დიფერენციული დიაგნოზები
ბაქტერიული გასტროენტერიტი
ნიშნები / სიმპტომები
ძლიერი ცხელება, სისხლიანი დიარეა ან მძიმე დიარეა მიუთითებს ბაქტერიულ ინფექციაზე.
კვლევები
განმასხვავებელი ტესტებია განავლის მიკროსკოპია და კულტურა. შეიძლება გამოვლინდეს ანთების მტკიცებულება (განავალში ლეიკოციტები ან დადებითი შედეგი ლაქტოფერინის იმუნოკვლევით). კულტურაში შეიძლება გაიზარდოს ენტეროპათოგენური ბაქტერიები, მაგალითად, Campylobacter jejuni, Salmonella სახეობები, enteropathogenic Escherichia coli, Shigella, Yersinia enterocolitica, Shiga ტოქსინების წარმოქმნის E coli, ან Vibrio cholerae.
პროტოზოული ინფექციები
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება ვიეჭვოთ, თუ პაციენტი ახლახანს დაბრუნდა იმ ქვეყნიდან, სადაც ენდემური პროტოზოული ინფექციები ხშირია (მაგ.: მექსიკა, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, აშშ-ის მრავალი ნაწილი). ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება გამომწვევი პარაზიტის მიხედვით.
ამებური დიზინტერია ვლინდება სისხლიანი, ლორწოვანი დიარეითა და მუცლის ტკივილით.
გიარდიაზი შეიძლება გამოვლინდეს შებერილობითა და პროლონგირებული (გახანგრძლივებული) დიარეით.
იმუნოკომპრომისული (სუსტი იმუნიტეტის მქონე) პაციენტების შემთხვევაში, ყოველთვის უნდა გამოირიცხოს პარაზიტული ინფექციების არსებობა
კვლევები
ტრადიციულად, განავლის მიკროსკოპია გამოიყენება Giardia lamblia, Entamoeba histolytica, cryptosporidium ან სხვა პარაზიტების გამოსავლენად. შესაძლებელია განავალში ანტიგენის ტესტირება ან სეროლოგიური კვლევის ჩატარებაც.
ჰელმინთური ინფექციები
ნიშნები / სიმპტომები
ეს ინფექციები ხშირია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში და იმ ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობდნენ და დაბრუნდნენ ენდემური ტერიტორიებიდან.
კვლევები
განავლის მიკროსკოპიით შესაძლებელია ჭიის იდენტიფიცირება.
Clostridium difficile-ს კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
რისკფაქტორს წარმოადგენს ანტიბიოტიკების ბოლოდროინდელი გამოყენება.
ზოგიერთი შემთხვევა სწრაფად უარესდება და იწვევს მძიმე ტოქსიკურ მეგაკოლონს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ადრეული დიაგნოსტიკა და სავარაუდო მკურნალობა პერორალური მეტრონიდაზოლით ან ვანკომიცინით.
კვლევები
განავლის ტესტი C difficile ტოქსინზე იქნება დადებითი.
კვებითი ინტოქსიკაცია
ნიშნები / სიმპტომები
სავარაუდოა, თუ რამდენიმე ადამიანს აღენიშნება სიმპტომები ერთი და იმავე დაბინძურებული საკვების/სასმელის მიღების შემდეგ. სიმპტომები ვლინდება უეცრად, დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენიმე საათიდან -2 დღეში და მოიცავს: გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს და/ან დიარეას.
კვლევები
განავლის კულტურები უშედეგოა, რადგან ეს დაავადებები გამოწვეულია ტოქსინებით. ტოქსინების კვლევა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას