მიდგომა
ამებიაზზე ეჭვის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს დამადასტურებელი დიაგნოსტიკური ტესტები. დიაგნოსტიკური საშუალებები მოიცავს: განავალში ანტიგენის გამოვლენა, განავლის (ან აბსცესის ასპირატის, ნაწლავგარე დაავადების შემთხვევაში) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ტესტირებას, განავლის მიკროსკოპიას, სეროლოგიას და კოლონოსკოპიას ჰისტოლოგიური გამოკვლევით.
კლინიკური შეფასება
ამებიაზი უნდა გამოირიცხოს ყვველა პაციენტში, რომელსაც აქვს დიარეა ან ღვიძლის აბსცესი, ან ბოლო 12 თვის მანძილზე ცხოვრობდა ან მოგზაურობდა ენდემურ რეგიონებში. ინფიცირების რისკის მქონე კიდევ ერთი პოპულაციაა ინსტიტუციონალიზებული პირები, მამაკაცები, რომელთაც მამაკაცებთან აქვთ სექსი, კომერციული სექს მუშაკები და მათი სქესობრივი კონტაქტები.[13]
გამოვლენა ხშირ შემთხვევაში ქვემწვავეა; პაციენტების უმეტესობას დაავადება თანდათან ეწყება, ინფექციიდან დღეების ან კვირების შემდეგ.[9]ინფექციის ძირითადი სიმპტომებია დიარეა, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, და მუცლის ტკივილი. Entamoeba histolytica-თი გამოწვეული ფაღარათი ჩვეულებრივ არ შეიცავს სისხლს ან ლორწოს და შესაბამისად განურჩევადია მრავალი სხვა ენტეროპათოგენით გამოწვეული ფაღარათისგან. თუმცა, პაციენტმა შეიძლება შენიშნოს სისხლი განავალში. პაციენტების დაახლოებით 50% წონაში იკლებს.[1] 20-დან 40 წლის მამაკაცში ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მეოთხედში, თანმხლები დიარეით ან მის გარეშე, შეიძლება ღვიძლის ამებურ აბსცესზე მიუთითებდეს.[1][2][3][4][5] თავის ტვინის აბსცესის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება. ამებიაზის შესაძლო, თუმცა იშვიათი გამოვლინებაა მწვავე ამებური აპენდიციტი; ამებური აპენდიციტი სხვა წარმოშობის აპენდიციტთან შედარებით უფრო ხშირად რთულდება.[8]
გასინჯვა
ცხელება იშვიათია ნაწლავური ინფექციის დროს, მაგრამ ხშირია ღვიძლის ინფექციის შემთხვევაში. ღვიძლის ინფექციის დროს შეიძლება სახეზე იყოს სიყვითლე, მომატებული მგრძნობელობა მუცლის მარჯვენა ზედა მეოთხედში და ჰეპატომეგალია. ღვიძლის აბსცესი შეიძლება გავრცელდეს პლევრის ან პერიკარდიუმის ღრუში (იშვიათად), რასაც შედეგად მოჰყვება პლევრული ან პერიკარდიუმის ეფუზიის ნიშნები. ელენთის აბსცესი ამებიაზის იშვიათი გამოვლინებაა. თავის ტვინის აბსცესის დროს შეიძლება სახეზე იყოს ნევროლოგიური პათოლოგიები, როგორიცაა კიდურების სისუსტე.
ლაბორატორიიული კვლევები
ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური ტესტებიდან, ანტიგენის ტესტირებას და პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (პჯრ) შეუძლია განასხვავოს E histolytica და არაპათოგენური E dispar. პჯრ-ს აქვს ყველაზე მაღალი მგრძნობელობა და არის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდი; თუმცა, პროტოკოლები (დნმ-ის მოპოვება და პრაიმერი-პრობის ნაკრები) არ არის დამტკიცებული და მხოლოდ გარკვეულ დაწესებულებებს შეუძლიათ სანდო შედეგების მოწოდება. ასევე, მრავალ ენდემურ რეგიონში ანალიზის ფასი მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. ნაწლავური ამებიაზის ლაბორატორიული დიაგნოზი მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ ანტიგენის ან კვერცხების ან პარაზიტის განავალში დეტექციაზეა დამოკიდებული.[22]
მიკროსკოპული კვლევა
განავლის მიკროსკოპია გულისცმობს ცისტებისა და ტროფოზოიტების გამოვლენას განავალში, მსხვილი ნაწლავის ანაფხეკში, ასპირატებში და ქსოვილის ნიმუშებში.[23] არ არის სპეციფიკური ამებიაზის დიაგნოსტირებისთვის, რადგან E histolytica ცისტები და ტროფოზოიტები განურჩეველია E dispar, E moshkovskii, და E bangladeshi ვარიანტებისგან. წარსულში, E dispar და E moshkovskii ითვლებოდა არაპათოგენურად, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება, რომ E moshkovskii შეიძლება იყოს დაავადების გამომწვევი; E bangladeshi ახლახანს აღმოაჩინეს, ამიტომ მისი პათოგენური პოტენციალი ჯერ არ არის ცნობილი.[9] მიუხედავად არაოპტიმალური სპეციფიკურობისა, განავლის მიკროსკოპია კვერცხების, ცისტების და პრაზიტების აღმოსაჩენად, უპირატესი მეთოდია მისი ხელმისაწვდომობის გამო, და ასევე შეუძლია გამოავლინოს სხვა ინფექციური აგენტები. ერითროფაგოციტური ტროფოზოიტების არსებობა მაღალი ალბათობით მიუთითებს E histolytica-ს ინფექციაზე. გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინებით რეკომენდებულია, რომ თუ განავლის ნიმუში დადებითია ენტამებას რომელიმე შტამზე, იგი გაგზავნილი უნდა იყოს პჯრ ტესტირებაზე დასადასტურებლად.[23]
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
როცა ხელმისაწვდომია, პჯრ არჩევის მეთოდია E histolytica-ს დიაგნოსტირებისთვის.[9][23] პჯრ და რეალურ დროში ჩატარებული რაოდენობრივი პჯრ კეთდება განავალზე და მაღალსენსიტიურ და სპეციფიკურ მეთოდს წარმოადგენს E histolytica-ს დიაგნოსტირებისთვის.[24] რაოდენობრივი პჯრ (qPCR) რეალურ დროში უფრო მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა, ვიდრე ტრადიციული პჯრ (PCR).[24] თუ განავლის ნიმუში დადებითია E histolytica/dispar-ზე, აუცილებელია მისი გაგზავნა დასადასტურებლად პჯრ ტესტირებაზე.[23]
ეტიოლოგიის დასადგენად საჭიროა ღვიძლის აბსცესის ასპირაცია. აბსცესის ჩირქზე ჩატარებული PCR და qPCR ტესტები დაგვეხმარება იმის დადგენაში, წარმოადგენს თუ არა გამომწვევი აგენტი ამებას, ხოლო ჩირქის კულტურა დაადგენს, არის თუ არა ის პიოგენური.[1][2]
ანტიგენის კვლევა
პჯრ-ს ალტერნატივაა ანტიგენების გამოკვლევა განავლის ნიმუშებში. ანტიგენების ტესტები კარგადაა შესწავლილი და რამდენიმე უპირატესობა აქვს, როგორიცაა ტექნიკური სიმარტივე, შედარებით დაბალი ფასი და ანალიზის სისწრაფე.[23] ხელმისაწვდომია ტესტ-ნაკრებები: TechLab E histolytica II (ELISA), TechLab E. HISTOLYTICA QUIK CHEK, ან The Cellabs Entamoeba CELISA Path. ეს ტესტები მაღალსპეციფიკურია E histolytica-სთვის; სხვა ტესტებით შესაძლებელია E histolytica-E dispar-E moshkovskii სახეობების იდენტიფიცირება.[25]
შრატის ტესტი ანტისხეულებზე
თუ ეჭვია ამებიაზზე, განსაკუთრებით შესაძლო ღვიძლის აბსცესის დროს, ნაწლავის ინფექციის გარეშე (ამ დროს განავალში პარაზიტების გამოვლენის შანსი დაბალია), შეიძლება გამოგვადგეს შრატში E histolytica-ს ტესტირება, როგორც დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტი.[2][25] ანტისხეულების ტესტს დაახლოებით 90% მგრძნობელობა აქვს ღვიძლის ამებური აბსცესის დროს და 70% მგრძნობელობა აქვს ამებური კოლიტის დროს.[2] თუმცა, სეროლოგიური ტესტების დიდი პრობლემაა ის, რომ პაციენტს დადებითი ტესტი ექნება ამებიაზის ეპიზოდიდან წლების განმავლობაში. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლების დიდ ნაწილს (10%-35%) ამებაზე ანტისხეულები უფიქსირდება. შესაბამისად, უარყოფითი სეროლოგია გამოსადეგია დაავადების გამოსარიცხად, მაგრამ დადებითი სეროლოგია ვერ განარჩევს მწვავე და წარსულში გადატანილ ინფექციებს.[2]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს ცისტა: განავლის ნიმუშის იოდით შეღებვააღებულია ჟურნალიდან Current Concepts (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica ცისტა: შეუღებავი (A), და იოდით შეღებილი (B) ფორმალინ-ეთერით განავლის ნიმუშის კონცენტრირების შემდეგ.ორიგინალი ფოტოები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, ტოკიო, იაპონია. [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს ტროფოზოიტები: განავლის ნიმუშის ტრიქრომული შეღებვააღებულია ჟურნალიდან Clinical Infectious Diseases (1999); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს ტროფოზოიტები ცრუ ფეხით (წითელი ისრით): შეუღებავი განავლის ნიმუში.ორიგინალი ფოტოები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული ცენტრიდან, ტოკიო, იაპონია. [Citation ends].
კოლონოსკოპია
შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ ეჭვი მაღალია, მაგრამ ანტიგენების ტესტები უარყოფითი.[2] ბიოფსიის ნიმუში წყლულის კიდიდან უნდა ავიღოთ. ჰისტოლოგიურ კვლევაზე შეიძლება გამოვლინდეს ტროფოზოიტები, თუმცა კოლონოსკოპიით აღებული ბიოპტატის გამოყენებით ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზის მგრძნობელობა დაბალია (45.5%).[26] კოლიტის მქონე პაციენტებში, ენდოციტოსკოპიამ შეიძლება მოგვცეს ნაწლავის ლორწოვანში ამების დანახვის საშუალება რეალურ დროში.[27] ამებიაზი ზოგჯერ შემთხვევით ვლინდება ქრონიკული დიარეის დეტალური გამოკვლევის დროს და ფარულ სისხლდენაზე განავლის დადებითი ანალიზის შემთხვევაში.[28][29][Figure caption and citation for the preceding image starts]: ნაწლავის ამებური გაწყლულოვნება: ნაწლავის მაკროპათოლოგიური წყლულები დიამეტრით საშუალოდ 1 მმ-დან 2 მმ-მდეაღებულია ჟურნალიდან New England Journal of Medicine (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
გამოსახულების მიღება
თუ არსებობს ეჭვი, რომ პროცესში ჩართულია ღვიძლი, თავდაპირველად უნდა გაკეთდეს ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. CXR და გულმკერდის/მუცლის კტ ნაჩვენებია, თუ კლინიკური მონაცემებით სავარაუდოა აბსცესიდან გამონაჟონის არსებობა.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ღვიძლის ამებური აბსცესის მქონე პაციენტის რენტგენოლოგიური კვლევა წინა-უკანა და გვერდით პროექციებში: სურათზე ჩანს დიაფრაგმის მარჯვენა ნაწილის ელევაცია და ატელექტაზი.აღებულია ჟურნალიდან New England Journal of Medicine (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებს უნდა გაუკეთდეთ კტ ან თავის ტვინის მრტ.[1][5]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს თავის ტვინის აბსცესიაღებულია ჟურნალიდან Transactions of the Royal Society of Tropical Medicine and Hygiene (2007); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას