მტკიცებულება
ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.
BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები
მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით, მკურნალობის ჯგუფში გამოსავალი უკეთესია, ვიდრე შესადარებელ ჯგუფში.
პოპულაცია: მოზრდილები წინაგულების ფიბრილაციით მიჩნეული არიან ანტიკოაგულანტებით გრძელვადიანი მკურნალობისთვის ᵃ
ინტერვენცია: Xa ფაქტორის ინჰბიტორი(მაგ., აპიქაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი, ბეტრიქსაბანი)
შედარება: დოზა-დაკორექტირებული ვარფარინი
შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
---|---|---|
სისტემური ემბოლიური მოვლენები ინსულტის ჩათვლით (12 კვირიდან 2.8 წლამდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | მაღალია |
სისტემური ემბოლიური მოვლენები ინსულტის გამოკლებით (12 კვირიდან 2.8 წლამდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
ნებისმიერი ინსულტი (12 კვირიდან 2.8 წლამდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | მაღალია |
იშემიური ინსულტი (12 კვირიდან 2.8 წლამდე) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
დამაუძლურებელი ან ფატალური ინსულტი (შედეგის დრო გაურკვეველია)ᵇ | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
მიოკადიუმის ინფარქტი (შედეგის დრო გაურკვეველია) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
სისხლძარღვოვანი სიკვდილობა (შედეგის დრო გაურკვევლია) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
ყველა მიზეზით სიკვდილობა (12 კვირიდან 2.8 წლმდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | ზომიერი |
მასიური სისხლდენა ((12 კვირიდან 2.8 წლმდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას ᵈ | ზომიერი |
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა (12 კვირიდან 2.8 წლამდე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | მაღალია |
არა-მასიური კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა (12 კვირიდან 2.8 წლამდე) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
სიცოცხლის ხარისხი, მონაწილეთა კმაყოფილება | - | მიმომხილველებმა არ შეაფასეს ეს შედეგები |
გვერდითი მოვლენები სისხლდენის გარეშე | - | მონაცემები ძალიან მწირი იყო ანალიზისთვის |
შენიშვნა: Cochrane-ის მიმოხილვა, რომელიც ემყარება ამ Cochrane-ის კლინიკურ პასუხს (CCA) გვირჩევს სიფრთხილე გამოიჩინოთ Xa ფაქტორის ინჰიბიტორების წმინდა კლინიკური სარგებელის ინტერპრეტაციისას თრომბოემბოლიური მოვლენების ძალიან დაბალი რისკის მქონე ადამიანებისთვის, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით ან ჰემოდიალიზზე მყოფი ადამიანებისთვის, რადგან ზოგადად ისინი გამორიცხული იყვნენ საანალიზო კვლევებიდან. ᵃ CCA აღნიშნავს, რომ კვლევებში მონაწილეთა უმეტესობა იყო 65-დან 74 წლამდე ასაკის მამაკაცი, წინაგულების ფიბრილაციის უცნობი ხანგრძლივობით, რამაც გამოიწვია გარკვეული გაურკვევლობა ამ შედეგების განზოგადების შესახებ. ᵇ CCA ასევე აღნიშნავს, რომ ინვალიდობის გამომწვევი ინსულტის სხვადასვა განმარტებები გამოყენებულ იქნა კვლევებში, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ შედეგის ინტერპრეტაციაზე/რელევანტურობაზე. ᶜ იმ ადამიანების ქვეჯგუფის ანალიზმა, რომლებიც იღებდნენ იდრაპარინუქსს (ამჟამად განვითარებადი) გამოიწვია ამ ჯგუფში უფრო დიდი სისხლდენა, ინტრაკრანიალური სისხლდენა ან არასერიოზული კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ დოზა-მორგებულ ვარფარინს. თუმცა, Cochrane მიმოხილვა, რომელიც ემყარება ამ CCA-ს, აღნიშნავს, რომ შეტანილი მონაცემების უმეტესი ნაწილი იყო აპიქსაბანი (18,358 მონაწილე), ედოქსაბანი (22,922 მონაწილე) და რივაროქსაბანი (15,514 მონაწილე). ᵈ Cochrane-ის მიმოხილვა აქვეყნებს რეპორტს მაღალი ჰეტეროგენულობის შესახებ დიდი სისხლდენის დროს ფიქსირებული ეფექტების მოდელის გამოყენებისას; ამ მაღალი ჰეტეროგენურობის გამო ასევე ჩატარდა ანალიზი შემთხვევითი-ეფექტების მოდელის გამოყენებით, რომელიც არ აჩვენებდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას სამკურნალო ჯგუფებს შორის.
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
კოქრეინის კლინიკური პასუხები

კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.
- How do factor Xa inhibitors compare with warfarin for prevention of cerebral and systemic embolism in people with atrial fibrillation (AF)?
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას