დიფერენციული დიაგნოზები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Klinische richtlijn rond lage rugpijn en radiculaire pijnავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018Guide de pratique clinique pour les douleurs lombaires et radiculairesავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018ხშირი
წელის კუნთების დაჭიმვა
ანამნეზი
ბასრი, ინტენსიური ტკივილი 1-2 დღის განმავლობაში; კუნთოვანი სპაზმი; პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება 3 თვის განმავლობაში[83]
გასინჯვა
უსაფრთხო ფიზიკური გასინჯვა, შეიძლება გამოავლინოს მოძრაობის შეზღუდული დიაპაზონი, კუნთების მტკივნეულობა ან ტრიგერული წერტილები, დიაგნოზი ისმება გამორიცხვის მეთოდით ა
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
პულპოზური ბირთვის თიაქარი (HNP)
ანამნეზი
გადაცემითი ტკივილი ქვედა კიდურზე, დერმატომული განაწილების მიხედვით; თუ ანამნეზში აღინიშნება ნაწლავის ან შარდის ბუშტის დისფუნქცია, ორმხრივი იშიასი და უნაგირისებრი ანესთეზია, შესაძლებელია, ჩამოთვლილი გამოვლინებები იყოს რაშის კუდის მძიმე კომპრესიის სიმპტომები.
გასინჯვა
დადებითი სწორი ფეხის აწევა ან კონტრალატერალური სწორი ფეხი (ვლინდება ბარძაყის მოხრისას 60°-ზე ქვემოთ; ტკივილი, რომელიც ვლინდება 60°-ზე მაღლა, როგორც წესი, ბარძაყის დაჭიმულობის შემდგომ, მეორეულად განვითარებულია);[64][65][66] ბარძაყის დაჭიმვის დადებითი ტესტი შეიძლება მიუთითებდეს წელის ზედა ნაწილის დისკის თიაქარზე[68]
პირველი გამოკვლევა
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI):
დისკის თიაქარი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში:
მიმოხილვით რენტგენოგრამაზე ძირითადად არ ფიქსირდება პათოლოგია
მეტი
სპინალური სტენოზი
ანამნეზი
წყვეტილი ტკივილი, ირადიაციით თეძოსა ან ფეხებზე, უარესდება ხანგრძლივად დგომისას, მოძრაობით ან წელის გაშლით; ტკივილი, როგორც წესი, გაივლის ჯდომისას, მწოლიარე მდგომარეობაში და/ან წელის მოხრისას; პაციენტმა შეიძლება აღწეროს წვის ხანგამოშვებითი შეგრძნება, დაბუჟება, სიმძიმე ან სისუსტე ფეხებში, უნი- ან ბილატერალური რადიკულური ტკივილი, მოძრაობის დეფიციტი, ნაწლავისა და შარდის ბუშტის დისფუნქცია, ზურგისა და დუნდულოს ტკივილი დგომის და მოძრაობისას
გასინჯვა
პაციენტები დადიან წინ მოხრილ პოზიციაში; სისხლძარღვოვანი კოჭლობის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ პულსის შესუსტება და კანის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორიცაა ლაქოვანი შეფერილობა, კანის გათხელება და ბზინვარება.
პირველი გამოკვლევა
- მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა:
ხერხემლის სტენოზი; ფასეტური სახსრის და/ან ყვითელი იოგის ჰიპერტროფია, რაც იწვევს ზურგის ტვინის არხის დიამეტრის შემცირებას
მეტი
სხვა გამოკვლევები
- რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში:
დეგენერაციული ართრიტი და ოსტეოფიტების დიფუზური წარმოქმნა ძირითადად დაკავშირებულია თანმხლებ დეგენერაციულ სპონდილოლისთეზსა ან სკოლიოზთან
მეტი
კომპრესიული მოტეხილობა
ანამნეზი
როგორც წესი, ანამნეზში ტრავმა, თუმცა მწვავე მოვლენა ყოველთვის არ ახსოვთ; ტკივილი მოსვენების დროს და ღამით, ანამნეზში მოტეხილობები მყიფეობის გამო(მაგ., დისტალური სხივის, ბარძაყის ან ხერხემლის სხვა კომპრესიული მოტეხილობები); ანამნეზში ოსტეოპოროზი ან ოსტეოპოროზის რისკი (მაგ. ხანდაზმული ასაკი, მენოპაუზის შემდგომი პერიოდი, გახანგრძლივებული სტეროიდული თერაპია)
გასინჯვა
მტკივნეულობა პალპაციისას შუა ხაზზე; მკვეთრად გამოხატული კიფოზი, ნევროლოგიური გასინჯვით ნორმალური მონაცემები, თუ არ აღინიშნება ნერვის ელემენტებთან ძვლის შეხება, როგორც ეს ვლინდება ნამსხვრევით მოტეხილობის დროს.
პირველი გამოკვლევა
- რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში:
მალის სხეულის სოლისებრი დეფორმაცია, ძირითადად წინ; კიფოზური დეფორმაცია; კომპრესიული მოტეხილობისას მალის მხოლოდ წინა ნახევარის დაზიანება
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ხერხემლის წელის ნაწილის CT კონტრასტის გარეშე:
ხერხემლის მალის სხეულის მოტეხილობა
მეტი - მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა:
შეუძლია გამოავლინოს ძვლის ტვინის შეშუპება, რომ დადგინდეს მოტეხილობა მწვავეა თუ ქრონიკული, სათანადო მკურნალობას გადასაწყვეტად
მეტი - ძვლის სცინტიგრაფია:
ხერხემლის მალის სხეულის მოტეხილობა
მეტი
დისკის დეგენერაციული დაავადება ან ფასეტური სახსრის ართროპათია
ანამნეზი
დისკოგენური სიმპტომები უარესდება წინ გადახრის, ხველების/ცემინების ან სიმძიმის აწევის დროს; ფასეტური ტკივილი, როგორც წესი, უარესდება გაშლისას.
გასინჯვა
ტკივილის გამო მოძრაობის დიაპაზონის შემცირება და მსუბუქი მტკივნეულობა პალპაციისას; ტკივილი მცირდება მოხრისას დისკოგენური ეტიოლოგიის შემთხვევაში და გაშლისას ფასეტური სახსრის ართროპათიის დროს
პირველი გამოკვლევა
- საწყისი ტესტის არარსებობა:
კლინიკური დიაგნოზი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა:
დისკის დეგენერაციული დაავადება: დისკის სიმაღლის დაკარგვა, ჩამკეტი ფირფიტის კოლაფსი და ჩვეულებრივ დისკში T2 სიგნალის დაქვეითება; რგოლოვანი ნახეთქი; ფასეტის ართროპათია: ფასეტის ჰიპერტროფია და შესაძლო T2 სიგნალი სახსარში.
მეტი - რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში:
დეგენერაციული ართრიტი და ოსტეოფიტების დიფუზური წარმოქმნა
მეტი
საკროილიიტი
ანამნეზი
წელის არეში ტკივილი, შესაძლოა აღინიშნოს ტკივილი ქვედა კიდურებში
გასინჯვა
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში:
სხვა პათოლოგია ჩვეულებრივ, არ აღინიშნება
- ლოკალური საანესთეზიო მედიკამენტით გავა-თეძოს წნულის დიაგნოსტიკური ბლოკადა, C-arm ფლუოროსკოპიული მეთვალყურეობით:
ტკივილის მნიშვნელოვნად შემცირება გავა-თეძოს სახსარში ინექციის შემდეგ
იშვიათია
ცხენის კუდის სინდრომი
ანამნეზი
ნაწლავის ან შარდის ბუშტის ან სექსუალური დისფუნქცია, ზურგის ტკივილი იშიასით ან მის გარეშე; სიმპტომები შეიძლება თანდათან გამოვლინდეს; ანამნეზში ლუმბური დისკის თიაქრი, ზურგის სტენოზი, ხერხემლის ტრავმა, ხერხემლის სიმსივნე (პირველადი ან მეტასტაზები), ინფექცია (მაგ., ტუბერკულოზი), ხერხემლის ოპერაცია.
გასინჯვა
სენსორული ცვლილებები უნაგირის ან პერიანალურ მიდამოში; სენსორული ცვლილებები ან დაბუჟება ქვედა კიდურებში; ქვედა კიდურების სისუსტე, ქვედა კიდურებში რეფლექსების შემცირება ან დაკარგვა; ანალური ტონუსის შემცირება
პირველი გამოკვლევა
- MRI კონტრასტით ან მის გარეშე:
რაშის კუდის კომპრესია
მეტი
ზურგის ტვინის კომპრესია
ანამნეზი
ლოკალიზებული ზურგის ტკივილი, ფესვობრივი ტკივილით ან მის გარეშე; ანამნეზში ხერხემლის ტრავმა, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, დისკის თიაქრი, სიმსივნე ან ინფექციები; მგრძნობელობის შეცვლა ან ჰემისენსორული დაკარგვა; სისუსტე; ყაბზობა, შარდის შეკავება
გასინჯვა
შეცვლილი მგრძნობელობა გარკვეული დონის ქვემოთ ან ჰემისენსორული დაკარგვა; ჰემიპლეგია/ჰემიპარეზი, პარაპლეგია/პარაპარეზი ან ტეტრაპლეგია/ტეტრაპარეზი; ჰიპორეფლექსია (ჰიპერრეფლექსია შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ პერიოდში, თუ მიზეზი არის ავთვისებიანი მდგომარეობა), დადებითი ბაბინსკის ნიშანი; დაქვეითებული ანალური ტონუსი
პირველი გამოკვლევა
- ხერხემლის მრტ:
ზურგის ტვინის კომპრესია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ხერხემლის კტ:
ზურგის ტვინის კომპრესია
მეტი
სპონდილოლიზი და/ან სპონდილოლისთეზი
ანამნეზი
უმეტესი ნაწილი უსიმპტომოა; ტკივილი წელის არეში, რომელიც ზოგჯერ გადაეცემა თეძოს უკანა ზედაპირზე და ძლიერდება გაშლისას
გასინჯვა
პირველი გამოკვლევა
- რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში:
ხაზოვანი გამჭვირვალობა მალთაშუა სახსრის ნაწილებში
მეტი
ხერხემლის დისციტი/ოსტეომიელიტი
ანამნეზი
ინფექცია გასათვალისწინებელია, თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ცხელება, წონის კლება და ზურგის არამექანიკური ტკივილი (ანუ ტკივილი, რომელიც მოძრაობის გარეშეც ვლინდება, განსაკუთრებით, მოსვენების მდგომარეობაში და ღამით); ანამნეზში ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება, იმუნოსუპრესია ან დიაბეტი
გასინჯვა
ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შესაბამისი ჰაბიტუსი; ცხელება; ლოკალური მტკივნეულობა განსაკუთრებით, პერკუსიისას; ნევროლოგიური ნიშნები არ ვლინდება
პირველი გამოკვლევა
ავთვისებიანი მდგომარეობა
ანამნეზი
ანამნეზში ავთვისებიანი მდგომარეობა (მკერდის, ფილტვის, წინამდებარე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლის), 50 წელზე უფროსი ასაკი, ზურგის ტკივილი ღამით და მოსვენებისას; იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნური დესტრუქცია გავრცობილია და იწვევს ნევროლოგიურ კომპრესიას, შესაძლოა აღინიშნოს ნევროლოგიური დეფიციტი
გასინჯვა
სიმსივნის ზომისა და ლოკალიზაციის მიხედვით, შესაძლოა გამოვლინდეს ზოგადი სისტემური სიმპტომები, მათ შორის: ცხელება/ჟრჟოლა, წონის კლება, შეუძლოდ ყოფნა; ფოკალური მტკივნეულობა და/ან ნევროლოგიური დეფიციტი
პირველი გამოკვლევა
- მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა:
ლიზისური ან ბლასტური დაზიანება, T2 სიგნალის სხვადასხვა ინტენსივობით; დაზიანება ძირითადად არ კვეთს საბოლოო ფირფიტას, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს რბილ ქსოვილებში გავრცელება
მეტი
სხვა გამოკვლევები
ანთებითი სპონდილოართროპათია
ანამნეზი
უპირატესად მამაკაცებში მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, ადრეული დილის შებოჭილობა, ღამის ზურგის ტკივილი, დაღლილობა, წონის კლება, დიფუზური არასპეციფიკური ტკივილი გავრცელებით ორმხრივად დუნდულებში; ტკივილი უმჯობესდება ფიზიკური აქტივობის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ; შეიძლება ჰქონდეს დაქტილიტის, ენთეზიტის, უვეიტის ან ფსორიაზის სიმპტომები; შეიძლება ჰქონდეს ართრიტის ან ფსორიაზის ოჯახური ანამნეზი; ნაწლავის ანთებითი დაავადების ანამნეზი შეიძლება მიუთითებდეს ენტეროპათიურ ართრიტზე; უახლესი შარდსასქესო ინფექციის ანამნეზი
გასინჯვა
ღერძული სპონდილოართროპათია ან მაანკილოზებელი სპონდილიტი: ხერხემლის გაშეშება კიფოზით, ხერხემლის ქვედა ნაწილის მოძრაობის შეზღუდული დიაპაზონი, მტკივნეულობა პალპაციით; შეიძლება იყოს სახსარგარე ნიშნები, მათ შორის ენთეზიტი, უვეიტი, დაქტილიტი, ფსორიაზი, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი
პირველი გამოკვლევა
- გავა-თეძოს სახსრის მიმოხილვითი რენტგენი:
გავა-თეძოს სახსრის ეროზია (კვადრატული წელის მალები), მოგვიანებით- შევიწროება და შერწყმა ("ბამბუკისებრი" ხერხემალი) მიანიშნებს მაანკილოზებელ სპონდილიტზე
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა:
სპონდილიტი; მოტეხილობები
მეტი - სისხლის საერთო ანალიზი:
შესაძლოა მომატებული იყოს ლეიკოციტების რაოდენობა
- C- რეაქტიული ცილა:
შესაძლოა იყოს ნორმალური ან მომატებული
- ერითროციტების დალექვის სიჩქარე:
შესაძლოა იყოს ნორმალური ან მომატებული
- ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი B27:
შესაძლოა იყოს დადებითი ან უარყოფითი
მეტი
შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება
ანამნეზი
ართრალგია, პოლიართრიტი, სისტემური სიმპტომები: ცხელება, წონის კლება და დაღლილობა
გასინჯვა
ორგანოების დაზიანების ნიშნები (მაგ., გამონაყარი, ლიმფადენოპათია, მსტვინავი სუნთქვა, მალაბსორბციის ნიშნები, სახსრის მტკივნეულობა, სახსრიდან გამონაჟონი და შეშუპება, უვეიტის, კონიუქტივიტის ნიშნები)
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- გულმკერდის რენტგენი:
ნორმაშია; შუასაყრის ლიმფადენოპათია; ფილტვის ინტერსტიციული დაავადება; პერიკარდიული გამონაჟონი
- ხერხემლის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია:
შეიძლება გამოვლინდეს რევმატოიდური ართრიტის ნიშნები
სქოლიოზი
ანამნეზი
ზურგის ტკივილი, პოსტურალური ასიმეტრია, მოზარდი პაციენტი
გასინჯვა
ხერხემლის გვერდითი გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში; პარასპინალური და ნეკნების გამოდრეკა, მეტად წინ გადახრით; ბეჭების ასიმეტრიული გამოდრეკა; ნორმალური ნევროლოგიური გასინჯვა
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- მთელი ხერხემლის რენტგენი:
ხერხემლის გამრუდება >10 გრადუსზე ფრონტალურ სიბრტყეში
მეტი
მუცლის აორტის ანევრიზმა
ანამნეზი
უეცრად დაწყებული ხანგამოშვებითი ან უწყვეტი ტკივილი მუცლის არეში, ირადიაციით ზურგში; შეიძლება განვითარდეს კოლაფსი; ხანდაზმული ასაკი; ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადება
გასინჯვა
მოპულსირე წარმონაქმნი მუცლის არეში, ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია, ტაქიკარდია
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
ანევრიზმის გავრცელება და ზომა
სხვა გამოკვლევები
- კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფია:
ნათლად გამოსახავს ანევრიზმას და ვისცერული არტერიების დაზიანებას
მეტი
მწვავე პანკრეატიტი
ანამნეზი
უეცრად დაწყებული ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ირადიაციით ზურგში; შეიძლება შემსუბუქდეს წინ გადახრით მჯდომარე პოზიციაში; უკავშირდება გულისრევასა და ღებინებას; ანამნეზში ალკოჰოლის გამოყენება ან ნაღვლოვანი კენჭები
გასინჯვა
ტაქიკარდია, ცხელება, სიყვითლე, მუცლის მტკივნეულობა/დეფანსი
პირველი გამოკვლევა
- შრატის ლიპაზა ან ამილაზა:
მომატებულია (3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს)
მეტი - FBC:
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები:
მომატებული ასპარტატამინოტრანსფერაზა, ალანინამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა და/ან ბილირუბინი
მეტი - ბიოქიმიური ანალიზი:
მომატებული გლუკოზა
მეტი - შრატის ტრიგლიცერიდები:
ხშირად მომატებული
სხვა გამოკვლევები
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
შეიძლება გამოვლინდეს პანკრეასის ანთება, პერიპანკრეატული წნულები, კალციფიკატები ან სითხის გროვა
მეტი - კონტრასტით გაძლიერებული კომპიუტერული ტომოგრაფია:
სითხის გროვა; ფსევდოცისტები; აბსცესი
მეტი - მაგნიტური გამოსახულება/მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (MRI/MRCP):
დასკვნები შეიძლება მოიცავდეს კენჭებს, სიმსივნეებს, პანკრეასის დიფუზურ ან სეგმენტურ გაფართოებას არასწორი კონტურით და პერიპანკრეასის ცხიმის ობლიტერაციას, ნეკროზს ან ფსევდოციტებს.
მეტი
პიელონეფრიტი
ანამნეზი
საშარდე სისტემის სიმპტომები: დიზურია, ხშირი შარდვა და შეკავება; ფერდქვეშა ტკივილი შეიძლება გადაეცეს ზურგში; ცხელება, ჟრჟოლა, დაღლილობა
გასინჯვა
მტკივნეულობა ფერდქვეშა არეში ან ნეკნ-ხერხემლის კუთხეში
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
პიურია, მიკროსკოპული ჰემატურია
- შარდის ბაქტერემიული ანალიზი:
დადებითი
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
უხეში სრუქტურული ცვლილებები; ჰიდრონეფროზი, კენჭები, სითხეების პერირენალური შეგროვება
მეტი - კონტრასტით გაძლიერებული კომპიუტერული ტომოგრაფია:
თირკმლის შეცვლილი პარენქიმის პერფუზია; კონტრასტის შეცვლილი გამოყოფა; პერინეფრული სითხე; არ არის თირკმლის დაავადება
მეტი - მაგნიტურ რეზონანსული კვლევა(MRI):
შეიძლება იყოს ნორმალური მსუბუქი ინფექციით; მძიმე ინფექციის დროს თირკმლის წილები შეიძლება გამოჩნდეს შეშუპებული და დაბალი სიმკვრივის; სხვა აღმოჩენები შეიძლება მოიცავდეს თირკმელების კენჭებს ან გაზს შემგროვებელ სისტემაში; შეძლება ინახოს პერინეფრული დაჭიმულობა
მეტი
თირკმლის კოლიკა
ანამნეზი
ძლიერი, მწვავე ტკივილი ფერდქვეშა არეში, შესაძლო ირადიაციით საზარდულის არეში, იმავე მხარეს; დაკავშირებულია გულისრევა და ღებინება; ანამნეზში სითხის მოცულობის შემცირება ან კენჭების გამომწვევი მედიკამენტების მიღება (მაგ., ანტაციდები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ნატრიუმისა და კალციუმის შემცველი პრეპარატები, C და D ვიტამინი, ინდინავირი)
გასინჯვა
მტკივნეულობა ფერდქვეშა არეში ან ნეკნ-ხერხემლის კუთხეში; შეიძლება აღინიშნოს მაკროსკოპული ჰემატურია
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
მიკროსკოპული ჰემატურია
მეტი - უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფია:
კალციფიკაცია აღინიშნება თირკმლის შემკრებ სისტემასა ან შარდსადენში
- FBC:
ნორმალური ან მომატებული WBC რაოდენობა
- შრატის ელექტროლიტები, შარდოვანა და კრეატინინი:
ნორმალური ან პათოლოგიური
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
საშარდე გზების კალციფიკაცია
კუჭის პეპტიური წყლული
ანამნეზი
მწველი ტკივილი ეპიგასტრიუმში, ირადიაციით ზურგში; ძირითადად უკაშირდება კვებას; შეიძლება შემსუბუქდეს ანტაციდების ფონზე; ჰემატემეზისი ან მელენა ვლინდება დაავადების შორსწასული ფორმის დროს
გასინჯვა
ეპიგასტრიუმის მტკივნეულობა, შეიძლება გამოვლინდეს მელენა რექტული გასინჯვისას
პირველი გამოკვლევა
- FBC:
მიკროციტული ანემია; მომატებული ლეიკოციტების რაოდენობა
- Helicobacter pylori ტესტი:
შესაძლოა იყოს დადებითი
- მუცლის ღრუს სერიული რენტგენი:
თუ არსებობს პერფორაცია, მუცლის ღრუს რეტგენოგრამაზე მდგომარე პოზიციაში შეიძლება ინახოს თავისუფალი ჰაერი მუცლის ღრუში . გამოსახულებები კეთდება როგორც ჰორიზონტალურ (მწოლიარე), ისე ვერტიკალურ (მდგომარე) პოზიციებში.
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია:
გამოავლენს სისხლდენის წყაროს და დაწყლულებას
მეტი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიები წყალში ხსნადი კონტრასტით:
კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან კონტრასტის ექსტრავაზაცია
ზურგის ტვინის ეპიდურული აბსცესი
ანამნეზი
კეროვანი სპინალური პროცესის ტკივილი, ხშირად პარავერტებერალური სპაზმით; ტკივილი მატულობს წონის ტარებისას და არ იხსნება დასვენებით; ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი, მედიკამენტების ინტრავენური მოხმარება, აივ ინფექცია, იმუნიტეტის დათრგუნვა, ბოლოდროინდელი ინვაზიური პროცედურები (მაგ., გადატანილი ზურგის ოპერაცია ან ტრავმა, გადატანილი ნეიროაქსიალური ანესთეზია ასოცირებული მუდმივ [ინტრათეკალურ/ეპიდურული] კათეტერის განთავსებასთან), დიალიზი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; არსებული ინფექციები (მაგ., ინფექციური ენდოკარდიტი, საშარდე გზების ინფექცია) შესაძლოა იყოს ინფექციის წყარო ჰემატოგენური გავრცელებით; ასევე უნდა დადგინდეს უკვე არსებული ადგილობრივი ინფექციის კერა, რადგან ხერხემლის ოსტეომიელიტის პირდაპირი გავრცელების წყარო შეიძლება იყოს ფსოას აბსცესი ან რეტროფარინგეალური აბსცესი.
გასინჯვა
ცხელება ოფლიანობითა და ჟრჟოლით ან აფებრილური; ნევროლოგიური დეფიციტის ნიშნები და სიმპტომები; კიდურების სისუსტე ხშირია და შეიძლება მიუთითებდეს მოსალოდნელ მოტორულ სისუსტეს; სენსორული აშლილობა, პათოლოგიური რეფლექსები (დაწყებული ჰიპერრეფლექსიიდან რეაქციის შემცირებამდე ან გაქრობამდე) და იზოლირებული სფინქტერის დისფუნქცია
პირველი გამოკვლევა
ჰერპესული ინფექცია
ანამნეზი
წვა, მჭრელი ან მჩხვლეტავი ტკივილი დერმატომულ სივრცეში; ქავილი, გამონაყარი; რისკის ფაქტორები (ხანდაზმული ასაკი, იმუნოსუპრესია)
გასინჯვა
გამონაყარი დერმატომალურ სივრცეში, რომელიც არ კვეთს შუა ხაზს, თავდაპირველად ერითემატოზული და მაკულოპაპულური, მოგვიანებით ვეზიკულური
პირველი გამოკვლევა
- არ არის:
კლინიკური დიაგნოზი
სხვა გამოკვლევები
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ვირუსული DNA-თვის:
დადებითი ვარცელას ზოსტერის DNA-თვის
რეტროპერიტონეალური სისხლდენა
ანამნეზი
სიმპტომები შეიძლება ბუნდოვანი იყოს; საზარდულის, მუცლის ქვედა ნაწილის ან ზურგის ტკივილი; რისკ-ფაქტორების ანამნეზი (მაგ., ბოლოდროინდელი ანტიკოაგულაცია, ბოლოდროინდელი კარდიული ან ფემორალური ანგიოგრაფია, ბოლოდროინდელი გინეკოლოგიური პროცედურა რეპროდუქციული ასაკის ქალებში)
გასინჯვა
აუხსნელი ტაქიკარდია; მტკივნეულობა მუცლის ქვედა ნაწილში სისხლდენის მხარეს; შეიძლება იყოს გვერდის სისხლჩაქცევა; დიაფორეზი მძიმე შემთხვევაში; ღრმა ჰიპოტენზია ცნობიერების დონის დაქვეითებით შოკის არსებობისას
პირველი გამოკვლევა
- ძირითადი გამოკვლევები(სისხლის საერთო ანალიზი, შრატში ელექტროლიტები, სისხლში გლუკოზა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, კოაგულოგრამა, სისხლის ჯგუფი და რეზუსი):
დაბალი ჰემოგლობინი; INR შეიძლება, მომატებული იყოს
- ელექტროკარდიოგრამა:
ნორმალური, ან ტაქიკარდია
სხვა გამოკვლევები
- მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით:
შეიძლება ჰემატომა გამოჩნდეს
- კომპიუტერულ-ტომოგრაფიულმა ანგიოგრაფიამ:
შეიძლება, აქტიური სისხლდენის ადგილი გამოავლინოს, თუ სისხლდენა არ შეწყვეტილა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას