განხილვები პაციენტთან
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ ტკივილგამაყუჩებელი და სიმპტომების შესამსუბუქებელი პრეპარატების უმეტესობა, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება შეიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (NSAIDs) და შეიძლება გამოიწვიოს კოლიტის პროვოცირება ან დამძიმება. სადაც არასპეციფიკური ტკივილის შემსუბუქებაა საჭირო, პარაცეტამოლი ან ოპიოიდი, რომელიც ნაკლებ გავლენას ახდენს მოტორიკაზე (მაგ., ტრამადოლი) შეიძლება დაეხმაროს.
ორსულობის დაგეგმვისას, პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ ჩასახვა მოხდეს რემისიის დროს და ასევე მათ უნდა განაგრძონ დამხმარე თერაპია, თუ არ იღებენ ორსულობის დროს უკუნაჩვენებ პრეპარატებს, როგორებიცაა ციკლოსპორინი და მეთოტრექსატი. ჩასახვამდე, პაციენტები კარგად უნდა იკვებებოდნენ და უნდა იღებდნენ ფოლიუმის მჟავას შემცველ დანამატებს.
წყლულოვანი კოლიტის ეტიოლოგიაში ან პათოგენეზში დიეტური კომპონენტების მნიშვნელობის შესახებ მტკიცებულებები ცოტაა. თუმცა, პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ მალნუტრიცია და განიცდიან მის უარყოფით ზემოქმედებას.
პაციენტებს უნდა შესთავაზონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლება ინფორმაციის და უნდა დაეხმარონ ინფორმაციის ინტერპრეტაციაში, თუ ამის საჭიროება არსებობს.[42] ქვემოთ მოცემულია წვდომა როგორც ზოგად, ასევე უფრო დეტალურ ინფორმაციაზე:
CCFA: კრონის და კოლიტის ამერიკის ფონდი CCFA: The Crohn's and Colitis Foundation of America Opens in new window
დიაბეტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის და თირკმლის დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი National Institute of Diabetes and Digestive and Kidney Diseases: ulcerative colitis Opens in new window
ამერიკის გასტროენტეროლოგიური საზოგადოება (AGA) პაციენტების ცენტრი American Gastroenterological Association (AGA): GI patient center Opens in new window
დიდი ბრიტანეთის კრონის და კოლიტის ორგანიზაცია Crohn's and Colitis UK Opens in new window
ევროპის კრონის და კოლიტის ორგანიზაცია Crohn's and Colitis Australia Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას