მიდგომა

Entamoeba histolytica-ს ყველა ინფექცია მკურნალობას საჭიროებს.[1][5]​ მკურნალობა უნდა დაიწყოს დიაგნოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ანალიზებისთვის ნიმუშების აღებისთანავე, რადგან ამებიაზი პოტენციურად ფატალური დაავადებაა.

სიმპტომურ პაციენტებს დასაწყისში ენიშნებათ ნიტროიმიდაზოლი (მეტრონიდაზოლის ან ტინიდაზოლის სახით). ნიტროიმიდაზოლებს ქსოვილებში პენეტრაციის მაღალი უნარი აქვთ და ეფექტურია როგორც სანათურის, ასევე ინვაზიური ინფექციების დროს. ანტიამებური მედიკამენტების ამ კლასის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევები ცნობილი არ არის. ამის შემდეგ ინიშნება სანათურში მოქმედი პრეპარატი (როგორიცაა პარომომიცინი ან დილოქსანიდი) ნაწლავის კოლონიზაციის აღმოსაფხვრელად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად.[1][5][9]​​[31][32][33]​​​​ ამ მედიკამენტების უმეტესობას ახასიათებს მცირე გვერდითი ეფექტები, ხოლო თავად ინფექცია პოტენციურად ფატალურია.

ასიმპტომური პაციენტები ასევე საჭიროებენ მკურნალობას მომავალში ინვაზიური დაავადების განვითარების რისკის გამო.[1][5] ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ სანათურში მოქმედი პრეპარატებით ტარდება.[33][34]

ამებათი გამოწვეული ღვიძლის აბსცესები

აბსცესის კანიდან ასპირაცია იშვიათადაა საჭირო. ეს შეიძლება დასჭირდეთ პაციენტებს, რომლებიც 5-დან 7 დღემდე პერიოდში არ რეაგირებენ ნიტროიმიდაზოლით მკურნალობაზე ან აქვთ დიდი ზომის (>5 სმ დიამეტრის) ან მარცხენა წილის კერები. დიდი აბსცესის შემთხვევაში ტკივილის აღმოსაფხვრელად შეიძლება გამოვიყენოთ აბსცესის დრენირება, მეტრონიდაზოლით ან ტინიდაზოლით მკურნალობის პარალელურად.[1][2][5][9]​​[35][36]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას