პირველადი პრევენცია

პირველადი პროფილაქტიკა მიიღწევა წინასწარი ზომების მიღებით, რათა არ მოხდეს ფეკალიებით დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღება, განსაკუთრებით ენდემურ რეგიონებში, მაგ. ონკანის წყლისა და დაბინძურებული წყლით გარეცხილი საკვების მიღებისაგან თავის შეკავება.[1] ამებიაზის სქესობრივი გზით გადადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაცია უსაფრთხო სექსის შესახებ.[11]

მეორეული პრევენცია

არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ამებიაზი შეიძლება გადაეცემოდეს ჩვეულებრივი კონტაქტით (ხშირია განვითარებად ქვეყნებში, თუმცა უკიდურესად იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში), ამიტომ გონივრულია, პაციენტის ყველა ოჯახურ კონტაქტს ჩაუტარდეს ამებიაზის სკრინინგი განავლის მიკროსკოპიით და შემდეგ დამადასტურებული პჯრ კვლევით, ან პირდაპირ განავლის პჯრ კვლევით.[1][5][23]

ინფექციის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად პაციენტს უნდა ვურჩიოთ, რეგულარულად დაიბანოს ხელები და არ გამოიყენოს საზიარო პირსახოცი. დიარეის მქონე პაციენტი არ უნდა დაბრუნდეს სამსახურში/სხვა გარემოში დიარეის ალაგებიდან 48 საათზე ადრე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, E histolytica ინფექციის საწინააღმდეგოდ სხვა საკარანტინო ზომების მიღება საჭირო არ არის.[23]

ენდემურ რეგიონებში რეინფიცირება მარტივია. ამებიაზის სქესობრივი გზით გადადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაცია უსაფრთხო სექსის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ რეციდივი.[11]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას