ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

დიფერენციული დიაგნოზები

წინაგულოვანი თრთოლვა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლინიკური ანამნეზი და გასინჯვა შეიძლება არ იყოს გამოსადეგი წინაგულების ფიბრილაციისგან დიფერენცირებისთვის.

კვლევები

ეკგ აჩვენებს p კბილების არარსებობას, დამახასიათებელი თრთოლვის კბილების არსებობას, რომელსაც აქვს ტიპიური ხერხის მსგავსი შეხედულება ქვედა კიდურის განხრაში და რეგულარულად QRS კომპლექსები (ძირითადად 2:1, 3:1, 4:1) არათანაბარი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: წინაგულოვანი თრთოლვაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2b96c45d

ვოლფ-პარკინსონ-ვაითის სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძირითადად წარმოდგენილია ახალგაზრდა ასაკში (თინეიჯერები ან ადრეული 20იანები).

ხშირად ჩქარდება ვარჯიშით.

კვლევები

კლასიკურ ეკგ-ს აქვს დამოკლებული PR ინტერვალი და დელტა კბილი QRs კომპლექსზე, რომელიც შეიძლება გადაგვარდეს წინაგულების ფიბრილაციად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: წინაგულების ფიბრილაცია ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომითArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@39a8e879

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა სამკურნალო აბლაციის პროცედურის თვალსაზრისით მითითებულია ისეთი ეკგ ცვლილებების მქონე პაციენტებში, რაც მიუთითებს ვოლფ პარკინსონ უაიტის სინდრომზე და რომლებიც წარმოდგენილნი არიან წინაგულების ფიბრილაციითა და სწრაფი პარკუჭოვანი სიხშირით.

წინაგულოვანი ტაქიკარდია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლინიკური ანამნეზი და გასინჯვა შეიძლება არ იყოს გამოსადეგი წინაგულების ფიბრილაციისგან განსასხვავებლად. თუმცა, წინაგულოვანი ტაქიკარდია (კერძოდ, მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდია) უფრო გავრცელებული მძიმე ფორმის ფქოდ-ის მქონე პაციენტებში.

კვლევები

ეკგ აჩვენებს პათოლოგიურ P კბილებს. მულტიფოკალური წინაგულების ტაქიკარდიისას, არსებობს P კბილების სულ მცირე 3 განსხვავებული მორფოლოგია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდიაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@470fdd5b

პარკუჭოვანი/წინაგულოვანი ექტოპიური რითმი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლინიკური ანამნეზი და გასინჯვა შეიძლება არ იყოს გამოსადეგი წინაგულების ფიბრილაციისგან დიფერენცირებისთვის.

კვლევები

ეკგ გვიჩვენებს ნორმალურ სინუსურ რითმს, დამატებითი, შემთხვევით გამოვლენილი პარკუჭოვანი ან წინაგულოვანი ექტოპიური კომპლექსებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას