ეპიდემიოლოგია

Mycoplasma pneumoniae იწვევს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის შემთხვევათა 20%-ს და ასევე აღწერილია რამდენიმე ჰოსპიტალური ეპიდემიის დროს. რესპირატორული ინფექცია ვლინდება ძირითადად ბავშვებსა და ახალგაზრდებში და ხშირად აღინიშნება მჭიდროდ დასახლებულ პირობებში, როგორიცაა სკოლები, უნივერსიტეტები, ხანდაზმულთა საცხოვრებლები და სამხედრო ბაზები.[3][4] ანგარიშების მიხედვით, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში ჩვილები მთავარი ინფიცირებული ჯგუფია.[5][6]

M pneumoniae-ს ეპიდემიები ჩვეულებრივ ვითარდება 3-5 წლიანი ინტერვალით და ითვლება პოლიკლონურად.[7][8][9] ზოგიერთ ქვეყანაში ინციდენტობა შედარებით იზრდება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე.[5][7][10][11] ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა კორელაცია ჩრდილოეთ და სამხრეთ ქვეყნებში ეპიდემიების განვითარების დროებს შორის.[9] მწირი ინფორმაცია არსებობს M pneumoniae-ის ზუსტი პრევალენტობის შესახებ რესპირატორულ ინფექციებში, თუმცა ითვლება, რომ ამ ტიპის ინფექცია ხშირია.[3][12] აღნიშნული პათოგენის მტარებლობა აღწერილია და შეიძლება უფრო ხშირი იყოს პედიატრიულ პოპულაციაში.[1][13] გასათვალისწინებელია ქვეყნის მასშტაბის ეპიდემიის პირობებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობის ზრდა ( M pneumoniae-ის მძიმე ინფექციის გამო).[14]

სხვა პათოგენური ბაქტერიების მსგავსად, ანტიბიოტიკების რეზისტენტობის გლობალური ზრდა დაფიქსირდა Mycoplasma-შიც. მაკროლიდის მიმართ რეზისტენტული M pneumoniae-ს შემთხვევები დაფიქსირდა წყნარი ოკეანის დასავლეთით (53.4%), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში(9.8%), ამერიკასა (8.4%) და ევროპაში (5.1%).[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას