კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ინფექციური პათოგენების შესწავლა განავალში

ტესტი
შედეგი
ტესტი

საჭიროა ინფექციური პათოგენების აქტიური ძიება, როგორც შესაძლო დაავადების პირველი გამოვლენისას, ასევე იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც აქვს უკვე დიაგნოსტიორებული წყლულოვანი კოლიტის გამწვავება (რამდენადაც ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები პათოგენური ორგანიზმებით ინფიცირების უფრო მაღალ რისკს ექვემდებარებიან).

ნაწლავის ახლადდიაგნოსტირებული ან მორეციდივე ანთებითი დაავადების შემთხვევების 5%-დან 47%-მდე ასოცირდება Clostridium difficile ინფექციასთან.[24]

საჭიროა განავლის გამოკვლევა, რაც მოიცავს კულტივირებას და C difficile A და B ტოქსინების იმუნოკვლევას, იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც დადასტურებული აქვბთ წყლულოვანი კოლიტის რეციდივი.[8][24][26]​​ სისხლის თეთრი უჯრედები შეიძლება იყოს კულტურა უარყოფით განავალში.

შედეგი

უარყოფითი კულტურა და Clostridium difficile ტოქსინები- A და B; გვხვდება სისხლის თეთრი უჯრედები

განავალში კალპროტექტინის შემცველობის

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია განავალში კალპროტექტინის განსაზღვრა.[8][26]​ ის მატულობს ნაწლავის ანთების დროს და კორელირებს ენდოსკოპიურად და ჰისტოლოგიურად გამოვლენილ დაავადების სიმძიმის ხარისხთან.

განავალში კალპროტექტინის ტესტირება სარგებლიანი კვლევაა, ისეთ დაავადებებთან დიფ-დიაგნოსტიკისათვის, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი/ნაწლავის ანთებითი დაავადება, ასევე ამ ტესტის მეშვეობით შესაძლებელია კოლონოსკოპიაზე უმიზეზოდ მიმართვიანობის შემცირება. იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ დადგენილი ნაწლავის ანთებითი დაავადება, ეს ტესტი გამოდგება ნაწლავის მიმდინარე ანთების შესაფასებლად.[26][27][28]

შედეგი

განავალში კალპროტექტინის მომატება

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადვილი, იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი. სისხლის საერთო ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი და ანემია.[26]​​

შედეგი

სხვადასხვა ხარისხის ანემია, ლეიკოციტოზი ან თრომბოციტოზი

სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი (მათ შორის ღვიძლის ფუნქციური სინჯები)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადვილი, იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი; ღვიძლის ტესტები უნდა ჩატარდეს 6-12 თვეში ერთხელ, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის მეთვალყურეობისთვის

შედეგი

ჰიპოკალიემიური მეტაბოლური აციდოზი; მომატებული ნატრიუმი და შარდოვანა; მომატებული ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, ასპარტატამინოტრანსფერაზა და ალანინამინოტრანსფერაზა; ჰიპოალბუმინემია

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადვილი, იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი შესაძლოა მომატებული იყოს ერითროციტების დალექვის სიჩქარე.[26]

შედეგი

სხვადასხვა ხარისხის მატება, თუმცა, >30მმ/სთ-ის შემთხვევაში სავარაუდოა ძლიერი გამწვავება

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადვილი, იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი მუდმივად მომატებული C რეაქტიული ცილა >45 მგ/ლ ძლიერი გამწვავების დროს და შემდგომი 3-დღიანი ინტრავენური ჰიდროკორტიზონის კურსის დროს, უჩვენებს, რომ თუ მკურნალობა არ შეიცვლება, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

შედეგი

სხვადასხვა ხარისხის მატება

მუცლის ღრუს უკონტრასტო რადიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადვილი, იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომია. ამ კვლევას ატარებენ მაშინ, როდესაც პირველადი გამოვლენა ან შემდგომი რეციდივი დაკავშირებულია მწვავე მუცლის ნიშნებთან და სიმპტომებთან.[26]

შედეგი

ილეუსის შედეგად დილატირებული მარყუჟები აირი-სითხის დონით; თავისუფალი აირი მიუთითებს პერფორაციაზე; ტოქსიკური მეგაკოლონის დროს განივი კოლინჯი დილატირებულია 6 მმ ან მეტით დიამეტრში

დრეკადი სიგმოიდოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

კოლონოსკოპიაზე იაფი; არ საჭიროებს სედაციას; შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევისას.

შედეგი

შედეგები იგივეა, რაც კოლონოსკოპიის დროს, მაგრამ შემოწმება შემოიფარგლება მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილით.

კოლონოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

კოლონოსკოპია ძვირია, საჭიროებს ნაწლავის სრულად მომზადებას და სედაციას, უნდა ჩატარდეს სპეციალურ განყოფილებაში (ენდოსკოპიის განყოფილებაში).

იმ შემთხვევაში, თუ სიგმოიდოსკოპიით ვლინდება პროქსიმალური ზონის დაინტერესებს, საჭიროა დაავადების გავრცელების შეფასება. ის ასევე ნაჩვენებია წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ იმ პაცენტებში, რომლებთანაც მკურნალობაზე დამყოლობა არ ვლინდება, ინფექციების (სახელდობრ, ციტომეგალოვირუსის და C difficile) გამოსარიცხად და ქირურგიული ჩარევის საჭიროების შესაფასებლად.[32]

შესაძლებელი უნდა იყოს თეძოს ნაწლავის ტერმინალური მონაკვეთის ინტუბაცია და ბიოფსია, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობის შემთხვევაში.

მას ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს კიბოს სკრინინგისთვის, ხანგრძლივი შემთხვევების დროს.

შედეგი

სწორი ნაწლავის ჩართულობა, სისხლძარღვოვანი მარკირების დაკარგვა, დიფუზური ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანობა, ფისტულები (იშვიათია), ნორმალური ტერმინალური ილეუმი (ან ზომიერი რეტროგრადული ილეიტი პანკოლიტის დროს)

ბიოფსიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბიოფსიის მასალის აღება უნდა მოხდეს ენდოსკოპიის დროს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლორწოვანი გარსი ინტაქტურია. ბიოფსიას არსებითი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზისთვის და დიფ. დიაგნოსტიკისთვის.[20]

საჭიროა სულ მცირე ორი საბიოფსიე სინჯის მიღება, სულ მცირე ხუთი არედან, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის და თეძოს ნაწლავის ტერმინალური სეგმენტის გაყოლებაზე.[29][30][31]

ნაწლავის ანთებითი დაავადება შეიძლება განვასხვავოთ მწვავე ინფექციური კოლიტისგან კრიპტების არქიტექტონიკის ცვლილებებით, როგორებიცაა კრიპტების დაყოფა, ან კრიპტების სიმეჩხერე; ამ მახასიათებლების განვითარებას სჭირდება რამდენიმე კვირა და, ნაკლებად სავარაუდოა მათი არსებობა ინფექციური კოლიტის დროს.

შედეგი

უწყვეტი დისტალური დაავადება, მუცინის დაშლა, ბაზალური პლაზმაციტოზი, ლორწოვანი გარსის დიფუზური ატროფია, გრანულომის არარსებობა და ანალური ნაწილის დაუზიანებლობა

გასათვალისწინებელი კვლევები

კომპიუტერული ტომოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

აუცილებელია პერორაული და ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება. არასასურველია თირკმლის მნიშვნელოვანი დისფუნქციის მქონე პაციენტების შემთხვევაში.

ინიშნება, როდესაც განიხილება გართულებები ან სხვა დიაგნოზები.

შედეგი

სანაღვლე გზების დილატაციის შემთხვევაში სავარაუდოა პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას