ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

ძირითადი ფაქტორებია: პროფესიული ექსპოზიცია, დაბინძურებული საკვების მიღება და ბიოლოგიური ტერორიზმი.

მწველი ტკივილი (კანზე ან ლორწოვანზე კონტაქტი)

კანი ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. როგორც წესი, იწყება ექსპოზიციის შემდეგ დაუყოვნებლივ.

ბუშტუკოვანი გამონაყარი (კანზე ან ლორწოვანზე კონტაქტი)

ბუშტუკებისა და ბულოზური ერთეულების ფორმირება.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ერითემა (კანზე ან ლორწოვანზე კონტაქტი)

კანის გაღიზიანება ხშირია T-2 მიკოტოქსინის ექსპოზიციის დროს.

დაბინდული მხედველობა/რქოვანას დაზიანება (თვალის ექსპოზიცია)

თვალზე ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და რქოვანას დაზიანება.

ღებინება (საკვებისმიერი ექსპოზიცია)

როგორც წესი, იწყება მიღებიდან 8-12 საათში, მაგ. დაბინძურებული მარცვლეულის მიღების შემთხვევაში.[11]

დიარეა (საკვებისმიერი ექსპოზიცია)

როგორც წესი, იწყება მიღებიდან 8-12 საათში, მაგ. დაბინძურებული მარცვლეულის მიღების შემთხვევაში.[11]

დისპნოე (ინჰალაცია)

ვლინდება ინჰალაციური ექსპოზიციის შემდეგ.

ხველა (ინჰალაცია)

შესაძლებელია ჰემოფთიზიც.

ცხვირის გაღიზიანება (ინჰალაცია)

ცხვირის ტკივილი და რინორეა გვხვდება ინჰალაციური ექსპოზიციის დროს.

იშვიათი

ნეკროზი (კანთან ან ლორწოვან გარსთან კონტაქტი)

მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს დაზიანებული კანის ნეკროზი.[26]

სისხლდენა (ინჰალაცია)

სისხლიანი ნერწყვი და ნახველი, ასევე სისხლდენა ცხვირიდან, განსაკუთრებით ინჰალაციური ექსპოზიციის დროს.

ხიხინი და მსტვინავი სუნთქვა (ინჰალაცია)

გავრცელებული მსტვინავი სუნთქვა და ხიხინი მიუთითებენ ბრონქოსპაზმისა და ფილტვის შეშუპების არსებობაზე.

ტაქიკარდია

ვლინდება უფრო მძიმე შემთხვევებში.

ჰიპოტენზია

ვლინდება უფრო მძიმე შემთხვევებში.

თავბრუსხვევა

შეიძლება იყოს მძიმე.

სისუსტე

სისტემური ტოქსიკურობის ნიშანია.

ატაქსია

როგორც წესი, მსუბუქია.

პროსტრაცია

ვლინდება უფრო მძიმე შემთხვევებში.

ჰიპოთერმია

ვლინდება უფრო მძიმე შემთხვევებში.

კოაგულოპათია

სისტემური ტოქსიკურობის ნიშანია.

ცხელება

მოგვიანებითი სიმპტომი; სისტემური ტოქსიკურობის ნიშანი.

რისკფაქტორები

ძლიერი

პროფესიული ექსპოზიცია

ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც T-2 მიკოტოქსინზე მუშაობს, მაღალი რისკის ქვეშაა ტოქსიკურობისა და კანით გავრცელების პოტენციალის გამო; თუმცა, აღნიშნული პერსონალი, როგორც წესი, უკიდურესად მცირე მოცულობებთან (და კონცენტრაციებთან) მუშაობს და იყენებს დაცვის საშუალებებს რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის. რისკის ქვეშ არის პირველად მორეაგირე პერსონალი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისვლისას არ იცის აეროზოლური ექსპოზიციის შესახებ.

დაბინძურებული საკვები

ჯანმრთელობაზე არასასურველი ეფექტის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მიკოტოქსინის პოტენციურად მაღალი კონცენტრაციის შემცველ დაბინძურებულ მარცვლეულს.

ბიოლოგიური ტერორიზმი

T-2 მიკოტოქსინის განზრახ გამოყენებაზე ეჭვი დგება, როცა პაციენტებს მწვავე რესპირატორული სიმპტომები და ბუშტუკები აქვთ, მტკივნეული გამონაყარი ვლინდება მასშტაბურად.

ერთ გეოგრაფიულ არეალში მყოფ პაციენტებში მსგავსი სიმპტომები ასევე მიგვითითებს ბიოტერორიზმის აქტზე.

სუსტი

ექსპოზიცია კანზე

ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს კანზე კონტაქტით.

ეფექტები კანზე და შეწოვის სიჩქარე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა კანის სისქე და სტრუქტურა, ასაკი, ნუტრიციული სტატუსი; კანის დაზიანება ინფექციის, გაღიზიანების ან ტრავმის გამო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას