შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
სხვამხრივ ჯანმრთელ 30 წლის მამაკაცს რამდენიმე დღეა აქვს პროგრესული, ძლიერი რეტროსტერნული ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გამჭოლია და პლევრალური ტკივილის მსგავსია. ტკივილი დაწოლისას უარესდება, წამოჯდომისას კი უმჯობესდება. ტკივილი გადაეცემა კისერსა და ბეჭებს. განსაკუთრებით სპეციფიურია ტკივილის გადაცემა ტრაპეციულ კუნთებზე. ტკივილი მუდმივი ხასიათისაა და არ არის დაკავშირებული დატვირთვასთან. გასინჯვისას წინ გადახრილ პაციენტთან ამოსუნთქვის ბოლოს მოისმინება პერიკარდიუმის ხახუნი.[12][13]
სხვა გამოვლინებები
მონოფაზური, ბიფაზური ან ტრიფაზური პერიკარდიული ხახუნის ხმიანობა პათოგნომურია მწვავე პერიკარდიტისთვის ფაქტობრივად 100%-იანი სპეციფიკურობით. ხახუნის ხმიანობა შესაძლოა გამოჩნდეს და გაქრეს საათების განმავლობაში ამგვარად მისი მგრძნობელობა, სენსიტიურობა დამოკიდებულია გულის აუსკულტაციის სიხშირეზე, და მნიშვნელოვანია მოსალოდნელი პერიკარდიტით პაციენტების განმეორებით გასინჯვა.[14]პერიკარდიუმში მნიშვნელოვანი რაოდენობით გამონაჟონის არსებობისას შესაძლებელია არსებობდეს გულის ტამპონადის ნიშნები, როგორიცაა ტაქიკარდია, ტაქიპნოე, პარადოქსული პულსი და ბეკის ტრიადა (ჰიპოტენზია, საუღლე ვენის შებერვა და გულის მოყრუებული ტონები).[15] მაღალი, ჰექტიური ცხელებები ინფექციურ ეტიოლოგიაზე მიუთითებს. შესაძლებელია აღინიშნოს პროდრომული პერიოდი მიალგიებით და შეუძლოდ ყოფნით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.[15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას