ეტიოლოგია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Klinische richtlijn rond lage rugpijn en radiculaire pijnავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018Guide de pratique clinique pour les douleurs lombaires et radiculairesავტორი: KCEბოლო გამოქვეყნება: 2018

ტკივილის წარმოქმნაში სავარაუდოდ ჩართულია ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურა, მათ შორის იოგები, ფასეტური სახსრები, პარავერტებრული კუნთები და ფასცია, მალთაშუა დისკები და ზურგის ტვინის ნერვების ფესვები.[6]

ეტიოლოგიური ფაქტორები შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად: მექანიკური, სისტემური და გადაცემითი. ამ დროისთვის ყველაზე ხშირია მექანიკური მიზეზი (97%).[6] წელის ტკივილი არასპეციფიკურია და ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.[2]

მექანიკური

ზურგის მექანიკური მიზეზით გამოწვეული ტკივილი ვლინდება ხერხემლის მოძრაობისას და მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში.

წელის დაჭიმვა

  • დაჭიმვა: კუნთოვანი ბოჭკოების დაზიანება სხვადასხვა ადგილზე, კუნთის მუცელსა ან კუნთისა და მყესის შეერთების ადგილზე. პაციენტები აღნიშნავენ ძლიერ ტკივილს 24-48 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ვლინდება კუნთების სპაზმი.

  • დაჭიმვა (იოგოვანი): ხერხემლის 1 ან მეტი იოგის სუბკატასტროფული დაჭიმვა. დაზიანებულია ზოგიერთი ბოჭკო, მაგრამ იოგის ზოგადი მთლიანობა დარღვეული არ არის.

დისკის დეგენერაცია და/ან ფასეტური სახსრები

  • ტკივილის ძირითად წყაროდ სავარაუდოდ, მიჩნეულია დისკი (დისკოგენური ტკივილი).[13]

    • ბევრ პაციენტში დისკის დეგენერაციული ცვლილებები უსიმპტომოდ მიმიდინარეობს.

    • დისკოგენური ტკივილი, დისკთაშუა წნევის მომატების გამო ძლიერდება მოხრისას, მჯდომარე მდგომარეობაში, ხველის/ცემინებისას.

  • ფასეტური სახსრები შეიძლება გახდეს ზურგის ტკივილის მიზეზი, რომელიც ძლიერდება გაშლისას, სასახსრე ზედაპირებზე მექანიკური დატვირთვის შედეგად.[14]

  • ფასეტური სასახსრე კაფსულის ანატომიური ნაწილია ტკივილის (ნოციცეპტური) ბოჭკოები.[15][16]

პულპოზური ბირთვის თიაქარი (HNP)

  • პაციენტთა უმრავლესობის ბუნებრივი ისტორია მიუთითებს კლინიკურ გაუმჯობესებაზე, მხოლოდ 10%-ს სჭირდება ქირურგიული ჩარევა.[17][18]

  • ფეხის ტკივილი, ზურგის ტკივილთან შედარებით ძირითადად უფრო ძლიერია, რომელიც ირადირდება ქვედა კიდურზე დერმატომული განაწილების მიხედვით.

  • ზურგის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს გადაცემითი ტკივილით, შესაბამისი ფიბროზული რგოლის გახევის შედეგად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პულპოზური ბირთვის თიაქარი, რომელიც იწვევს ნერვულ ფესვზე ზეწოლას. რადიკულური სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს დეგენერაციული დისკების მიერ გამოთავისუფლებული ქიმიური შუამავლებით ან ნერვული ფესვის მექანიკური კომპრესიით.BMJ 2008; 337:a2718; გამოიყენება ნებართვებით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@60705b33

სპინალური სტენოზი

  • სპინალური არხის ანატომიური ზომების შევიწროება დისკის ოსტეოფიტის წარმოქმნისა და სახსრის/მყესის ფლავუმის ჰიპერტროფიის შემდგომ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის სხეულის ღერძული ხედი, რომელიც აჩვენებს ცენტრალურ სპინალურ სტენოზსBMJ 2008; 337:a2718; გამოიყენება ნებართვებით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@5b3a5e06

  • პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ ზურგის ტკივილი, რომელიც ხშირად ნეიროგენულია და მეორეულად განვითარებული წელის მალების ნერვთა ფესვების მექანიკური შევიწროებით.[19][Figure caption and citation for the preceding image starts]: სპინალური სტენოზის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა: (A) შემოსაზღვრავს სპინალური არხის ნორმალურ საგიტალურ დიამეტრს. (B) შემოსაზღვრავს სპინალური არხის მძიმე შევიწროვებასექიმ Dr K. Singh საკუთრება; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@5f87e83c[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხერხემლის სტენოზის MRI: ისრებით მითითებულია ხერხემლის არხის საშუალო ფორმის სტენოზი. ის გამოწვეულია ფასეტური სახსრისა და ყვითელი იოგების ჰიპერტროფიითექიმ Dr K. Singh საკუთრება; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@2a8785c2

სპონდილოლიზი და/ან სპონდილოლისთეზი

  • ზოგად პოპულაციაში მალთაშუა სახსრის დეფექტის ინციდენტობა 3-6%-მდე მერყეობს,[20][21][22] მაგრამ უმეტესი ნაწილი უსიმპტომოა.

  • პაციენტებს აღენიშნებათ ტკივილი წელის არეში, რომელიც ზოგჯერ გადაეცემა თეძოს უკანა ზედაპირზე. ტკივილი უარესდება გაშლისას.

  • თუ სპონდილოლიზი მძიმეა, შეიძლება აღინიშნოს უფრო მკვეთრად გამოხატული ლორდოზი, გულის ფორმის დუნდულო ან ხერხემლის წვეტიანი მორჩების გადახრა შუა ხაზიდან.

კომპრესიული მოტეხილობა

  • შესაძლოა განვითარდეს დაუდგენელი ტრავმის შედეგად. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევები ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციისა და ავთვისებიანი წარმონაქმნების შესაფასებლად, მოტეხილობის მექანიზმის გათვალისწინებით.

  • პაციენტებმა შეიძლება გაცნობოთ ზურგის უეცარი ტკივილის შესახებ ხველების, ცემინების, სიმძიმის აწევის ან პოზიციის შეცვლის შემდეგ.

  • შეიძლება ასოცირებული იყოს რადიკულოპათიასთან, რომელიც მეორეულად ვითარდება მალთაშუა ხვრელის ნერვებზე ზეწოლით, მალთა სხეულების სიმაღლის შემცირების ფონზე.

  • თუ კომპრესიული მოტეხილობა განვითარდა დაბალი ენერგიის მქონე მექანიზმით, უნდა ვეძებოთ მოტეხილობის მეტაბოლური მიზეზები. შემდგომი მოტეხილობების პრევენციისთვის საჭიროა ოსტეოპოროზის აგრესიული მკურნალობა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კომპრესიული მოტეხილობის რენტგენი: ლატერალური პროექციის რენტგენი L2 კომპრესიული მოტეხილობის დროს (A). შეინიშნება მალის სხეულის სოლისებრი დეფორმაციაექიმ Dr K. Singh საკუთრება; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@6cb1473

საკროილიიტი

  • გავა-თეძოს სახსარი ასევე შეიძლება გახდეს წელის ტკივილის მიზეზი.[23] შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს ქვედა კიდურების გადაცემით ტკივილთან.

  • საკროილიიტის პირველადი მიზეზი ჩვეულებრივ, დეგენერაციული ცვლილებაა, თუმცა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანთებით ართრიტთან. ის შუახნის და ასაკიან პაციენტებში დეგენერაციული ხასიათის ხშირი პრობლემაა, მაგრამ იშვიათად ვლინდება მეორეული ანთებითი პრობლემის სახით.

  • შეფასებულია, რომ საკროილეიტი ვითარდება 10%-დან 25%-მდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მუდმივი ღერძული წელის ტკივილი დისკის თიაქრის, დისკოგენური ტკივილის ან რადიკულიტის გარეშე.[24]

სქოლიოზი

  • მოზარდის იდიოპათიური სქოლიოზი არის ხერხემლის სტრუქტურული დეფორმაცია, რომელიც ხასიათდება ხერხემლის ლატერალური გამრუდებით ფრონტალურ სიბრტყეში.[25]

  • პაციენტებს ჩვეულებრივ აღენიშნებათ პოსტურალური ასიმეტრია. პაციენტთა 23%-ს აქვს ზურგის ტკივილი მომართვის დროს.[26]

სისტემური

სისტემური ეტიოლოგია გაცილებით ნაკლებად გავრცელებულია (1%), ვიდრე მექანიკური ეტიოლოგიის ზურგის ტკივილი, მაგრამ ეს მიზეზები, როგორც წესი, საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას და მიუთითებს შესაძლო გადაუდებელ მიმართვაზე ხერხემლის ქირურგთან.[6][27]

ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი სისტემური მიზეზებია სიმსივნე და ინფექცია.

ტერმინი "ანთებითი სპონდილოართროპათია" მოიცავს რამდენიმე ანთებით დაავადებას მსგავსი მახასიათებლით (ძირითადად აქსიალური სპონდილოართრიტი მაანკილოზებელი სპონდილიტის ჩათვლით ან ფსორიაზული ართრიტი). შეიძლება დაზიანდეს აქსიალური და პერიფერული სახსრები.

სისტემური ეტიოლოგიებია:

  • ინფექციები

    • არანამკურნალევი დისციტი, ოსტეომიელიტი ან ეპიდურული აბსცესი, რომელიც იწვევს სეფსისს, პროგრესირებად კიფოზურ დეფორმაციას და/ან ნევროლოგიურ დეფიციტს.

  • ავთვისებიანი მდგომარეობები (პირველადი ან მეორადი)

    • ხერხემლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა გამოვლინდეს წელის ტკივილით და თანდართული რადიკულური სიმპტომებით.

    • შეიძლება საეჭვო იყოს ღამის ტკივილისა და წონის კლებისას, განსაკუთრებით თუ წელის ტკივილი არ მსუბუქდება 6 კვირიანი კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ.

    • შეიძლება იყოს პირველადი ავთვისებიანი მდგომარეობების ანამნეზი, როგორიცაა მკერდის, ფილტვის, პროსტატის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვალის, რომელიც ცნობილია მეტასტაზებით ძვლებში. სხვა სიმსივნეები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ხერხემალზე, მოიცავს მრავლობით მიელომას, ლიმფომას და მელანომას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სიმსივნის რენტგენი: ლიმფომა (A), ხერხემლის L5 მალის დესტრუქციითექიმ Dr K. Singh საკუთრება; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@36dafef5[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლიმფომის მაგნიტური-რეზონანსული ტომოგრაფია: ისრის წვერი მიუთითებს რბილქსოვილოვან წარმონაქმნზე, რომელიც იჭრება ხერხემლის არხში. ისარი მიუთითებს სიმსივნეზე, პროტრუზიით L5 მალის სხეულის წინექიმ Dr K. Singh საკუთრება; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@1bfee2f5

  • ანთებითი სპონდილოართროპათია (მაგ., მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, ენტეროპათიური ართრიტი)[28]

  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი)

გადაცემითი

ტკივილის მიზეზი ძირითადად არ უკავშირდება ხერხემალს და შეიძლება იყოს ინტრა/რეტროპერიტონეალური პათოლოგიების ნიშანი. ეს ეტიოლოგიები გაცილებით ნაკლებად ხშირია (2%), ვიდრე მექანიკური ზურგის ტკივილი.[6]

  • აორტის ანევრიზმა

  • მწვავე პანკრეატიტი

  • მწვავე პიელონეფრიტი

  • თირკმლის კოლიკა

  • კუჭის პეპტიური წყლული

  • ჰერპეს ზოსტერი (ზოსტერი).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას