დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
საწყისი ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.
კვლევები
COVID-19-ის ანტიგენის ტესტი რეალურ დროში უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია მძიმე მწვავე რესპრიაციული სინდრომის კორონავირუსი 2-ის (SARS-CoV-2) რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
ტიპური ბაქტერიული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
პნევმოკოკურ პნევმონიაზე მიუთითებს მწვავედ გამოვლენილი შეციება, რასაც მოსდევს ცხელება და პლევრული ტკივილი გულმკერდის არეში.
კვლევები
ნახველის კულტურები და სისხლის კულტურები შესაძლოა დადებითი იყოს Streptococcus pneumoniae-ზე ან სხვა ბატერიულ პათოგენებზე.
ვირუსული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ანტიბიოტიკების უეფექტობა
კვლევები
დადებითი ნაზოფარინგული ვირუსული დიაგნოსტიკა; შედარებითი ლიმფოციტოზი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრისას.
ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში იმუნოსუპრესია ან დაავადების გახანგრძლივებული მიმდინარეობა, რომელიც არ პასუხობს ანტიბაქტერიულ მკურნალობაზე.
კვლევები
ნახველის კულტურა და მჟავაგამძლე ბაცილა შეღებვაზე დადებითია; რენტგენოგრაფიით ვლინდება ღრუ.
პნევმოცისტური პნევმონია (Pneumocystis jiroveci)
ნიშნები / სიმპტომები
აივ ინფექციის ანამნეზი ან აივ ინფექციის რისკ-ფაქტორები.
კვლევები
ნახველის ან ბრონქოალვეოლური ლავაჟი სპეციფიკური შეღებვის შედეგად დადებითი იქნება Pneumocystis jirovecii-ზე.
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
ცხელების არარსებობა და/ან ანტიმიკრობულ თერაპიაზე პასუხის არარსებობა.
კვლევები
CT ფილტვის ანგიოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს ფილტვის ემბოლია.
ფილტვის ინჰალაციით გამოწვეული/პროფესიული დაზიანება
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ვლინდება ქიმიურ ნივთიერებებზე ექსპოზიცია ან სამუშაოზე სპეციალური პირობები.
კვლევები
უარყოფითი კულტურა; დიფუზური სურათი გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას