დიფერენციული დიაგნოზები
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ნიშნები და სიმპტომები წააგავს წყლულოვან კოლიტს. კრონის დაავადება ხშირად აზიანებს პერიანალურ რეგიონს, სწორი ნაწლავი არ ზიანდება, აღინიშნება ფისტულების წარმოქმნის ტენდენცია.
კვლევები
ენდოსკოპია და ბიოფსია. წყლულოვანი კოლიტისგან განსხვავებით, რომელიც ლორწოვანი გარსის სიღრმეში ვრცელდება, ხასიათდება გრანულომატების არსებობით (დაახლოებით 35%-50% შემთხვევებში) და ჰისტოლოგიურად ეპითელური უჯრედების შედარებით ნაკლები განლევით. კრონის დაავადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, წვრილი ნაწლავის ჩათვლით, ამიტომ ხშირად კუჭ-ნაწლავის უფრო მოცულობითი გამოკვლევაა საჭირო დიაგნოსტიკური გაურკვევლობის შემთხვევაში.
არადიფერენცირებული კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
ნაწლავის ანთებითი დაავადებით დაავადებული პაციენტების 5%-23% შემთხვევაში, როდესაც დაავადება გავრცხელებულია მხოლოდ მსხვილნაწლავზე, კრონის დაავადების დიფერენცირება წყლულოვანი კოლიტისგან შეუძლებელია და სვამენ არადიფერენცირებული კოლიტის დიაგნოზს.[38]
არადიფერენცირებული კოლიტი შემდგომი დაკვირვების შედეგად უმეტესად რომელიმე განსაზღვრულ დიაგნოზამდე (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება) ყალიბდება.
კვლევები
ენდოსკოპია და ბიოფსია.
შეიძლება გამოსადეგი იყოს სეროლოგიური მარკერები.
რადიაციული კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს აქვთ ქიმიოთერაპიის ანამნეზი.
კვლევები
ენდოსკოპია და ბიოფსია; ჰისტოლოგიური ნიშნები ამყარებს ამ დიაგნოზს.
ინფექციური კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ბოლო დროს მოგზაურობა ან ექსპოზიცია.
როგორც წესი, თვითგანკურნებადია.
კვლევები
განავლის კულტურა / ბიოფსია.
დივერტიკულიტი
ნიშნები / სიმპტომები
ხანდაზმული ასაკი, სიცხე, გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა.
კვლევები
ლეიკოციტოზი, კომპიუტერული ტომოგრაფია.
კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება სახეზე იყოს კოლიტი, რომელიც განირჩევა დივერტიკულიტისგან.
სიგმოიდოსკოპია და ბარიუმის კვლევები უკუნაჩვენებია მწვავე დივერტიკულიტის შემთხვევაში პერფორაციის რისკის არსებობის გამო.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და შებერილობა დაკავშირებულია ნაწლავის ჩვევის ცვლილებებთან. მუცლის დისკომფორტი იხსნება დეფეკაციით.
კვლევები
პაციენტებს არ აქვთ რაიმე ცვლილებები ლაბორატორიულ ანალიზებში. ანთების მარკერების დონეც ნორმალურია.
ენდოსკოპია და ბიოფსია ნორმალურია
მეზენტერული იშემია / იშემიური კოლტი
ნიშნები / სიმპტომები
ხანდაზმული ასაკი, კარდიოვასკულური დაავადების ისტორია.
კვლევები
კტ კვლევა /ენდოსკოპია. ტიპიური მონაცემებია ნაწლავის სეგმენტურ მონაკვეთში კედლის გასქელება.
ენდოსკოპიური შედეგებია ფერმკრთალი ლორწოვანი გარსი, პეტექიური სისხლდენით. შეიძლება ჩანდეს მოცისფრო ჰემორაგიული კვანძები, რაც ლორწოვანი გარსის ქვეშ სისხლდენაზე მიანიშნებს, ეს შეესაბამება "ცერა თითის ანაბეჭდებს" რენტგენოგრაფიულად.
ვასკულიტი
ნიშნები / სიმპტომები
მუცლის ტკივილი, სისხლი განავალში. სისტემური სიმპტომები (ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, წონის კლება), ვასკულიტისთვის დამახასიათებელი გამონაყარი კანზე.
კვლევები
ბიოფსია ავლენს ვასკულიტის მახასიათებლებს (ლეიკოციტოკლასტური, ნეკროზირებადი).
კათეტერების ხანგრძლივად გამოყენება
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში გამოყენების ისტორია.
კვლევები
ენდოსკოპიით მსხვილი ნაწლავის მელანოზი.
ვენერიული ლიმფოგრანულომა
ნიშნები / სიმპტომები
უნდა განვიხილოთ მამაკაცებში, რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან.[39]
კვლევები
სასქესო სისტემის მდგომარეობის სრული გამოკვლევა და სპეციალური ტესტი Chlamydia trachomatis არსებობაზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას