დიფერენციული დიაგნოზები
სხვა ტოქსინების ექსპოზიცია
ნიშნები / სიმპტომები
იპრიტი (მდოგვის აირი) ან ლუიზიტი (Lewisite).
კლინიკურად ვლინდება მიკოტოქსინების კანზე ექსპოზიციის მსგავსად.
ბუშტუკები და ტკივილი შეიძლება ცოტა მოგვიანებით გამოვლინდეს. ახასიათებს ინტენსიური ქავილი და ყავისფერი-ყვითელი პიგმენტაცია კონტაქტის ადგილზე.
კვლევები
ლუიზიტის ექსპოზიციის შემთხვევაში კანი და ტანსაცმელი დადებითია დარიშხანის შემცველობაზე.
შარდის ან სისხლის ნიმუში: დადებითია იპრიტის მეტაბოლიტებზე.
ბოტულიზმი
ნიშნები / სიმპტომები
კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული აშლილობის მსგავსი კლინიკური გამოვლინება (გულისრევა, ღებინება, დიარეა); მზარდი კუნთოვანი სისუსტე და დამბლა.
კვლევები
შრატის, კუჭის სეკრეციის, განავლის ან საკვების ნიმუშების ბიოანალიზი: გამოავლენს Clostridium botulinum ტოქსინს.
საკვების ნიმუშების, კუჭის ასპირატების ან ფეკალური მასალის კულტურა: გამოავლენს C botulinum ტოქსინს.
საკვებით მოწამვლა (სხვა მიზეზები)
ნიშნები / სიმპტომები
კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული აშლილობის მსგავსი კლინიკური გამოვლინება (გულისრევა, ღებინება, დიარეა); არ ვლინდება იმუნოლოგიური ან ჰემატოლოგიური ნიშნები და სიმპტომები.
კვლევები
განავლის კულტურა: კონკრეტული პათოგენის იზოლირება.
განავალში მწიფე კვერცხუჯრედები და პარაზიტები: კონკრეტული მწიფე კვერცხუჯრედის და/ან პარაზიტის გამოყოფა.
ზღვის ტოქსინები
ნიშნები / სიმპტომები
კუნთების პროგრესირებადი სისუსტე და დამბლა.
ანამნეზი მიუთითებს ზღვის ტოქსინების ექსპოზიციაზე.
კვლევები
დიაგნოზი უნდა დადგინდეს კლინიკურად, რადგან დამადასტურებელი ტესტები დიდ დროს საჭიროებს.
ზღვის პროდუქტების ნიმუშებზე ტარდება თხიერი ქრომატოგრაფია, შედეგი დადებითია ზღვის ტოქსინზე.
შრატის/შარდის ანალიზი ტოქსინზე (შეიძლება გახდეს პოტენციური ტესტი ზღვის ტოქსინების აღმოსაჩენად): დადებითია ზღვის ტოქსინზე.
ორგანოფოსფატებით მოწამვლა
ნიშნები / სიმპტომები
წვრილი გუგები, სეკრეციის გაძლიერება, გამხსნელის სპეციფიკური სუნი და ფასციკულაციები.
კვლევები
ატროპინით საცდელი მკურნალობა: ანტიქოლინერგული ეფექტების ნაკლებობა.
პლაზმაში ქოლინესტერაზა: დაქვეითებულია აქტივობა.
რიცინით მოწამვლა
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური გამოვლინება; არ გვხვდება მტკივნეული კანის სიმპტომები.
კვლევები
დიაგნოზი უნდა დადგინდეს კლინიკურად, რადგან დამადასტურებელი ტესტები დიდ დროს საჭიროებს.
გარემოდან აღებული ნიმუშის ტესტირება რიცინზე საჭიროა სპეციალურ ლაბორატორიაში.[27]
ტოქსიური შოკის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური გამოვლინება, მაგრამ ცხელება და ჰიპოტენზია უფრო ადრე ვლინდება.
კვლევები
მიკროსკოპია და კულტივირება (სისხლი, ჭრილობა, სითხე, ქსოვილი): დადებითია A ჯგუფის სტრეპტოკოკზე ან Staphylococcus aureus-ზე.
ვირუსული გასტროენტერიტი
ნიშნები / სიმპტომები
კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული აშლილობის მსგავსი კლინიკური გამოვლინება (გულისრევა, ღებინება, დიარეა); არ ვლინდება იმუნოლოგიური ან ჰემატოლოგიური ნიშნები და სიმპტომები.
კვლევები
განავლის ვირუსული კულტურა: დადებითი დაავადების გამომწვევ ორგანიზმზე.
საკვების ალერგია/აუტანლობა
ნიშნები / სიმპტომები
აუტანლობის ან ალერგიის გამომწვევ გარკვეულ საკვებთან კონტაქტის ანამნეზი (რძე, ლაქტოზა, გლუტენი) და სიმპტომების რეციდივი საკვების გამოცდისას; სახისა და ხახის ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება
კვლევები
ცელიაკიის მარკერები დადებითია გლუტენის აუტანლობის მქონე პაციენტთა უმეტესობაში.
წყალბადის სუნთქვის ტესტი გამოიყენება ლაქტოზას აუტანლობის დიაგნოსტიკაში.
კოლონოსკოპია და ბიოფსია გვეხმარება რძის ალერგიების დიაგნოსტირებაში.
ქოლერა
ნიშნები / სიმპტომები
მწვავე გასტროენტერიტის ფონზე შეიძლება განვითარდეს თხიერი დიარეა, რომელსაც უწოდებენ "ბრინჯის ნახარშისებურ დიარეას".
კვლევები
განავლის კულტივირება Vibrio cholerae-ს აღმოსაჩენად (მოხრილი, გრამუარყოფითი ჩხირები).
მძიმე მეტალებით მოწამვლა
ნიშნები / სიმპტომები
გასტროენტერიტი ხშირია დარიშხანით და თალიუმით მოწამვლისას; ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს სპაზმური ტკივილი.
კვლევები
თუ ეჭვია მეტალით მოწამვლაზე, შეიძლება განსაზღვროთ დარიშხანის ან თალიუმის კონცენტრაცია შარდში.
ტყვიის შემცველობის დასადგენად გამოიკვლიეთ სისხლის ნიმუში.
მოწამვლა კოლხიცინით
ნიშნები / სიმპტომები
მცენარე Colchicum autumnale-ს ექსპოზიცია (სათოვლია, უცუნა).
გასტროენტერიტი ხშირია კოლხიცინით მოწამვლის ადრეულ ეტაპზე.
ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოიწვიონ გასტროენტერიტი.
კვლევები
მიმოიხილეთ კლინიკური ანამნეზი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას