მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

სიმპტომური ამებიაზი

Back
1-ლი რიგის – 

ნიტროიმიდაზოლი

მკურნალობა უნდა დაიწყოს დიაგნოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ანალიზებისთვის ნიმუშების აღებისთანავე, რადგან ამებიაზი პოტენციურად ლეტალური დაავადებაა.[1][5]

ნიტროიმიდაზოლებს ქსოვილებში პენეტრაციის მაღალი უნარი აქვთ და ეფექტურია როგორც სანათურის, ასევე ინვაზიური ინფექციების დროს.

ნიტრომიდაზოლით მკურნალობის შემდეგ ინიშნება სანათურში მოქმედი პრეპარატები ნაწლავის კოლონიზაციის ასალაგებლად.[31][32]

ამ მედიკამენტების უმეტესობას ახასიათებს მცირე გვერდითი ეფექტები, ხოლო თავად ინფექცია პოტენციურად ფატალურია.

პირველადი პარამეტრები

მეტრონიდაზოლი: ბავშვებში: 35-50 მგ/კგ/დღეში პერორულად, 3 დაყოფილი დოზით, 7-10 დღის განმავლობაში; ზრდასრულებში: 500-750 მგ პერორულად დღეში სამჯერ, 7-10 დღის განმავლობაში

ან

ტინიდაზოლი: ბავშვებში: 50 მგ/კგ/დღეში პერორულად, დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში (ან 5 დღის განმავლობაში, თუ სახეზეა ღვიძლის აბსცესი), მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში; ზრდასრულებში: 2000 მგ პერორულად დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში (ან 5 დღის განმავლობაში, თუ სახეზეა ღვიძლის აბსცესი)

Back
პლიუს – 

ლუმინალური აგენტი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სანათურში მოქმედი პრეპარატები ინიშნება ნიტროიმიდაზოლით მწვავე თერაპიის დასრულების შემდეგ, ნაწლავური ინფექციის ასალაგებლად და შესაბამისად ინფექციის რეციდივის რისკის შესამცირებლად.[32]

პირველადი პარამეტრები

პარამომიცინი: ბავშვებში და ზრდასრულებში: 25-35 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 3 გაყოფილი დოზით, 5-10 დღის განმავლობაში

ან

დილოქსანიდ ფუროატი: ბავშვებში: 20 მგ/კგ/დღეში პერორულად, 3 დაყოფილი დოზით, 10 დღის განმავლობაში; ზრდასრულებში: 500 მგ პერორულად დღეში სამჯერ, 10 დღის განმავლობაში

Back
განიხილე – 

ასპირაცის

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ამებური აბსცესის კანიდან ასპირაცია ხშირად არ არის საჭირო, მაგრამ ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც არ რეაგირებენ ნიტროიმიდაზოლით მკურნალობაზე 5-7 დღის შემდეგ, ან  დიდი ზომის (>5 სმ დიამეტრის) ან მარცხენა წილის კერების დროს. დიდი აბსცესის შემთხვევაში ტკივილის აღმოსაფხვრელად შეიძლება გამოვიყენოთ აბსცესის დრენირება, მეტრონიდაზოლით ან ტინიდაზოლით მკურნალობის პარალელურად.[1][2][5][9]​​​[35][36]

ასიმპტომური ამებიაზი

Back
1-ლი რიგის – 

სანათურში მოქმედი პრეპარატები

ასიმპტომური პაციენტები საჭიროებენ მკურნალობას მომავალში ინვაზიური დაავადების განვითარების რისკის გამო.[1][5] ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ სანათურში მოქმედი პრეპარატებით ტარდება.[34]

პირველადი პარამეტრები

პარამომიცინი: ბავშვებში და ზრდასრულებში: 25-35 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 3 გაყოფილი დოზით, 5-10 დღის განმავლობაში

ან

დილოქსანიდ ფუროატი: ბავშვებში: 20 მგ/კგ/დღეში პერორულად, 3 დაყოფილი დოზით, 10 დღის განმავლობაში; ზრდასრულებში: 500 მგ პერორულად დღეში სამჯერ, 10 დღის განმავლობაში

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას