ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მთავარი რისკ ფაქტორები მოიცავს ენდემურ რეგიონებში ექსპოზიციას, ინსტიტუციონალიზაციას, მამაკაცის სექსს მამაკაცთან და მამრობით სქესს.
დიარეა
მომართვისას პაციენტს შეიძლება 1 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდეს დიარეა.[1][25] Entamoeba histolytica-თი გამოწვეული დიარეა ჩვეულებრივ არ შეიცავს სისხლს ან ლორწოს და შესაბამისად განურჩევადია მრავალი სხვა ენტეროპათოგენით გამოწვეული დიარეისგან.
მომართვისას დიარეა ღვიძლის აბსცესის მქონე პაციენტების 50%-ზე ნაკლებს ექნება, თუმცა ხშირია დიარეის ან დიზენტერიის ანამნეზი.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
მუცლის გენერალიზებული ტკივილი
ვლინდება ამებიაზის მქონე ზოგიერთ პაციენტში.
წონაში კლება
პაციენტების დაახლოებით ნახევარს აღენიშნება წონაში კლება, რაც დაავადების ქვემწვავე ბუნებითაა განპირობებული.[1]
ხველა
ხშირია ღვიძლის აბსცესის მქონე პაციენტებში. გამოწვეულია დიაფრაგმული ნერვის გაღიზიანებით და/ან პლევრული გამონაჟონით.[1]
იშვიათი
ცხელება
იშვიათია ნაწლავური ინფექციების, მაგრამ ხშირია ექსტრაინტესტინური ინფექციების დროს, როგორიცაა ღვიძლის და თავის ტვინის აბსცესი.[1]
შეცვლილი მენტალური სტატუსი ან კიდურების სისუსტე
ქოშინი
ღვიძლის აბსცესის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაჟონი პლევრის ან პერიკარდიუმის ღრუში.
დეფანსი და მუცლის უკუცემითი ტკივილი
სახეზეა მწვავე ნეკროზული კოლიტის, ტოქსიკური მეგაკოლონის ან ამებიაზით გამოწვეული პერიტონიტის დროს.[1]
მარჯვენა ფილტვში დაქვეითებულია ჰაერის ნაკადი და პერკუსიული ხმიანობა
თუ სახეზეა პლევრული გამონაჟონი.
რისკფაქტორები
ძლიერი
ექსპოზიცია ენდემურ რეგიონებში
შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინსტიტუციონალიზაცია
მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან
ორალურ-ანალური სქესობრივი კონტაქტი
ამებიაზის სქესობრივი გზით გადაცემის ძირითად რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ორალურ-ანალური სქესობრივი კონტაქტი.[3][11][17]E histolytica-ს შტამების კლასტერიზაცია აღმოჩენილ იქნა ორალურ-ანალური სქესობრივი კონტაქტის გამო.[16]
მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან მრავალი სქესობრივი პარტნიორის მქონე პირები, მათ შორის კომერციული სექს მუშაკები.[13][16]
სუსტი
აივ ინფექცია, გადატანილი ან მიმდინარე სიფილისის ინფექცია
სქესობრივი გზით გადაცემული ამებიაზის მომატებული გავრცელება ასევე დაკავშირებულია თამხლებ აივ ინფექციასთან და სიფილისის ანამნეზთან ან დადებით სეროლოგიურ ანალიზთან. ამ კავშირების მიზეზები ცხადი არ არის, მაგრამ ისინი სხვა ინფექციების რისკ-ფაქტორების მსგავსია.[10][13][14][15] ამ კავშირების სიმძლავრე ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ფაქტორებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას