კრიტერიუმები

კლინიკური კლასიფიკაცია[1]

პერიკარდიტის კლასიფიცირება შესაძლებელია ანთების ხანგრძლივობის, ასევე ეტიოლოგიის და გართულებების/შედეგების მიხედვით.

ა. მწვავე პერიკარდიტი (ახალი დაწყებულია, <4-6 კვირა)

  • პერიკარდიული ანთებითი სინდრომი მომდევნო 4 კრიტერიუმიდან მინიმუმ 2-თან მაინც ასოცირდება:

    • პერიკარდიული ტკივილი გულმკერდის არეში

    • პერიკარდიუმის ხახუნი

    • ეკგ-ზე ახლადგამოვლენილი ST სეგმენტის დიფუზური ხასიათის ელევაცია ან PR ინტერვალის შემცირება

    • ახალი ან გაუარესებული გამონაჟონი პერიკარდიუმში.

  • დამატებითი ნიშნებია:

    • ანთების მარკერების (მაგ. C-რეაქტიული ცილის, ედსის, სისხლის თეთრი უჯრედების) მომატება

    • თანამედროვე რადიოლოგიური კვლევებით (მაგ: გულის კტ-თი ან მრტ-თი) პერიკარდიუმში ანთებითი პროცესის გამოვლენა.

  • შესაძლოა ფიბრინულ ან თხევად (სეროზულ ან სერო-ჰემორაგიულ) პერიკარდიულ გამონაჟონთან იყოს ასოცირებული.

ბ. პერიოდული პერიკარდიტი

  • ნიშნები და სიმპტომები 4-6 კვირაზე მეტი და 3 თვეზე ნაკლები პერიოდით, რემისიების გარეშე გრძელდება.

გ. განმეორებითი პერიკარდიტი

  • ნიშნების და სიმპტომების განმეორება მწვავე პერიკარდიტის პირველადი დადასტურებიდან ≥4-6 კვირიანი უსიმპტომო ინტერვალით.

დ. ქრონიკული პერიკარდიტი

  • სიმპტომების და ნიშნების გახანგრძლივება >3 თვის პერიოდით.

ქვეტიპები:

  • კონსტრიქციული (განპირობებული ქრონიკულად გასქელებული პერიკარდიუმით)

  • ექსუდაციურ-კონსტრიქციული (პერიკარდიუმში ერთდროულად თხევადი გამონაჟონის და გასქელებული პერიკარდიუმით განპირობებული შეხორცებების არსებობა)

  • ადჰეზიური (არაკონსტრიქციული).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას