დიფერენციული დიაგნოზები
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
ტკივილი გულმკერდის არეში შესაძლოა იყოს წინა, უკანა ან ლატერალური. ის უკავშირდება სუნთქვას (ტკივილი ქრება, როდესაც პაციენტი არ სუნთქავს) და არ არის დაკავშირებული პოზიციასთან.
პერიკარდიუმის ხახუნი იშვიათად ვლინდება.
პლევრალური ხახუნი შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტების 3%-ში.[12][28][46]
პერიკარდიტისა და ფილტვის ემბოლიის დროს, ანტიკოაგულაციის გამოყენებისას არსებობს ტამპონადის რისკი პერიკარდიულ სივრცეში სისხლდენის გამო.[47] ანტიკოგულაციაზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ეფუზიის გაუარესების მონიტორინგი, რისკის/სარგებლის გათვალისწინებით.
კვლევები
ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია მოახდენს ფილტვის არტერიაში თრომბის პირდაპირ ვიზუალიზაციას.
D-დიმერის მატება (ეს ასევე შეიძლება მომატებული იყოს პერიკარდიტის დროს).[48]
ეკგ-მ შეიძლება გამოავლინოს მარჯვენა პარკუჭის დისფუნქციის ნიშნები; თუმცა, ეკგ საბოლოოდ ვერ დაადგენს ან გამორიცხავს ფილტვის ემბოლიის დიაგნოზს.[49][50][51]
მიოკარდიუმის ინფარქტი ან იშემია
ნიშნები / სიმპტომები
ტკივილი გულმკერდის არეში აღწერილია, როგორც დამწოლი, მძიმე, მოჭერითი ხასითის, და რეაგირებს ნიტროგლიცერინზე. ზოგადად არ არის დაკავშირებული სუნთქვასთან ან პოზიციის ცვლილებასთან. ტკივილის ხანგრძლივობა რამოდენიმე წუთიდან შესაძლოა რამოდენიმე საათამდე იყოს, ვიდრე რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე. პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა ძირითადად არარსებობს (თუ არ არის ასოცირებული პერიკარდიტი).[12][28][46]
კვლევები
ეკგ-ზე შესაძლოა გამოჩნდეს ST სეგმენტის ელევაციები კორონარული არტერიების პროექციაზე; შესაძლოა იყოს Q კბილები; PR სეგმენტის დეპრესია იშვიათია; ინვერსიული T კბილები, როდესაც ჯერ კიდევ გვაქვს ST სეგმენტების ელევაციები. მიოკარდიუმის დაზიანების დროს შრატის ტროპონინების და კარდიული ფერმენტების მნიშვნელოვანი მომატება ვლინდება.
კორონარული ანგიოგრაფია (ინვაზიური ან CT) აჩვენებს თრომბის არსებობას არტერიის ოკლუზიით.
პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ასოცირდება ხველასთან და ცხელებასთან. გასათვალისწინებელია, რომ პნევმონია შესაძოა კავშირში იყოს თანამდევ პერიკარდიტთან.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრამაზე შესაძლოა გამოჩნდეს ინფილტრაცია.
პერიკარდიტისთვის დამახასიათებელი ეკგ ნიშნების არარსებობა გამორიცხავს მნიშვნელოვან პერიკარდიულ დაზიანებას.
პნევმოთორაქსი
ნიშნები / სიმპტომები
ბევრი ისეთი ნიშანი და სიმპტომი შესაძლოა გადაიფაროს, როგორიცაა ქოშინის, ტაქიკარდიის და გულმკერდის არეში ტკივილის უცაბედი დაწყება. პერიკარდიული ტკივილი შესაძლოა უფრო დაკავშირებული იყოს პოზიციასთან.
გასინჯვა ავლენს სუნთქვის ხმიანობის არარსებობას, როგორც წესი უნილატერალურად.
შესაძლოა გამოვლინდეს ტრაქეის გადახრა.
კვლევები
გულმკერდის რენტგენი ადასტურებს ფილტვის კოლაფსს.
კოსტოქონდრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ნეკნ-ხრტილის შეერთების ადგილზე პალპაციისას რეპროდუცირებადი მტკივნეულობა. ტკივილი უარესდება ტანის მოძრაობისას.
გასინჯვის სხვა შედეგები ნორმაშია.
კვლევები
ნორმალური ეკგ
ექოკარდიოგრაფია არ აჩვენებს პერიკარდიუმის დაზიანებას.
მიოკარდიტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება წინ უძღოდეს ვირუსული ინფექცია (ან უფრო იშვიათად, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია).
მიოკარდიტის სიმპტომებია ტკივილი გულმკერდის არეში (რომელიც შესაძლოა იყოს პლევრალური როგორც თანმხლები პერიკარდიტის), გულის ფრიალი, დაღლილობა ან გულის უკმარისობის ნიშნები (მაგალითად, პერიფერიული შეშუპება, მზარდი დისპნოე და წონაში მომატება).
კვლევები
დამადასტურებელი ტესტი არის ენდომიოკარდიული ბიოფსია, რომელზეც ვლინდება ლიმფოციტების ინფილტრაცია და მიოციტების ნეკროზი.
შეიძლება მომატებული იყოს გულის ფერმენტები ან თავის ტვინის ნატრიურეზული ცილა.
ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, მომატებული ერითროციტების დალექვის სიჩქარე და C-რეაქტიული ცილა, და შრატში ვირუსის ტიტრის მომატება არის ძირითადი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას