ახალი ტიპის მკურნალობა

ახალშობილთა როტავირუსული ვაქცინა (RV3-BB)

ინდონეზიაში დაბადებულ 1513 ახალშობილზე ჩატარებული ერთ-ერთი რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებული კვლევის შედეგების პროტოკოლური ანალიზით, რომელიც აფასებდა პერორალურ RV3-BB ვაქცინას, აღმოჩნდა, რომ ვაქცინის ეფექტურობა (მძიმე როტავირუსული გასტროენტერიტის წინააღმდეგ 18 თვემდე ასაკის ბავშვებში) იყო 75% ვაქცინის ნეონატალური კალენდრის შესაფამისად (0-5 დღეზე, 8 კვირაზე და 14 კვირაზე) და 51% ჩვილთა ვაქცინაციის კალენდრის შესაბამისად (8 კვირაზე, 14 კვირაზე და 18 კვირაზე).[31] როდესაც ახალშობილთა გრაფიკისა და ჩვილების გრაფიკის ჯგუფები გაერთიანდა, ვაქცინების ეფექტურობა შეადგენდა 63% -ს. დოზის დიაპაზონის კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ტიტრის ვაქცინამ წარმოქმნა მაღალი ტიტრის მსგავსი იმუნოგლობულინი A-ის სეროკონვერსია, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს წარმოების მოცულობა და შეამციროს ხარჯები.[32]

ენტეროვირუსი 71-ის (EV71) ვაქცინა

EV71vac, ალუმინის ფოსფატ-ადიუვანტური ინაქტივირებული EV71 ვაქცინა, შემოწმდა ერთ მულტირეგიონულ, ორმაგად ბრმა, რანდომიზირებულ, პლაცებოზე კონტროლირებად, მე-3 ფაზის კვლევაში 2-დან 71 თვემდე ასაკის ბავშვებში.[33] აღმოჩნდა, რომ ვაქცინა იყო უსაფრთხო, კარგად ატანადი და ეფექტური EV71-თან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.

ნიტაზოქსანიდი

ჩატარდა ორი, მცირემასშტაბიანი, რანდომიზებული კვლევა, რომელთა მიხედვითაც ნიტაზოქსანიდი, თიაზოლიდი, ანტი-ინფექციური აგენტი, იწვევს სიმპტომების საშუალო ხანგრძლივობის შემცირებას როტავირუსული, ნოროვირუსული და ადენოვირუსული გასტროენტერიტის დროს.[34][35] იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელი მოზრდილები ვირუსული გასტროენტერიტის დროს მხოლოდ დამხმარე თერაპიითაც გამოკეთდებიან, ეს აგენტი გამოიყენება უჩვეულო სიმძიმის ან იმუნოკომპრომისული (სუსტი იმუნიტეტის მქონე) პაციენტების შემთხვევებისათვის.[36] მიმდინარეობს ერთი ორმაგად ბრმა რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომელიც იკვლევს პერორალური ნიტაზოქსანიდის ეფექტს მწვავე გასტროენტერიტის დროს ჰოსპიტალიზებულ ავსტრალიელ აბორიგენ ბავშვებში (3 თვიდან 5 წლამდე).[37][38]

პრობიოტიკები

პრობიოტიკები უსაფრთხოა და შეიძლება ეფექტური იყოს ვირუსული გასტროენტერიტის დროს. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს დიარეის ხანგრძლივობის შემცირებაზე. თუმცა, Cochrane-ის ერთ-ერთმა მიმოხილვამ ვერ დაადგინა, ამცირებს თუ არა პრობიოტიკები გამოჯანმრთელების დროს და გამოავლინა პუბლიკაციური სისტემური ცდომილების მტკიცებულება კვლევის ამ ნაწილში.[39] საჭიროა სანდო მტკიცებულება შემდგომი კვლევებიდან იმის დასადგენად, დამხმარეა თუ არა პრობიოტიკები მწვავე ინფექციური დიარეის მკურნალობაში.[39]

თუთია

ამჟამინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ თუთია შეიძლება სასარგებლო იყოს დიარეის მქონე ბავშვებისთვის (> 6 თვის ასაკში) იმ რეგიონებში, სადაც თუთიის უკმარისობის ან მალნუტრიციის პრევალენტობა მაღალია.[40] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თუთიის დამატება რეკომენდებულია დიარეის ხანგრძლივობისა და სიმძიმის შესამცირებლად და შემდგომი ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად განვითარებადი ქვეყნების ბავშვებში.[41] საჭიროა დამატებითი კვლევა, რათა განისაზღვროს თუთიის მოქმედების მექანიზმი და დადგინდეს მისი ოპტიმალური მიღების რეკომენდაცია საჭირო პოპულაციაში.

დიოსმექტიტი

დიოსმექტიტი არის აქტივირებული ბუნებრივი ალუმინო-სილიკატური თიხა, რომელსაც ახასიათებს დიარეის ხანგრძლივობის შემცირება ბავშვებში.[42][43] სხვა კვლევის მიხედვით, დიოსმექტიტი ავლენს გარკვეულ სარგებელს მოზრდილების დიარეის დროსაც,[44] ერთ-ერთი მე-4 ფაზის კვლევა დასრულდა, თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევები.[45]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას