პროგნოზი
ვირუსული გასტროენტერიტის მქონე პაციენთა უმრავლესობას შესანიშნავი პროგნოზი აღენიშნება. ამასთან, სერიოზული ავადობა ან სიკვდილი შეიძლება განვითარდეს, თუ მოცულობის შემცირება და ელექტროლიტური დარღვევები არ არის დადასტურებული და სწორად მართული. აშშ-ში, 450 000 მოზრდილი და 160 000 ბავშვი ხვდება კლინიკაში ამ მდგომარეობის გამო ყოველწლიურად. ფიქსირდება >4000 სიკვდილის შემთხვევა.[3] ძირითადად, გამოჯანმრთელების შემდეგ არ აღინიშნება ნარჩენი მოვლენები.
ნახშირწყლების აუტანლობა (მაგ. ლაქტოზის) ან ცილების აუტანლობა (ძროხის რძე, სოიოს პროტეინი) შეიძლება განვითარდეს პაციენტების უმცირესობაში, ვირუსული გასტროენტერიტის ეპიზოდის შემდეგ. ლაქტოზის ან სხვა საკვების, რომელიც უკავშირდება აუტანლობას, მიღებისაგან თავის შეკავება შესაძლოა საკმარისი იყოს სიმპტომების საპრევენციოდ. ამ საკვები ნივთიერებების ხელახალი მიღება გვერდითი მოვლენების გარეშე შესაძლებელია უმეტეს შემთხვევებში, სრული გამოჯანმრთელების შემდგომ.
მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მწვავე გასტროენტერიტის ეპიზოდის შემდეგ.[46] პოსტინფექციური გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები შესაძლოა შემცირდეს დროთა განმავლობაში.[46]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას