ახალ გამოვლენილი წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

მიდგომა

ახალგამოვლენილი წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება გულის ფრიალი, გულმკერდის არეში თრთოლვა, თავბრუსხვევა ან სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ინსულტი და ემბოლიზმის შემთხვევები. უნდა დადგინდეს პირველი ეპიზოდის დაწყება, მისი ხანგრძლივობა და გამომწვევი ფაქტორები. სიმპტომების არსებობა პირველ პრეზენტაციაზე გავლენას არ ახდენს გრძელვადიან პროგნოზზე, მაგრამ ზრდის AF გამოვლენის და სწორი დიაგნოზის დასმის ალბათობას.[79]

ანამნეზი და ფიზიკური გასინჯვა

პაციენტების უმრავლესობა წარმოდგენილია არითმიასთან დაკავშირებული სიმპტომებით, რომელთა უმეტესობა ხდება სწრაფი პარკუჭოვანი სიხშირის შედეგად. ძირითადი სიმპტომებია გულის ფრიალი, გულის აჩქარების შეგრძნება, თავბრუსხვევა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ფოკალური ნევროლოგიური დარღვევით, როგორიცაა ინსულტით განპირობებული ჰემიპლეგია ან დისფაზია.

უნდა შეფასდეს პულსი. დამახასიათებელია არარეგულარულად დარღვეული პულსი, ორივეში რითმსა და მოცულობაში. წინაგულების ციმციმის ფონური მიზეზის ნიშნები, როგორიცაა კისრის მიდამოს გადიდებული ვენები (საუღლე ვენური წნევა) და ფილტვის კრეპიტაცია გულის უკმარისობის ან ტრემორის დროს, ოფლიანობა და ჩიყვი ჰიპერთირეოზის დროს, საჭიროებს გამოკვლევას.

ელექტროკარდიოგრამა

ეკგ უნდა იყოს პირველი შეკვეთილი ტესტი. P კბილების არარსებობა, რომლებიც ჩანაცვლებულია არარეგულარული მთრთოლვარე კბილებითა და არარეგულარული არათანაბარი QRs კომპლექსებით დაადასტურებს წინაგულების ფიბრილაციის დიაგნოზს.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მოციმციმე არითმიაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7e457cca

ამის საპირისპიროდ, P კბილები,რომლებიც ჩანაცვლებულია ხერხის კბილების მსგავსი კბილებით ქვედა კიდურების განხრებში და QRS კომპლექსები, რომლებიც რეგულარულად (ძირითადად 2:1, 3:1, 4:1 QRS-ის სიხშირის მიმართ ) არის დარღვეული, დამახასიათებელია წინაგულთა თრთოლვისთვის. პათოლოგიური და ცვალებადი მორფოლოგიის მქონე P კბილები შეიძლება გამოვლინდეს წინაგულოვანი ტაქიკარდიის დროს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: წინაგულოვანი თრთოლვაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@e65e2ad[Figure caption and citation for the preceding image starts]: მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდიაArti N. Shah და Bharat K. Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@45e797cb

ეკგ-მ შესაძლებელია აჩვენოს შესაძლო ფონური მიზეზის მტკიცებულება, როგორიცაა მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია ან მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი.

პაციენტებს თანმხლები მძიმე ატრიოვენტრიკულური ბლოკადით (თანდაყოლილი ან მედიკამენტით გამოწვეული [მაგ,დიგოქსინით ინტოქსიკაცია]) შესაძლოა ჰქოდეთ ბრადიკარდია და რეგულარული პარკუჭოვანი რითმი, რაც ეკგ-ზე გამოვლინდება რეგულარული QRS კომპლექსებით. პეისმეიკერის მქონე პაციენტებში ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს რეგულარული პარკუჭოვანი კომპლექსები. აღნიშნულ პაციენტებში წინაგულოვანი რიტმი კვლავ აჩვენებს არარეგულარული ფიბრილატორულ ტალღებს.

ჯანმრთელობის მობილური ტექნოლოგიები, მათ შორის სმარტ მოწყობილობები, პოპულარულ კვლევის სფეროს წარმოადგენს წინაგულების ციმციმის გამოვლენისთვის.[80][81] ამჟამად ხელმისაწვდომია >100000 ჯანმრთელობის მობილური აპლიკაცია და ≥400 აქტივობის მონიტორი, და მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნიათ მაღალი სენსიტიურობა და სპეციფიკურობა წინაგულების ციმციმის დასადგენად, უმეტესობა არ არის კლინიკურად დადასტურებული და რეკომენდებულია სიფრთხილე კლინიკური გამოყენებისას.[2][82][83] WATCH AF და Apple Heart-ის კვლევებმა შეადარა ჭკვიან საათზე-დაფუძნებული ტექნოლოგიები და ალგორითმები კარდიოლოგების მიერ დასმულ წინაგულების ციმციმის დიაგნოზთან; შედეგების მიხედვით სავარაუდოა, რომ კომერციულად ხელმისაწვდომი მოწყობილობების გამოყენებას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული სიზუსტე წინაგულების ციმციმის გამოვლენისთვის და პოტენციურად შესაძლებელი, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი სკრინინგისათვის.[17][84][85] თუ წინაგულების ციმციმი გამოვლინდა მობილური ან ტარებადი მოწყობილობებით, დიაგნოზი ყოველთვის უნდა დადასტურდეს ერთგანხრიანი ან 12-განხრიანი ეკგ-ით, რომელიც გაანალიზებული იქნება ეკგ რითმის ინტერპრეტაციაში დახელოვნებული ექიმის მიერ.[2][84][85]


როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება
როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩაიწეროს ეკგ. აჩვენებს გულმკერდის და კიდურების ელექტროდების განლაგებას.


გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა

სისხლის ბიოქიმია უნდა შემოწმდეს ელექტროლიტების პათოლოგიის გამოვლენისთვის. გულის ბიომარკერები უნდა შემოწმდეს თუ გამოხატულია ტკივილი გულმკერდის არეში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტირება უნდა იყოს საწყისი შეფასების ნაწილი, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში, ვინაიდან თირეოტოქსიკოზის კლასიკური ნიშნები შესაძლოა არ იყოს თვალსაჩინო.[57][86]

მაღალი მგრძნობელობის ტროპონინები (hs) შესაძლოა მომატებული იყოს წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტებში. მაღალი მგრძნობელობის ტროპონინის (hs) დონე დამოუკიდებლადაა დაკავშირებული ინსულტის, კარდიული სიკვდილის და დიდი სისხლდენების გაზრდილ რისკთან და აუმჯობესებს რისკის სტრატიფიკაციას CHA2DS2-VASc ქულის მიხედვით.[87][88]

ღვიძლის ფუნქციური სინჯი გამოსადეგია იმ მრავალსისტემური დაავადების არსებობის დასადგენად, რომელიც აზიანებს ღვიძლს. გარდა ამისა, ღვიძლის ფუნქციური სინჯი გამოსადეგია შესაბამისი ანტი-არითმიული აგენტის ასარჩევად და ანტი-არითმიული მედიკამენტური მკურნალობის მონიტორინგისთვის. მაგალითად, ამიოდარონი უკუნაჩვენებია ღვიძლის დისფუნქციისასა; და ამიოდარონით მკურნალობა უნდა შეწყდეს როდესაც ღვიძლის ფუნქციური სინჯი აჩვენებს პათოლოგიებს.

გულმკერდის რენტგენოგრაფია (CXR) უნდა ჩატარდეს, რათა გამოვლინდეს გულის სტრუქტურული დაავადების მტკიცებულება, როგორიცაა გულის კამერების გადიდება ან სარქვლოვანი კალციფიკაცია და გულის უკმარისობის ნიშნები. გულმკერდის რენტგენი შესაძლოა მიუთითებდეს წინაგულების ფიბრილაციის გამომწვევ მიზეზზე, როგორიცაა პნევმონია.

საწყისი გამოკვლევის შემდეგ, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ექოკარდიოგრაფია რათა შეფასდეს გულის საკნის ზომა და მარცხენა პარკუჭის ფუნქცია. ამან შესაძლოა აგრეთვე გამოავლინოს ფონური მიზეზი, როგორიცაა სარქვლოვანი დაავადება.[89] ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრამა აუცილებელია პაციენტებში კარდიოვერსიამდე (გარდა იმ შემთხვევისა როდესაც უკვე ანტიკოაგულირებულია), რათა გამოირიცხოს მარცხენა წინაგულის თრომბი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრამა აჩვენებს მარცხენა წინაგულის ყურის კოლტს. LA, მარცხენა წინაგული; LAA, მარცხენა წინაგულის დანამატი; LV,მარცხენა პარკუჭიDr Bharat Kantharia კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3f208c7b

ელექტროფიზიოლოგიური კვლევები შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი არითმიების დასადგენად, როგორიცაა ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, წინაგულების თრთოლვა ან პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.

დატვირთვის ექოკარდიოგრაფია და დატვირთვის ბირთვული გამოსახვა - ორივე გამოსადეგია გულის სტრუქტურული პათოლოგიების დასადგენად და კორონარული არტერიების დაავადების შესაფასებლად. სტრეს ტესტი აგრეთვე გამოსადეგია ადეკვატური სიხშირის კონტროლის შესაფასებლად, როდესაც გამოყენებულია სიხშირის კონტროლის სტრატეგია. დატვირთვის სტრეს ტესტი ასევე გვეხმარება დავადგინოთ, არის თუ არა Ic კლასის ანტიარითმიული საშუალებების, როგორიცაა ფლეკაინიდი და პროპაფენონი, ,,გამოყენებაზე დამოკიდებული" პროარითმული ეფექტი (ანუ, როდესაც არხის-მაბლოკირებელ აგენტებს უფრო ძლიერი ეფექტი აქვთ გულისცემის უფრო სწრაფ სიხშირეზე, და შესაბამისად შესაძლოა იყოს პრო-არითმული უფრო სწრაფი სიხშირისას).[90]

სარბენ ბილიკზე ფიზიკური დატვირთვის ტესტი შესაძლებელია გამოსადეგი იყოს უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის გამოსავლენად ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის მქონე პაციენტებში. ფიზიკური დატვირთვის ტესტის დროს პრე-ეგზიტაციური დელტა კბილების უეცარი კარგვა გულისცემის სწრაფი სიხშირისას მიუთითებს, რომ დამატებითი შემოვლითი ტრაქტის გამტარიანობის თვისება სუსტია და შესაბამისად წინაგულების ფიბრილაციის გამო უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი დაბალია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას