ახალი ტიპის მკურნალობა
კოლხიცინი
წინაგულების ციმციმის პათოფიზიოლოგია და ანტიკოაგულაციის მქონე პაციენტებში ინსულტის რისკი დაკავშირებულია ანთებასთან, ამიტომ კვლევები განიხილავს მკურნალობას, რომლის სამიზნე იქნება ანთება, რათა შეამციროს ანთებისა და თრომბოზის მარკერები წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტებში.[17] რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემების მიხედვით სავარაუდოა, რომ კოლხიცინით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა არასასურველი შედეგები პაციენტებში, რომელთაც დადასტურებული აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე შესაძლოა პოტენციურად ეფექტური იყოს წინაგულების ციმციმის ადრეული რეციდივების თავიდან ასაცილებლად კათეტერის აბლაციის შემდეგ.[17] გულის ქირურგიის შემდგომი წინაგულების ციმციმის პოსტოპერაციული პროფილაქტიკის კონტექსტში, კოლხიცინის გამოყენების მხარდამჭერი მონაცემები არ აღმოჩნდა მტკიცე.[48]
XI ფაქტორის ინჰიბიტორები
XI ფაქტორი იდენტიფიცირებულია, როგორც პერსპექტიული სამიზნე უსაფრთხო ანტიკოაგულანტებისთვის, აქვს რა მნიშვნელოვანი აფინურობა თრომბოზულ მექანიზმებთან, მაგრამ შეზღუდული როლი ჰემოსტაზში.[17]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას