირატესობაა მისი ხელმისაწვდომობა, დაბალი ფასი და საკონტრასტო ნივთიერების საჭიროების არ ქონა. CT ღვიძლის მიმდებარე ორგანოების დეტალური გამოკვლევის საშუალებას იძლევა და აქვს უფრო მაღალი მგრძნობელობა. ულტრაბგერითი გამოკვლევისას ან კტ-ზე აბსცესი როგორც წესი ჩანს, როგორც მარჯვენა მხარეს (ყველაზე ხშირად) სითხის გროვა, რომელიც შემოსაზღვრულია შეშუპებით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ გამოსახულება, სადაც ჩანს ღვიძლის აბსცესი (7 სმ x 5 სმ) 46 წლის მამაკაცში, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება, დაღლილობა და ხველამასაჩუსეტსის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს რადიოლოგიური სურათების კოლექციიდან: [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ გამოსახულება (ფრონტალური პროექცია), სადაც ჩანს ღვიძლის აბსცესი 46 წლის მამაკაცში, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება, დაღლილობა და ხველამასაჩუსეტსის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს რადიოლოგიური სურათების კოლექციიდან: [Citation ends].
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტთან ერთად ასევე შეიძლება ინფორმაციული იყოს ღვიძლის აბსცესის დიაგნოსტიკაში და იძლევა ღვიძლის მასის დიფერენცირების საშუალებას მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნისგან.[33] თუმცა, MRI არის ძვირადღირებული ტესტი, საჭიროებს გადოლინიუმის კონტრასტის შეყვანას და შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომობით.
ასპირაციამდე მნიშვნელოვანია შემოწმდეს შედედების ყველა პარამეტრი და ინახოს არის თუ არა ნორმის ფარგლებში. აბსცესის სითხის ასპირაცია ადასტურებს აბსცესის დიაგნოზსა და ანიტიბიოტიკოთერაპიის დაწყებას. თუმცა, არსებული გამონადენის ნიმუშიდან კულტურა არ არის დამხმარე რათა გზამკვლევი იყოს ანტიბიოტიკოთერაპიისთვის.[34] სითხე უნდა გაიგზავნოს გრამის წესით შეღებისთვის და აერობული და ანაერობული კულტივირებისთვის.
დაზიანების ასპირაცია ადასტურებს ამებური აბსცესის დიაგნოზს, მაგრამ ეს შეიძლება არ გახდეს საჭირო. ასპირატი როგორც წესი მოწითალო-მოყავისფრო ვისკოზური სითხეა (('anchovy paste' ან 'chocolate sauce').[20] ანტიგენის დეტექცია ღვიძლის აბსცესის სითხეში ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ღვიძლის აბსცესის ჩირქში (როგორც წესი, ტარდება რეფერალურ ლაბორატორიაში) ღვიძლის ამებური აბსცესის დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ღვიძლის ამებური აბსცესის მაკროპათოლოგია; "შოკოლადის" ჩირქი აბსცესიდანCDC/Dr. Mae Melvin; Dr. E. West of Mobile, AL [Citation ends].
ასპირაცია/ნიმუში თავიდან უნდა იქნას არიდებული თუ არსებობს პათოლოგიური კოაგულაციის მტკიცებულება. ის აგრეთვე უკუჩვენებაა თუ მოსალოდნელია ექინოკოკური ცისტა, ანაფილაქსიის დაბალი, მაგრამ რეალური რისკის გამო. თუმცა, ასპირაცია იშვიათად შეიძლება შესრულდეს შესაძლო ექინოკოკური ცისტის მქონე პაციენტებში, როდესაც ამებური ღვიძლის აბსცესის დიაგნოზი შესაძლებელია, ან როდესაც ასპირაცია სრულდება თერაპიის ფარგლებში. ასპირაცია უნდა შესრულდეს ამ პროცედურაში მხოლოდ გამოცდილი ექიმის მიერ და ასეთი პაციენტების მქონე სპეციალურ ცენტრებში.
გულმკერდის რენტგენი ჩვენებაა თუ გასინჯვისას არის გულმკერდის სიმპტომები ან ნიშნები (მაგ. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს დიაფრაგმულ გაღიზიანებაზე ან პლევრული გამონაჟონის ნიშნები).[20]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას
