დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია. დამახასიათებელი სიმპტომებია: თვითგამოსწორებადი თხიერი დიარეა, ღებინება, ან ორივე აღნიშნული სიმპტომი, ცხელების, შეუძლოდ ყოფნის, ანორექსიის თანხლებით ან მათ გარეშე.
ანამნეზი.
ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ გასტროენტერიტის მქონე პირებთან ბოლოდროინდელი კონტაქტის, ოჯახის წევრებში მსგავსი სიმპტომების არსებობის, მგზავრობის ისტორიის, განავლისა და ნაღები მასების მახასიათებლების, სითხის მიღებისა და შარდის გამოყოფის შესახებ. ძლიერი ცხელება, გახანგრძლივებული დიარეა (>14 დღე), ან მუცლის ძლიერი ტკივილი მიუთითებს არა-ვირუსულ ეტიოლოგიაზე და უნდა გამოიკვლიოს დამატებით.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
გამოკვლევა
შესაძლოა აღინიშნოს სითხის მოცულობის შემცირების ნიშნები. სითხის მოცულობის ძლიერ შემცირებაზე მიუთითებს ტაქიკარდია, მშრალი ლორწოვანი გარსები, ჰიპოტენზია და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
უფრო სერიოზული პათოლოგია უნდა ვიეჭვოთ მუცლის მტკივნეულობისა და სისხლიანი განავლის დროს.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი და ხანშიშეული პაციენტების, უჩვეულოდ გაღიზიანებული ან მოთენთილი, პროგრესული სიმპტომების მქონე ან უცნობი დიაგნოზის მქონე პაციენტების გამოკვლევა და მართვა.
ანალიზები
გასტროენტერიტის მქონე ყველა პაციენტში არ არის საჭირო ან პრაქტიკული სისხლის ან განავლის ნიმუშის ანალიზის ჩატარება.[22]Miller JM, Binnicker MJ, Campbell S, et al. Guide to utilization of the microbiology laboratory for diagnosis of infectious diseases: 2024 update by the Infectious Diseases Society of America (IDSA) and the American Society for Microbiology (ASM). Clin Infect Dis. 2024 Mar 5:ciae104.
https://academic.oup.com/cid/advance-article/doi/10.1093/cid/ciae104/7619499?login=false
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/38442248?tool=bestpractice.com
განავლის ანალიზი ნაჩვენებია ზომიერი ან მძიმე, სისხლიანი, ფებრილური, დიზენტერიული, ნოზოკომიური ან პერსისტენტული დიარეით მიმდინარე დაავადებების ან იმუნოკომპრომისული პაციენტებისთვის.[22]Miller JM, Binnicker MJ, Campbell S, et al. Guide to utilization of the microbiology laboratory for diagnosis of infectious diseases: 2024 update by the Infectious Diseases Society of America (IDSA) and the American Society for Microbiology (ASM). Clin Infect Dis. 2024 Mar 5:ciae104.
https://academic.oup.com/cid/advance-article/doi/10.1093/cid/ciae104/7619499?login=false
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/38442248?tool=bestpractice.com
სისხლის ანალიზით ელექტროლიტური სტატუსისა და თირკმლის ფუნქციის შეფასება რეკომენდებულია საშუალო ან მძიმე ხარისხის სითხის მოცულობის შემცირების დროს, ან მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, როგორიცაა მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
ეპიდაფეთქებების პერიოდში, განავლის ნიმუში უნდა გამოიკვლიონ რაც შეიძლება მალე, პათოგენის იდენტიფიცირების მიზნით, რათა ეპიდაფეთქება შესაბამისად გაკონტროლდეს.
განავლის ვირუსული კულტურა საბოლოო სადიაგნოსტიკო ტესტია, მაგრამ ის არ არის პრაქტიკული შემთხვევათა უმეტესობაში. სწრაფი ანალიზი შესაძლებელია ლატექსის აგლუტინაციის ტესტებით, PCR-ით, მირკოსკოპიით, ფერმენტების იმუნოანალიზით (EIA) ან სეროლოგიით, მაგრამ ეს ძირითადად საჭირო არ არის.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
კუჭ-ნაწლავის პანელზე დაფუძნებულ მულტიპლექს PCR- ს შეუძლია ხელი შეუწყოს ვირუსული პათოგენების სწრაფ და სენსიტიურ დიაგნოსტირებას, მაგრამ მისი გავლენა კლინიკურ შედეგებზე და რესურსების გამოყენებაზე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.[23]National Institute for Health and Care Excellence. Integrated multiplex PCR tests for identifying gastrointestinal pathogens in people with suspected gastroenteritis (xTAG Gastrointestinal Pathogen Panel, FilmArray GI Panel and Faecal Pathogens B assay). 11 January 2017 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/dg26
[24]Messacar K, Parker SK, Todd JK, et al. Implementation of rapid molecular infectious disease diagnostics: the role of diagnostic and antimicrobial stewardship. J Clin Microbiol. 2017 Mar;55(3):715-23.
https://jcm.asm.org/content/55/3/715.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28031432?tool=bestpractice.com
[22]Miller JM, Binnicker MJ, Campbell S, et al. Guide to utilization of the microbiology laboratory for diagnosis of infectious diseases: 2024 update by the Infectious Diseases Society of America (IDSA) and the American Society for Microbiology (ASM). Clin Infect Dis. 2024 Mar 5:ciae104.
https://academic.oup.com/cid/advance-article/doi/10.1093/cid/ciae104/7619499?login=false
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/38442248?tool=bestpractice.com
ეპიდაფეთქებაზე ეჭვის მიტანისას საჭიროა ადგილობრივი ჯანდაცვის ოფიცერის ინფორმირება. უნდა შეგროვდეს განავლის ნიმუშები შესაბამის ლაბორატორიაში გასაგზავნად.