ფავიპირავირი
ფავიპირავირი (ადრე ცნობილი, როგორც T-705) სელექციურად ახდენს ვირუსული რნმ-დამოკიდებული რნმ პოლიმერაზას ინჰიბირებას. თავდაპირველად ეს მედიკამენტი შეიქმნა გრიპის მკურნალობის მიზნით, თუმცა მან გამოავლინა სხვა რნმ-ვირუსების საწინააღმდეგო აქტივობა, მათ შორის ფლავივირუსებისთვის, ბუნიავირუსებისთვის, ალფავირუსების, არენავირუსებისთვის და არენავირუსებისთვის ინ ვიტრო[30]Mendenhall M, Russell A, Juelich T, et al. T-705 (favipiravir) inhibition of arenavirus replication in cell culture. Antimicrob Agents Chemother. 2011;55:782-787.
http://aac.asm.org/content/55/2/782.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21115797?tool=bestpractice.com
და ცხოველების მოდელებში. ფავიპირავირმა ზღვის გოჭის მოდელებში გამოავლინა ეფექტურობა ახალი მსოფლიოს არენავირუსის, პიჩინდეს ვირუსის საწინააღმდეგოდ.[3]Enria DA, Briggiler AM, Sánchez Z. Treatment of Argentine hemorrhagic fever. Antiviral Res. 2008;78:132-139.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18054395?tool=bestpractice.com
ის ასევე გამოკვლეულ იქნა ხუნინის ვირუსით დაავადებულ ზღვის გოჭის მოდელებში და გამოავლინა საიმედო შედეგები ინტრაპერიტონეულად მიღების დროს, გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებით (78%) რიბავირინთან შედარებით (33%-დან 40%-მდე).[31]Gowen BB, Juelich TL, Sefing EJ, et al. Favipiravir (T-705) inhibits Junín virus infection and reduces mortality in a guinea pig model of Argentine hemorrhagic fever. PLoS Negl Trop Dis. 2013;7:e2614.
http://journals.plos.org/plosntds/article?id=10.1371/journal.pntd.0002614
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24386500?tool=bestpractice.com
ფავიპირავირი ჯერ არ გვხვდება ადამიანის კვლევებში არენავირუსებზე, თუმცა მან გამოავლინა, რომ არის უსაფრთხო ებოლას ვირუსის დაავადების მქონე პაციენტებში შეყვანის დროს, დაბალი ვირუსული დატვირთვების შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებით.[32]Sissoko D, Laouenan C, Folkesson E, et al. Experimental treatment with favipiravir for Ebola virus disease (the JIKI trial): a historically controlled, single-arm proof-of-concept trial in Guinea. PLoS Med. 2016;13:e1001967.
http://journals.plos.org/plosmedicine/article?id=10.1371/journal.pmed.1001967
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26930627?tool=bestpractice.com
აღწერილია არგენტინული ჰემორაგიული ცხელების ერთი შემთხვევა, რომელსაც უმკურნალეს ფავიპირავირით და რიბავირინით.[33]Veliziotis I, Roman A, Martiny D, et al. Clinical management of Argentine hemorrhagic gever using ribavirin and favipiravir, Belgium, 2020. Emerg Infect Dis. 2020 Jul;26(7):1562-6.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7323566/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32271701?tool=bestpractice.com
ალფაკონის ინტერფერონი-1/DEF201
ალფაკონის ინტერფერონი-1 არის ინტერფერონ ალფას ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ჰეპატიტის სამკურნალოდ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ის ხელმისაწვდომია. დღეისათვის არენავირუსის კვლევისთვის განვითარებულმა, როგორც DEF201, მან გამოავლინა აქტიურობა ახალი მსოფლიოს არენავირუსის, პიჩინდეს ვირუსის საწინააღმდეგოდ ინ-ვიტრო და ცხოველის მოდელებში. ზაზუნას მოდელებში გადარჩენის მაჩვენებლები გაზრდილია, გაგრძელდა დრო სიკვდილამდე და შემცირდა ვირუსული ტიტრები. მას აღმოაჩნდა სინერგიული აქტივობა რიბავირინთან ერთად.[34]Vela E. Animal models, prophylaxis, and therapeutics for arenavirus infections. Viruses. 2012;4:1802-1829.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3499831/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23170184?tool=bestpractice.com
[35]Gowen BB, Smee DF, Wong MH, et al. Combinatorial ribavirin and interferon alfacon-1 therapy of acute arenaviral disease in hamsters. Antivir Chem Chemother. 2006;17:175-183.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17066896?tool=bestpractice.com
[36]Gowen BB, Barnard DL, Smee DF, et al. Interferon alfacon-1 protects hamsters from lethal pichinde virus infection. Antimicrob Agents Chemother. 2005;49:2378-2386.
http://aac.asm.org/content/49/6/2378.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15917537?tool=bestpractice.com
ST-294
ამ მომენტისათვის მედიკამენტი შემუშავების პროცესშია. ST-294 არის მცირე ზომის მოლეკულა, რომელიც ხელს უშლის არენავირუსის გარსის გლიკოპროტეინებით გაშუალებულ მემბრანულ შერწყმას ენდოსომების შიგნით, რითაც ხდება ვირუსის უჯრედში შესვლის პრევენცია. მან გამოავლინა ანტივირუსული ეფექტურობა ტეკარიბეს (ახალი მსოფლიოს არენავირუსი) მქონე თაგვის სახეობებზე.[34]Vela E. Animal models, prophylaxis, and therapeutics for arenavirus infections. Viruses. 2012;4:1802-1829.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3499831/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23170184?tool=bestpractice.com
[37]York J, Dai D, Amberg SM, et al. pH-induced activation of arenavirus membrane fusion is antagonized by small-molecule inhibitors. J Virol. 2008;82:10932-10939.
http://jvi.asm.org/content/82/21/10932.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18768973?tool=bestpractice.com
[38]Bolken TC, Laquerre S, Zhang Y, et al. Identification and characterization of potent small molecule inhibitor of hemorrhagic fever New World arenaviruses. Antiviral Res. 2006;69:86-97.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16343651?tool=bestpractice.com
ამ მომენტისათვის კვლევებს გადიან მცირე მოლეკულები და სხვა პოტენციური ანტივირუსული წამლები, რომლებმაც საიმედო შედეგები გამოავლინეს ლასას ცხელების (ძველი სამყაროს არენავირუსი) მკურნალობის დროს და პოტენციური აქტიურობა ახასიათებთ ახალი მსოფლიოს არენავირუსებზე უჯრედების კვლევების დროს. ახალი სამყაროს არენავირუსებისთვის ამ პოტენციური მედიკამენტების კვლევა ჯერ არ ჩატარებულა ცხოველების მოდელებში და არცერთ პროდუქტს არ მიუღწევია კლინიკური კვლევებისთვის როგორც ძველი, ისე ახალი სამყაროს არენავირუსებისთვის.[34]Vela E. Animal models, prophylaxis, and therapeutics for arenavirus infections. Viruses. 2012;4:1802-1829.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3499831/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23170184?tool=bestpractice.com
გაბაპენტინი
არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ხუნინის ვირუსის უჯრედებში შესვლა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს იქნას პოტენციალ-დამოკიდებული კალციუმის არხის სუბერთეულებით.[39]Lavanya M, Cuevas CD, Thomas M, et al. siRNA screen for genes that affect Junín virus entry uncovers voltage-gated calcium channels as a therapeutic target. Sci Transl Med. 2013;5:204ra131.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4104171/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24068738?tool=bestpractice.com
ამ არხების ბლოკადამ გამოავლინა ხუნინის ვირუსის უჯრედებთან შერწყმის შემცირება და უჯრედებში შესვლის შეფერხება. გაბაპენტინი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ნეიროპათიური ტკივილების დროს, ბლოკავს პოტენციალზე დამოკიდებული კალციუმის არხის ალფა(2)დელტა სუბერთეულს. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ გაბაპენტინს შეუძლია ხუნინის ვირუსის ინფექციის ინჰიბირება. კლინიკური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.
მონოკლონური ანტისხეულები
ამჟამად მიმდინარეობს პროექტები ჰემორაგიული ცხელების სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების შესაქმნელად . გამოვლენილია თერაპიული კანდიდატები მაჩუპოს ვირუსის და ხუნინის ვირუსის სამკურნალოდ (ეს ვირუსები იწვევენ, შესაბამისად, ბოლივიურ და არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებებს).[3]Enria DA, Briggiler AM, Sánchez Z. Treatment of Argentine hemorrhagic fever. Antiviral Res. 2008;78:132-139.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18054395?tool=bestpractice.com
[40]Amanat F, Duehr J, Huang C, et al. Monoclonal antibodies with neutralizing activity and Fc-effector functions against the Machupo virus glycoprotein. J Virol. 2020 Feb 14;94(5):e01741-19.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7022345/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31801871?tool=bestpractice.com
[41]Pan X, Wu Y, Wang W, et al. Novel neutralizing monoclonal antibodies against Junin virus. Antiviral Res. 2018 Aug;156:21-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29870772?tool=bestpractice.com
ერთი კვლევის თანახმად, მონოკლონური ანტისხეულები 100% დაცვას უზრუნველყოფს, თუ თუ მათი გამოყენება ინფიცირებიდან 6 დღეში დაიწყო, ხოლო 7 დღის შემდეგ დაცვა 92%-იანია. ეს მონაცემები არგენტული ჰემორაგიული ცხელების ზღვის გოჭის მოდელებში დაფიქსირდა.[42]Zeitlin L, Geisbert JB, Deer DJ, et al. Monoclonal antibody therapy for Junin virus infection. Proc Natl Acad Sci U S A. 2016 Apr 19;113(16):4458-63.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4843420/
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27044104?tool=bestpractice.com
ებოლას ვირუსის დაავადებისთვის მონოკლონური ანტისხეულების თერაპიის სარგებლიდან გამომდინარე და წარსულში არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისთვის იმუნური პლაზმის გამოყენების გათვალისწინებით, ეს არის მიმართულება, რომელიც შესაძლოა პერსპექტიული აღმოჩნდეს, თუ მოხერხდება შესაბამისი დაავადებებისთვის პროდუქტის შემუშავება.[43]Mapp Biopharmaceutical. LeafBio announces conclusion of ZMapp™ clinical trial. February 2016 [internet publication].
http://mappbio.com/leafbio-announces-conclusion-of-zmapp-clinical-trial/