მონიტორინგი

გულმკერდის კტ ან ექოკარდიოგრაფია გვეხმარება კონსტრიქციული პერიკარდიტის ან პერიკარდიული გამონაჟონის დიაგნოსტირებაში. ექოკარდიოგრაფია ნაჩვენებია, ასევე, როცა გულის ტამპონადაზე ან მწვავე კორონარულ სინდრომზე გვაქვს ეჭვი.

პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ არაკეთილსაიმედო პროგნოზის რისკფაქტორები (ცხელება; ქვემწვავე მიმდინარეობა; დიდი პერიკარდიული გამონაჟონი; გულის ტამპონადა; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებზე პასუხის არარსებობა 7 დღის განმავლობაში; მიოპერიკარდიტი, იმუნოსუპრესია; ტრავმა; პერორალური ანტიკოაგულაციური თერაპია) შესაძლოა ვუმკურნალოთ ამბულატორიულად ემპირული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით და შევამოწმოთ კლინიკაში 1 კვირაში მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად.[1]

ზოგადად, ხანგრძლივი კონტროლი არ არის აუცილებელი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე ვირუსული ან იდიოპათიური პერიკარდიტი. განმეორებითი კვლევები (ექო, კტ ან მრტ) შესაძლოა აუცილებელი იყოს პაციენტებში, როკლებსაც ასოცირებული პერიკარდიული გამონაჟონი აქვთ ან რომლებთანაც არსებობს ეჭვი კონსტრიქციულ პერიკარდიტზე.[13][36]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას