კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
განავლის მიკროსკოპია
ტესტი
არ არის სხვა ტესტებივით მგრძნობაირე და სპეციფიკური, თუმცა კლინიკაში მაინც გამოიყენება ამებური ნაწლავური ინფექციის დასადასტურებლად.[1][2][3][4][5]
განავლის მიკროსკოპია გულისცმობს ცისტებისა და ტროფოზოიტების გამოვლენას განავალში, მსხვილი ნაწლავის ანაფხეკში, ასპირატებში და ქსოვილის ნიმუშებში.[23] არ არის სპეციფიკური ამებიაზის დიაგნოსტირებისთვის, რადგან E histolytica ცისტები და ტროფოზოიტები განურჩეველია E dispar, E moshkovskii, და E bangladeshi ვარიანტებისგან. მიუხედავად არაოპტიმალური სპეციფიკურობისა, განავლის მიკროსკოპია უპირატესი მეთოდია მისი ხელმისაწვდომობის გამო, და ასევე შეუძლია გამოავლინოს სხვა ინფექციური აგენტები. ერითროფაგოციტური ტროფოზოიტების არსებობა მაღალი ალბათობით მიუთითებს E histolytica-ს ინფექციაზე.
გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინებით რეკომენდებულია, რომ თუ განავლის ნიმუში დადებითია ენტამებას რომელიმე შტამზე, იგი გაგზავნილი უნდა იყოს პჯრ ტესტირებაზე დასადასტურებლად.[23]
შედეგი
ენტამებას იდენტიფიცირება განავალში
განავლის ან ღვიძლის აბსცესის ჩირქის PCR ან qPCR ტესტი E histolytica-ს დნმ-ზე
ტესტი
როცა ხელმისაწვდომია, პჯრ არჩევის მეთოდია E histolytica-ს დიაგნოსტირებისთვის.[9][23] თუმცა, პროტოკოლები (დნმ-ის მოპოვება და პრაიმერი-პრობის ნაკრები) არ არის დამტკიცებული და მხოლოდ გარკვეულ დაწესებულებებს შეუძლიათ სანდო შედეგების მოწოდება. ასევე, ანალიზის ფასის გამო ტესტი რუტინული არ არის ბევრ ენდემურ რეგიონში. ნაწლავური ამებიაზის ლაბორატორიული დიაგნოზი მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ ანტიგენის ან კვერცხების ან პარაზიტის განავალში დეტექციაზეა დამოკიდებული. პჯრ და რეალურ დროში ჩატარებული რაოდენობრივი პჯრ კეთდება განავალზე და მაღალსენსიტიურ და სპეციფიკურ მეთოდს წარმოადგენს E histolytica-ს დიაგნოსტირებისთვის.[24] რაოდენობრივი პჯრ (qPCR) რეალურ დროში უფრო მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა, ვიდრე ტრადიციული პჯრ (PCR).[24]თუ განავლის ნიმუში დადებითია E histolytica/dispar-ზე, აუცილებელია მისი გაგზავნა დასადასტურებლად პჯრ ტესტირებაზე.[23] ეტიოლოგიის დასადგენად საჭიროა ღვიძლის აბსცესის ასპირაცია. აბსცესის ჩირქზე ჩატარებული პჯრ და რაოდენობრივი პჯრ ტესტები დაგვეხმარება იმის დადგენაში, წარმოადგენს თუ არა გამომწვევი აგენტი ამებას, ხოლო ჩირქის კულტურა დაადგენს, არის თუ არა ის პიოგენური.[1][2]
შედეგი
ამებური დნმ-ის ექსტრაპოლაცია
განავლის ანალიზი ანტიგენზე
ტესტი
პჯრ-ს ალტერნატივაა ანტიგენების გამოკვლევა განავლის ნიმუშებში. ანტიგენების ტესტები კარგადაა შესწავლილი და რამდენიმე უპირატესობა აქვს, როგორიცაა ტექნიკური სიმარტივე, შედარებით დაბალი ფასი და ანალიზის სისწრაფე.[23]მხოლოდ Cellabs Entamoeba CELISA Path, TechLab Entamoeba histolytica II ან the TechLab Histological Quik Chek ტესტებით არის შესაძლებელი E histolytica-ს იდენტიფიცირება; ანტიგენის სხვა ტესტები გამოიყენება E histolytica-E dispar-E moshkovskii სახეობების კომპლექსის იდენტიფიცირებისთვის.[25]
შედეგი
დადებითია პარაზიტის ანტიგენზე
შრატის ტესტი ანტისხეულებზე
ტესტი
თუ ეჭვია ამებიაზზე, განსაკუთრებით შესაძლო ღვიძლის აბსცესის დროს, ნაწლავის ინფექციის გარეშე (ამ დროს განავალში პარაზიტების გამოვლენის შანსი დაბალია), შეიძლება გამოგვადგეს შრატში E histolytica-ს ტესტირება, როგორც დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტი.[2][25] ანტისხეულების ტესტს დაახლოებით 90% მგრძნობელობა აქვს ღვიძლის ამებური აბსცესის დროს და 70% მგრძნობელობა აქვს ამებური კოლიტის დროს.[2] თუმცა, სეროლოგიური ტესტების დიდი პრობლემაა ის, რომ პაციენტს დადებითი ტესტი ექნება ამებიაზის ეპიზოდიდან წლების განმავლობაში. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლების დიდ ნაწილს (10%-35%) ამებაზე ანტისხეულები უფიქსირდება. შესაბამისად, უარყოფითი სეროლოგია გამოსადეგია დაავადების გამოსარიცხად, მაგრამ დადებითი სეროლოგია ვერ განარჩევს მწვავე და წარსულში გადატანილ ინფექციებს.[2]
შედეგი
დადებითია ამების საწინააღმდეგო ანტისხეულებზე
გასათვალისწინებელი კვლევები
კოლონოსკოპია
ტესტი
შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ ეჭვი მაღალია, მაგრამ ანტიგენების ტესტები უარყოფითი.[2] ბიოფსიის ნიმუში წყლულის კიდიდან უნდა ავიღოთ. ჰისტოლოგიურ კვლევაზე შეიძლება გამოვლინდეს ტროფოზოიტები, თუმცა კოლონოსკოპიით აღებული ბიოპტატის გამოყენებით ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზის მგრძნობელობა დაბალია (45.5%).[26] კოლიტის მქონე პაციენტებში, ენდოციტოსკოპიამ შეიძლება მოგვცეს ნაწლავის ლორწოვანში ამების დანახვის საშუალება რეალურ დროში.[27][Figure caption and citation for the preceding image starts]: ნაწლავის ამებური გაწყლულოვნება: ნაწლავის მაკროპათოლოგიური წყლულები დიამეტრით საშუალოდ 1 მმ-დან 2 მმ-მდეაღებულია ჟურნალიდან New England Journal of Medicine (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
შედეგი
მარცვლოვანი, ფხვიერი და დიფუზურად დაწყლულებული ლორწოვანი გარსი
ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
გულმკერდის რენტგენზე
ტესტი
კეთდება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ნიშნები მიუთითებს გამონაჟონზე ან ღვიძლის აბსცესზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ღვიძლის ამებური აბსცესის მქონე პაციენტის რენტგენოლოგიური კვლევა წინა-უკანა და გვერდით პროექციებში: სურათზე ჩანს დიაფრაგმის მარჯვენა ნაწილის ელევაცია და ატელექტაზი.აღებულია ჟურნალიდან New England Journal of Medicine (2003); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
შედეგი
დიაფრაგმის მარჯვენა მხარის ელევაცია ან მარჯვენამხრივი პლევრული გამონაჟონი
ღვიძლის/გულმკერდის/თავის კტ
ტესტი
შეუძლებელია პიოგენური აბსცესისგან გარჩევა.[2][Figure caption and citation for the preceding image starts]: Entamoeba histolytica-ს თავის ტვინის აბსცესიაღებულია ჟურნალიდან Transactions of the Royal Society of Tropical Medicine and Hygiene (2007); გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
შედეგი
მომრგვალო, მკაფიო, დაბალი ატენუაციის კერა; საზღვრების გამოსახულება ძლიერდება კონტრასტის ხარჯზე; პლევრული გამონაჟონი
თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
ინიშნება ნევროლოგიური სიმპტომების არსებობისას.
შედეგი
მოცულობითი წარმონაქმნ(ებ)ი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას