მონიტორინგი
პაციენტები, რომლებიც წარმოდგენილია ახალგამოვლენილი წინაგულების ფიბრილაციით და აქვთ წინაგულების პაროქსიზმული, პერსისტენტული ან პერმანენტული ფიბრილაცია, საჭიროებენ ხანგრძლივ შემდგომ მეთვალყურეობას. წინაგულების ფონური მიზეზის (მაგ. კორონარული არტერიების დაავადება, გულის სარქვლოვანი დაავადება ან გულის უკმარისობა) ბუნების გათვალისწინებით პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ რეგულარული (მინიმუმ 6დან-12 თვემდე) ექოკარდიოგრამა და ფიზიკური დატვირთვის ტესტი. დროთა განმავლობაში იცვლება თრომბოემბოლიის და სისხლდენის რისკფაქტორები; პაციენტები უნდა შეფასდეს რეგულარული ინტერვალებით, მათ შორის CHADS2-VASC ქულის და HASBLED ქულის ხელახალი გამოთვლა. ეს საჭიროა პაციენტის დასარწმუნებლად, რომ ის დარჩეს ყველაზე შესაბამის გრძელვადიან მკურნალობაზე და ამგვარად, შესაძლებელი იქნება მოდიფიცირებადი რისკფაქტორების მოგვარება.[167]
პაციენტებს,რომლებიც იღებს ანტი არითმიულ აგენტებს სჭირდებათ განმეორებითი ვიზიტი ეკგ მონიტორინგისთვის. ფიზიკური დატვირთვის ტესტი რეკომენდებულია ვენტრიკულური ტაქიკარდიის use dependence პრო არითმიის შესაფასებლად პაციენტებში,რომლებიც იღებს ფლეკაინიდს და პროპაფენონს.
აუცილებელია რეგულარული კონტროლი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მონიტორინგისთვის პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს ანტიკოაგულაციისთვის. დიგოქსინის დონის რუტინული მონიტორინგი არ არის საჭირო, მაგრამ დონე უნდა შემოწმდეს, თუ არსებობს ეჭვი ტოქსიკურობაზე ან არაადეკვატურ დოზირებაზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას