ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რის-კფაქტორებია მამრობითი სქესი, 20-50 წლის ასაკი, მიოკარდიუმის ტრანსმურული ინფარქტი, კარდიოქირურგია, ნეოპლაზმა, ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია, ურემია, დიალიზით მკურნალობა და სისტემური აუტოიმუნური დაავადებები.

ტკივილ გულმკერდის არეში

ეს ყველაზე ხშირი სიმპტომია და შემთხვევების 85%-ში ვლინდება.[1] ტკივილი გამჭოლია, პლევრალური ხასიათის ან შემაწუხებელია და შესაძლოა მიოკარდიუმის იშემიის ან ინფარქტისათვის დამახასიათებელ ტკივილს ჰგავდეს, განსაკუთრებით, როდესაც ზეწოლითი ხასიათისაა. პერიკარდიული ტკივილისთვის განსაკუთრებით სპეციფიკურია ტრაპეციული კუნთის ტკივილი. თითქმის ყველა პაციენტი აღნიშნავს ტკივილის მოხსნას წამოჯდომისას ან წინ გადახრისას. ტკივილი ზოგადად მუდმივია, არ არის დაკავშირებული დატვირთვასთან და ცუდად რეაგირებს ნიტრატებზე.[13][15]

პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა

შესაძლოა ი ყოს შემთხვევების <33%-ში.[1] ამ ხახუნს აღწერენ როგორც მაღალხმიანს და ჭრაჭუნას. იგი საუკეთესოდ ისმინება მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთან, ამოსუნთქვის ბოლოს, როცა პაციენტი წინ გადახრილ მდგომარეობაშია.[12] ​ხახუნის ხმიანობა შესაძლოა გამოჩნდეს და გაქრეს საათების განმავლობაში ამგვარად მისი მგრძნობელობა, სენსიტიურობა დამოკიდებულია გულის აუსკულტაციის სიხშირეზე, და ამიტომაც მნიშვნელოვანია პერიკარდიტზე საეჭვო პაციენტების განმეორებითი გასინჯვა.[14]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

ცხელება

მიუთითებს ინფექციურ ეტიოლოგიაზე, განსაკუთრებით როდესაც მაღალხმიანი ან გამჭოლია.[13][15]

მიალგია

ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული მწვავე პერიკარდიტის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს პროდრომული პერიოდი მიალგიით და შეუძლოდ ყოფნით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა

გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის სიმპტომებს და ნიშნებს მიეკუთვნება დაღლილობა, კოჭების შეშუპება და მძიმე შემთხვევებში, ასციტი.

კონსტრიქციულ პერიკარდიტზე ეჭვი უნდა მივიტანოთ აუხსნელი მარჯვენამხრივი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან, რომლებსაც ანამნეზში პერიკარდიუმის დაავადება ან პერიკარდიუმის დაზიანების ხელშემწყობი მდგომარეობა აქვთ, მაშინაც კი თუ პერიკარდიუმის დაზიანება კლინიკურ გამოვლინებას წლებით უსწრებს წინ.[39]

რისკფაქტორები

ძლიერი

მამრობითი სქესი

მწვავე პერიკარდიტი უფრო ხშირია კაცებში, განსაკუთრებით ვირუსული ეტიოლოგიის, სადაც მამაკაცი-ქალის თანაფარდობა 3:1.[15]

20-50 წლის ასაკი

აღნიშნული დაავადება უფრო ხშირად 20-50 ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება.[15]

ტრანსმურული მიოკარდიუმის ინფარქტი

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული პერიკარდიტის ორი ფორმა არსებობს: "ადრეული" (ეპისტენოკარდიული პერიკარდიტი) და "დაყოვნებული" (დრესლერის სინდრომი).[28][29] ადრეულ ფორმას იწვევს ლოკალური ანთება, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ეპიკარდიულ კიდეზე პირდაპირი ექსუდაციის შედეგია. ის ვითარდება ტრანსმურული მიოკარდიუმის ინფარქტის 5-20%-ში, მაგრამ ხშირად მისი ამოცნობა კლინიკურად ვერ ხდება. დაყოვნებული ფორმა ინფარქტის შემდეგ 1 კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ვლინდება და ტრანსმურული ინფარქტის განვითარებას არ გულისხმობს. მისი ინციდენტობა 0.5% - 5%-ია (<0.5% თრომბოლიტიკებით ნამკურნალებ პაციენტებში). თრომბოლიტიკების და მიოკრადიუმის რევასკულარიზაციის გამოყენების შემდგომ ტრანსმურული მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიკარდიტის ინციდენტობა შემცირდა.

კარდიოქირურგია

პოსტ-პერიკარდიოტომიული სინდრომი კორონარული არტერიების შუნტირებიდან 4 კვირაში შემთხვევათა 20%-ში დაფიქსირდა. ის პოსტოპერაციულ პერიოდში რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვის პერიოდში ვითარდება. პოსტ-პერიკარდიოტომიული სინდრომისას ჭარბი რაოდენობის ანტიგენების საპასუხოდ პოსტინფარქტულ სინდრომთან შედარებით გაცილებით მეტი რაოდენობის ანტისხეულები (ანტი-სარკოლემური და ანტი-ფიბრილატორული) გამომუშავდება.[1][13]

ნეოპლაზმა

პერიკარდიტი ძირითადად სიმსივნის ლოკალური ინვაზიის, ავთვისებიანი ნეოპლაზმის ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გავრცელების შედეგია. პირველადი ავთვისებიანი პერიკარდიული დაავადება იშვიათია.[2][13]

ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები

პერიკარდიული ინფექციებიდან ვირუსული პერიკარდიტი ყველაზე ხშირია[1][13]​ანთება პირდაპირი ვირუსული შეტევის და/ან იმუნური პასუხის (ანტივირუსული წამლების ან ანტი-კარდიულის) შედეგად ვითარდება. დაწყება, გამოვლინება ხშირად არის პოსტვირუსული, პერიკარდიუმში ვირუსის არსებობის მტკიცებულების გარეშე.

ბაქტერიული პერიკარდიტი ჩირქოვანი პერიკარდიტია, რომელსაც ბაქტერიული პათოგენები იწვევენ და რომელიც შემთხვევათა 5%-ში ვლინდება. პერიკარდიუმის ინფექცია შესაძლოა გამოვლინდეს ჰემატოგენური გავრცელებით ან პირდაპირი გავრცელებით მეზობელი ორგანოებიდან, კერძოდ ფილტვებიდან და/ან პლევრის ღრუდან.

განვითარებულ ქვეყნებში მწვავე პერიკარდიტის შემთხვევების 4% განპირობებულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით.[30]

ურემია ან დიალიზზე ყოფნა

გამოყოფენ ორ ფორმას: ურემიული პერიკარდიტი და დიალიზთან დაკავშირებული პერიკარდიტი. ურემიული პერიკარდიტი ფიქსირდება თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების 6% -10%-ში დიალიზამდე ცოტა ხნით ადრე ან დიალიზიდან ცოტა ხნის შემდეგ. პერიკარდიტის ალბათობა იზრდება აზოტემიის სიმძიმის შესაბამისად (სისხლში შარდოვანის აზოტი >21.4 მმოლ/ლ [>60 მგ/დლ]).[1]

დიალიზთან ასოცირებული პერიკარდიტი ფიქსირდება ქრონიკულ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების 13%-ში. ის იშვიათად აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც პერიტონიალურ დიალიზზე იმყოფებიან და რომლებსაც არადექვატურად ჩაუტარდათ დიალიზი. პაციენტების უმრავლესობა ინტენსიურ დიალიზზე 1-2 კვირაში რეაგირებს.

სისტემური აუტოიმუნური დაავადებები

პერიკარდიტი ხშირად ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და მგლურა, თუმცა შესაძლაო არ იყოს კლინიკურად გამოვლენილი.[1]

სუსტი

პერიკარდიუმის დაზიანება

ვლინდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვეში.

შუასაყრის რადიაცია

სხივურ თერაპიასთან ასოცირებული მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტი იშვიათია. დაყოვნებული მწვავე პერიკარდიტი უფრო ხშირია და სხივური თერაპიიდან რამდენიმე კვირაში ვლინდება. ის ძირითადად ვლინდება როგორც უსიმპტომო პერიკარდიული გამონაჟონი ან სიმპტომური პერიკარდიტი. დაყოვნებული პერიკარდიტი სხივური თერაპიიდან შესაძლოა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წელიწადში გამოვლინდეს და კონსტრიქციული პერიკარდიტი გამოიწვიოს.[31]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას