ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია: კონტაქტი დაინფიცირებულ პირებთან ან საკვებთან/სითხეებთან, მცირე ან ხანშიშესული ასაკი, იმუნოსუპრესია ან ქრონიკული ავადმყოფობა.

გულისრევა

გულისრევა ყველაზე ხშირი სიმპტომია. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი სიმპტომი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი ვირუსული გასტროენტერიტი.

პირღებინება

ღებინება ძირითადად თვითგამოსწორებადია, მაგრამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პერორალურ რეჰიდრატაციას და კვებას.

თუ ღებინება მძიმედ გამოიხატება, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

დიარეა

მოცულობითი თხიერი დიარეა ხშირია ინკუბაციური პერიოდის- 10-50 საათის შემდეგ და ძირითადად გრძელდება 12-72 საათს.

მუცლის ტკივილი

ხშირია კრუნჩხვითი ტკივილი, მტკივნეულობის ან უკუცემითი ტკივილის გარეშე.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

საერთო სისუსტე

ვირუსული ავადმყოფობა ხშირად იწვევს სხეულის ტკივილსა და შეუძლოდ ყოფნას.

ანორექსია (მადის დაქვეითევა)

პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ მადის დაკარგვას.

იშვიათი

ცხელება

ტემპერატურა ძირითადად აღწევს 37.7˚C (100˚F).

მოცულობის შემცირება

უნდა შეფასდეს ღებინებისა და დიარეის დაწყების დრო, რაოდენობა, ხასიათი (ანუ ნაღველის, სისხლისა და ლორწოს შერევა).[21]

ასევე აღსანიშნავია ბოლოდროინდელი პერორალურად მიღებული სითხეების/საკვების, შარდის გამოყოფის, მანამდე დაფიქსირებული წონისა და ასოცირებული სიმპტომების, ცხელების ან ფსიქიკური სტატუსის ცვლილებების შეფასება.[21]

სითხის მოცულობის შემცირების ნიშნებია: მშრალი ლორწოვანი გარსები, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, გამოყოფილი შარდის რაოდენობის დაქვეითება და წონის კლება.

რისკფაქტორები

ძლიერი

დაბინძურებული საკვები ან სასმელი წყაროების ზემოქმედება

ნოროვირუსები ყველაზე ხშირად გვევლინებიან აგენტებად, რომლებიც იწვევენ საკვებისა და წყლის წყაროების დაბინძურებას.

საკვებიდან ან წყლიდან ვირუსული გასტროენტერიტის აფეთქებები ყოველწლიურად ვლინდება.[15]

ახლო კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანებთან

შემთხვევები ვლინდება ჯგუფებად, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემა შესაძლებელია დაფიქსირდეს ნოროვირუსებისა და კორონავირუსების შემთხვევებში. ეპიდაფეთქება კრუიზის გემებსა და საბავშვო ბაღებში სავარაუდოდ გამოწვეულია ახლო კონტაქტით.

ცუდი ჰიგიენა

ვირუსების უმეტესობა, რომლებიც იწვევს გასტროენტერიტს, ვრცელდება ფეკალ-ორალურად ადამიანიდან ადამიანზე.[16]

მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები

მძიმე, დეჰიდრატაციით მიმდინარე დიარეა გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში.

განვითარებად ქვეყნებში, თითქმის ყველა ბავშვს აღენიშნება ვირუსული გასტროენტერიტის რამდენიმე ეპიზოდი 5 წლამდე.

HIV ინფექცია

აივ ინფიცირებულ პაციენტებს აღენიშნებათ ატიპური და პროლონგირებული (გახანგრძლივებული) ავადმყოფობის განვითარება.

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტების მიმღებ პაციენტებს აღენიშნებათ ატიპური და პროლონგირებული (გახანგრძლივებული) ავადმყოფობის განვითარება.

ქრონიკული დაავადება

პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ რამდენიმე თანმხლები დაავადება, მიდრეკილნი არიან მძიმე გართულებებისაკენ, ამიტომ საჭიროა მჭიდრო მეთვალყურეობა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას