შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
აქამდე ჯანმრთელი, 38 წლის კაცი კლინიკაში შემოსულია აეროზოლთან ექსპოზიციიდან 24 საათის შემდგომ და აღენიშნება რინორეა, ყელის ტკივილი, მხედველობის გაბუნდოვანება, ღებინება, დიარეა, კანის გაღიზიანება (წვა და ქავილი) და დისპნოე. მომხდარი მოვლენის დროს იქვე იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირი, რომლებიც ასევე ჰოსპიტალიზებული არიან. პაციენტს დროთა განმავლობაში უყალიბდება გულისრევა და ღებინება, დიარეა, მწველი ერითემა, გამონაყარი და წყლულები კანზე, კონფუზია, ატაქსია, ჟრჟოლა, ცხელება და ჰიპოტენზია. გასინჯვით მოპოვებული მონაცემები: გულისცემა 112 დარტყმა/წუთი, სუნთქვის სიხშირე 27 ჩასუნთქვა/წუთი და არტერიული წნევა 94/63 მმ.ვწყ.სვ. ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. გასინჯვისას ვლინდება კონიუნქტივიტი, ერითემატოზული გამონაყარი კანზე მზესთან ექსპოზირებულ მიდამოებში. გულმკერდის აუსკულტაციით ვლინდება ხიხინი და მსტვინავი სუნთქვა. ლაბორატორიული ტესტების შედეგები: ბიკარბონატის დონე 19 მმოლ/ლ (10 მექ/ლ), შარდოვანას დონე სისხლში 12.5 მმოლ/ლ (35 მგ/დლ), კრეატინინი 132.6 მიკრომოლ/ლ (1.5 მგ/დლ) და შარდის სპეციფიკური გრავიტაცია 1.028. ეროვნული ორგანოების მიერ ჩატარებული ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზების (ELISA) პასუხები დადებითია ტრიქოთეცენ მიკოტოქსინებზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას