ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკ-ფაქტორებია: მჭიდროდ დასახლებულ პირობებში ცხოვრება, ექსპოზიცია უახლოეს წარსულში, სიგარეტის მოწევა, ასაკი <30.
პერსისტენტული ხველა
შესაძლოა მიუთითებდეს M pneumoniae-ს ინფექციაზე. ხშირად არ გაივლის გარკვეული დროის მიუხედავად.
მშრალი ხველა
შესაძლოა მიუთითებდეს M pneumoniae-ს ინფექციაზე.
გახანგრძლივებული სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენიდან ექიმთან მისვლამდე დროის გახანგრძლივება შესაძლოა მიუთითებდეს Mycoplasma pneumoniae-ს ინფექციაზე.
ცხელება
შესაძლოა მიუთითებდეს M pneumoniae-ს ინფექციაზე. ყველაზე ხშირად გვხვდება სუბფებრილური ცხელება.
შემთხვევით გამოვლენილი ხმიანობები ფიზიკური გამოკვლევის დროს
შეიძლება იყოს მსუბუქი ან არ ისინჯებოდეს. უხეში ხიხინი გვიან ფაზაში გარდაიქმნება ნაზ ხიხინად (დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ).
ექსპოზიცია რესპირატორული ტრაქტის ინფექციის მქონე ადამიანზე
მრავალ შემთხვევაში პაციენტი იხსენებს ბოლო რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში ახლო კონტაქტს ადამიანთან, რომელსაც რესპირატორული სიმპტომები ჰქონდა.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ყელის ჩართულობა
Mycoplasma pneumoniae-ის წარმდგენი სიმპტომები შეიძლება იყოს ფარინგიტი და ხრინწიანობა.
გამონაყარი
10-20% შემთხვევებში შეიძლება თან ახლდეს Mycoplasma pneumoniae-ს ინფექციას.
იშვიათი
თავის ტკივილი
შესაძლოა გამოვლინდეს Mycoplasma pneumoniae-ს ინფექციით.
ბულოზური მირინგიტი (დაფის აპკის ანთება)
იშვიათი ნიშანია (5%), რომელიც მიუთითებს Mycoplasma pneumoniae-ს ინფექციაზე.
ჰეპატიტი
პნევმონიასთან ერთად ჰეპატიტის არსებობა შესაძლო მიუთითებდეს Mycoplasma pneumoniae-ზე.
რისკფაქტორები
ძლიერი
მჭიდროდ დასახლებული პირობები
Mycoplasma pneumoniae-თან ექსპოზიციამ მჭიდროდ დასახლებულ პირობებში, როგორიცაა სკოლები, უნივერსიტეტები, სამხედრო სასწავლო ბანაკები, ხანდაზმულთა სახლები ან თუნდაც საავადმყოფოები, შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიის გავრცელება.[4] აეროზოლის გზით გადადება შესაძლებელია ერთმანეთთან ახლოს მყოფ ადამიანებს შორის.[4][17]
ექსპოზიცია ახლო წარსულში
რესპირატორული ინფექციის მქონე პირთან ექსპოზიცია.
თამბაქოს მოხმარება
ასაკი < 30 წელზე
ბავშვები და მოზარდები, როგორც ჩანს, ყველაზე მგრძნობიარე პოპულაციაა Mycoplasma pneumoniae-ს ინფექციის მიმართ.[26]
სუსტი
იმუნოსუპრესია
იმუნოსუპრესიულ პაციენტებში უფრო მძიმე და ინვაზიური დაავადება აღინიშნება.[4]
Mycoplasma pneumoniae-ს გარდა სხვა მიკოპლაზმური მიკროორგანიზმები გამოყოფილია ინვაზიური დაავადების დროს აივ ინფიცირებულებსა და სხვა იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში.
ჰიპოგამაგლობულინემია ასევე ასოცირდება M pneumoniae-ს გამო რესპირატორული და სახსრების ინფექციების გაზრდილ რისკთან.[4]
ასპლენია
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტებში, რომელთაც ფუნქციური ასპლენია აქვთ, უფრო ხშირია მძიმე ფორმის დაავადება.[27]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას