ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

პროგნოზი

ახალგამოვლენილი წინაგულების ციმციმის პროგნოზი არ არის კარგად შეფასებული სფერო. პროგნოზი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა მაპროვოცირებელი შემთხვევა, ფონური გულის სტატუსი, თრომბოემბოლიის რისკი, და როგორია წინაგულების ფიბრილაციის ბუნება: პაროქსიზმული, პერსისტენტული თუ პერმანენტული.[161] ისევე როგორც მისი როლი თრომბოემბოლიური რისკის პროგნოზირებაში, CHA2DS2-VASc ქულა ასევე სასარგებლოა წინაგულების ციმციმის რეციდივის პროგნოზირებისთვის ელექტრული ან ფარმაკოლოგიური კარდიოვერსიის შემდეგ, ქულა ≥2 დაკავშირებულია არითმიის რეციდივის რისკის 37%-ით ზრდასთან.[161] ახალგაზრდა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ გულის სტრუქტურული პათოლოგიები და ალკოჰოლის მოხმარების შედეგად აქვთ წინაგულების ახლადდაწყებული ფიბრილაციის ეპიზოდი, პროგნოზი შესანიშნავია ალკოჰოლის თავიდან არიდების შემთხვევაში. იმ პაციენტებშიც კი, რომლებისთვისაც ალკოჰოლი არ იყო AF-ის გამომწვევი მიზეზი, ალკოჰოლისგან თავის შეკავება ხელს შეუწყობს AF რეციდივის და იშემიური ინსულტის რისკის შემცირებას.[29][30][52][162] ამისგან განსხვავებით, მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზი ცუდია პაციენტებში, რომლებიც წარმოდგენილია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ახალგამოვლენილი წინაგულების ფიბრილაციით გულის უკმარისობასთან ერთად. უფრო მეტიც, მეტა-ანალიზმა აჩვენა რომ არსებობს სიკვდილობის გაზრდილი რისკი წინაგულების ფიბრილაციის არსებობისას მიოკარდიუმის ინფარქტის ჭრილში, რაც რჩება წინაგულების ფიბრილაციის დროის მიუხედავად.[163] პაციენტებს წინაგულების ადრეული ფიბრილაციით ან ახალგამოვლენილი წინაგულების ფიბრილაციით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ შესაძლოა დასჭირდეთ უფრო მჭიდრო მონიტორინგი. ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ წინაგულების ციმციმის არასახარბიელო გამოსავლის რისკფაქტორად გამოავლინა დაბალი სოციალურ -ეკონომიური სტატუსი.[164] ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე პაციენტებს აქვთ საუკეთესო გამოსავალი წინაგულების ციმციმის დროს, კვლევებით ვარაუდობენ, რომ წონის უკიდურესობა, დაბალი ან ჭარბი წონა, ასოცირდება AF-ის უარეს პროგნოზთან.[165]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას